ეუფორბია, ქრისტეს გვირგვინი (euphorbia)
08.02.2019, 15:24

ეუფორბია იგივე რძიანა, საოთახო მემცენარეობაში ფართოდ გავრცელებული მცენარეა, დაკავშირებული სურათირომელიც ერთმანეთისგან განსხვავებულ უამრავ სახეობას აერთიანებს. არსებობს ეუფორბიას 2000 მდე სახეობა, ამათგან ზოგი ერთწლიანია, ზოგიც მრავალწლიანი. ეს მცენარეები განსხვავდებიან ვიზუალური ფორმით და მოვლის წესებიც ოდნავ განსხვავებული აქვთ. ეფორბიას როგორც სუკულენტებს არ უყვარს ზედმეტი მორწყვა. ზამთარში შეგიძლიათ მხოლოდ თვეში ერთხელ მორწყათ. ამ გვარის მცენარეებს უყვართ მშრალი ჰაერი და წყლის შესხურება არ შეიძლება მცენარითვის. მტვერი კი რბილი ფუნჯით უნდა გადაუფერთხოთ.
 

მოვლა:  

განვიხილოთ ეუფორბია მილლია, რომელიც ბუნებრივად იზრდება აღმოსავლეთ აფრიკის მთიან ადგილებში. ამ მცენარეს ხალხში „ეკლიან გვირგვინსაც“ ეძახიან, რადგან მისი ტოტები საკმაოდ მოზრდილი ეკლებითაა დაფარული. ეუფორბია მილლიას ტოტები მონაცრისფრო-ყავისფერი შეფერილობისაა, დაღარული, ხოლო სისქით 2 სმ-მდე აღწევს. ეკლიანი ტოტები თავიდან მთლიანად იფარება ღია მწვანე ფოთლებით, მაგრამ დროთა განმავლობაში ფოთლების ნაწილი ცვივა, ტოტების ქვედა ნაწილი შიშვლდება და მხოლოდ კენწეროები რჩება მწვანედ. ეუფორბია მილლიას პატარა ზომის, ულამაზესი ყვავილები აქვს, რომლებიც შეიძლება იყოს წითელი, ვარდისფერი, ყვითელი ან თეთრი. ყვავილები შეკრებილია გრძელ ყვავილედზე, რომელიც ამოზრდილია ტოტების ჯერ კიდევ მწვანე კენწეროებზე. ეუფორბია მილლია განსაკუთრებით პოპულარულია უხვი ყვავილობის გამო - თუ შესაბამის პირობებს შეუქმნით, შეუძლია, მთელი წლის განმავლობაში შეუწყვეტლად იყვავილოს. ტემპერატურა უნდა იყოს 25-30 გრადუსი, ზამთარში კი შედარებით გრილად გამოაზამთრეთ, ოღონდ ტემპერატურა 14 გრადუსზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს. 

ნიადაგი და გადარგვა:

ეუფორბია მილლია ნელა მზარდი მცენარეა, ამიტომ გადარგვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროებს. საჭიროების შემთხვევაში გაზაფხულზე უნდა გადაირგას. აუცილებელია ქოთნის ფსკერზე კარგი დრენაჟის მოწყობა, რასაც კენჭების ან აგურის ნატეხების მეშვეობით მარტივად მოახერხებთ. ნიადაგი არ უნდა იყოს ძალიან მყარი და არ უნდა უშლიდეს ხელს ფესვების განვითარებას.  კარგი იქნება, თუ საჭირო სუბსტრატს თანაბარი რაოდენობის კორდის მიწას + ფოთლოვანი მიწა +  ტორფი და ქვიშა. შეგიძლიათ, ასეთი წესით მომზადებულ ნიადაგში ცოტაოდენი პერლიტი და დაფხვნილი აგურიც ჩაამატოთ. ან სუკულენტებისთვის განკუთვნილი ნიადაგი გამოიყენოთ. 

სასუქი:

ეუფორბიას სასუქი უნდა მისცეთ მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულში, სხვა პერიოდში სასუქის მიცემას არ საჭიროებს. სასუქი უნდა მიეცეს ორ კვირაში ერთხელ კაკტუსებისთვის და სუკულენტებისთვის განკუთვნილი სასუქები. 

euphorbia-ის სურათის შედეგი

 

გასხვლა:

ზაფხულის შუა პერიოდში როცა მცენარე ყვავილობას დაამთავრებს უნდა გაისხლას. უნდა მოაჭრათ გამხმარი ტოტები. თუ გინდათ მცენარე დაიბუჩქოს უნდა გასხლათ ზამთრის დასასრულს. ასეთ დროს იმავე წელს არ ყვავილობს, მაგრამ მომავალ წელს ექნება უხვი ყვავილობა. ფორმირებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან მისი წვენი კანზე მოხვედრისას კანის გაღიზიანებას იწვევს. 

 

დაკავშირებული სურათი

 

როგორ გავამრავლოთ:

ყველაზე მარტივია ეუფორბიას კალმით გამრავლება. 
ამისთვის საჭიროა: მოაჭრათ მცენარეს 10-12 სმ-ის სიგრძის ტოტი, ჩადეთ თბილ წყალში იქამდე, სანამ რძისებრი წვენი არ შეწყდება, გადანაჭერ ადგილას მოაყარეთ დაფხვნილი ნახშირი და რამდენიმე საათით  მშრალ ადგილას მოათავსეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ტორფისა და ქვიშის ნაზავში ჩარგეთ. აუცილებელია შუშის ქილის ან პოლიეთილენის პარკისგან მინისათბურის მოწყობა. მოათავსეთ ნათელ ადგილას. ასეთი წესით ეუფორბია მილლიას გამრავლება შეგიძლიათ წელიწადის ნებისმიერ დროს, თუმცა უმჯობესია, თუ ამას გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში გააკეთებთ.
დაკავშირებული სურათი
ეუფორბიას ფოთლოვანი ჯიში შეგიძლიათ გაამრავლოთ ფოთლით. ამისათვის გაზაფხულზე უნდა მოაჭრათ ჯამრთელი ფოთოლი, გარეცხეთ კარგად, რომ რძე გამოუვიდეს და ცოტახნით ჩადეთ ფესვების სტიმულატორში. უნდა ჩარგათ ქვიშაში და დაასათბუროთ. პერიოდულად გაანიავეთ, ასეთი წესით ერთ თვეში უნდა დაფესვიანდეს. 

კატეგორია: ჩრდილის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 4033 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar