გვიმრა (nefrolepis)
05.03.2019, 12:31

გვიმრა უმაღლესი სპოროვანი მცენარეების ტიპის ჯგუფის მცენარეა. nefrolepis-ის სურათის შედეგიაერთიანებს როგორც ბალახოვან, ისე ხემაგვარებს, აქვთ მეტწილად დიდი ფოთლები, ზოგს მარტივი, ზოგს მრავალჯერ ფრთართული. ნორჩი ფოთოლი ლოკოკინასავით არის დახვეული. უმეტესად ჩრდილის მცენარეები არიან. ბალახოვანი გვიმრების ღერო უფრო ხშირად მიწისქვეშა დატოტვილი ფესურაა. მასზეა განლაგებული მიწისზედა კვირტებიც. ტროპიკებში შემორჩენილია მეზოზოური ხანის ხისებრი გვიმრები, რომელთა ღერო 20 მ-მდე სიმაღლისაა. მერქანი უმეტესად კიბისებრტრაქეიდებიანია. გვიმრები მრავლდებიან ვეგეტატიურად მიწისქვეშა ფესურებით, ზოგჯერ ჩეკია კვირტებით. უსქესო გამრავლება ხდება სპორანგიუმებში განვითარებული სპორებით. სპორანგიუმის კედელი უჯრედების ერთ ან მრავალ შრეს მოიცავს და აქვს გამხსნელი რგოლი სქელგარსიანი უჯრედებით. nefrolepis-ის სურათის შედეგი

გვიმრები გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, უმეტესად ტენიან ტროპიკებში. მათი მრავალგვარი სასიცოცხლო ფორმიდან ზოგიერთი ხავსებს წააგავს, ზოგი მრავალწლოვანი ბალახებია, ზოგი კი ნამდვილი ხეები. მცირეოდენი სახეობები წყალში იზრდება. ზოგი (ქსეროფიტები) მშრალ ადგილებზეც გვხვდება. მრავალი ტროპიკული გვიმრა ბინადრობს ხის ღეროებსა და ფოთლებზე (ეპიფიტები). გვიმრები იყოფიან სამ კლასად: პირველადი გვიმრები (Primofilices) ნამარხი ფორმებია. აქვთ დიქოტომიურად დატოტვილი ღერო და ტოტების ბოლოზე განლაგებული სპორანგიუმები. ტოლსპორიანები, იშვიათად განსხვავებულ სპორიანები არიან. ეუსპორანგიან გვიმრებს (Eufilices) უინდუზიუმო მრავალშრიანი სპორანგიუმის კედელი აქვთ. მათი რამდენიმე სახეობიდან ყველა ტოლსპორიანია. ლეპტოსპორანგიუმიან გვიმრებს (Leptofilices) აქვთ ერთშრიანი სპორანგიუმის კედელი, აგრეთვე ინდუზიუმი. ზოგი ფორმა ტოლსპორიანია, ზოგი განსხვავებულსპორიანი. ეს გვიმრები ყველაზე ფართოდ არიან გავრცელებული, შეიცავენ 10 ათასამდე სახეობას. იყოფიან სამ რიგად: ნამდვილ გვიმრებად (Filicales), დაკავშირებული სურათიმარსილიასნაირებად (Marsiliales) და სალვინიასნაირებად (Salviniales).

საქართველოში გვხვდება როგორც ეუსპორანგიუმიანი, ისე ლეპტოსპორანგიუმიანი გვიმრების ზოგიერთი სახეობა. ჭარბობს ნამდვილი გვიმრები, რომელთა 14 ოჯახის 54 სახეობა იზრდება ყველგან- დაბლობებიდან მოკიდებული ალპური სარტყლის ჩათვლით. სახეობათა უმეტესობა გავრცელებულია დასავლეთ სართველოს ტენიან ტყეებში.

 

nefrolepis-ის სურათის შედეგი

როგორ მოვუაროთ სწორად:

გვიმრა ძალიან სიცოცხლისუნარიანი მცენარეა. უპრეტენზიოა, ბუნებაში ის ცხოვრობს ტყეში ნესტიან ადგილებში. მცენარე ცუდად რეაგირებს ჰაერის სიმშრალეზე და დაბინძურებაზე, თუ სახლში გყავთ ეს მცენარე ოთახი ხშირად უნდა ნიავდებოდეს. კარგი იქნება თუ მცენარის გვერდით წყლიან ჭურჭელს დადგავთ. 

 გვიმრა ნეფროლეპისი ყველაზე მეტად ეგუება სახლის პირობებს, ამტანია და დეკორატიულად ლამაზი. ამ მცენარის დადება ოთახის ნებისმიერ კუთხეში შეგიძლიათ, კარგად იტანს ნახევრად განათებულ ადგილს. მცენარეს არ უნდა ხვდებოდეს მზის სხივი.

დაკავშირებული სურათი

მორწყვის რეჟიმი:

ზომიერი მორწყვა სჭირდება, ისე რომ მიწა ბოლომდე არ გამოშრეს. ასევე აუცილებელი პირობაა რეგულარული დანამვა. 

 

სასუქი:

გვიმრას სასუქის მიცემა ხშირად არ სჭირდება, საკმარისია ოც დღეში ერთხელ მისცეთ კალიუმით მდიდარი სასუქი.

nefrolepis-ის სურათის შედეგი

როდის და როგორ გადავრგათ:

მცენარე ყოველ წელს შეგვიძლია გადავრგათ, ოღონდ აჯობებს ეს მოხდეს თავისივე მიწით, რათა ფესვები არ დავუზიანოთ. სასურველია ეს მოხდეს გაზაფხულზე, შემოდგომაზე გადარგვისას მცენარე სუსტდება და უჭირს ზამთრის გადატანა. 

დაკავშირებული სურათი

როგორი ნიადაგი სჭირდება:

გვიმრას ფხვიერი ოდნავ მჟავე ნიადაგი სჭირდება, ტყეში დამპალი ფოთლებისა და წიწვებით გაჯერებულ ნიადაგში ხარობს. ნიადაგი უნდა შედგებოდეს: ტორფი + ტყის მიწა + ქვიშა + წიწვებიანი მიწა. 

დაკავშირებული სურათი

როგორ გავამრავლოთ:

გვიმრა მრავლდება ამონაყარით. გაზაფხულზე როცა მცენარეს ახალ ქოთანში გადარგვას დაუპირებთ, მცენარეს ფრთხილად უნდა დაუშალოთ კომი და გაყოთ რამოდენიმე ნაწილად. ახალ მცენარეს ჩვეულებრივი მოვლა სჭირდება. 

დაკავშირებული სურათი

თუ ოთახში მშრალი ჰაერია, მცენარე შეიძლება დაავადდეს. ამიტომ ხშირად დაუნამეთ მცენარეს ფოთლები, თუ თქვენი მცენარე მაინც დაავადდა ყურადღებით იყავით და დაამუშავეთ აქტელიკით.

 

 

 

კატეგორია: ჩრდილის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 7135 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar