19.04.2019, 12:59 | |
ეპიპრემნუმი ლიანა მცენარეა, მისი სამშობლოა ტროპიკული ქვეყნები, კარგად ეხვევა საყრდენს და თუ ზემოთ აუშვებთ შეიძლება მთელი კედელიც დაფაროს. შეგიძლიათ დაბლა ჩამოუშვათ ტოტები ან დაბუჩქოთ. ეს მცენარე კარგია დამწყები მეყვავილეებისთვის, რათა უპრეტენზიოა და ძალიან ადვილი მოსავლელია. კარგად ეგუება როგორც ნათელ ადგილს, ისე ნახევრად განათებულ ოთახს. ცნობილია ეპიპრემნუმის თხუთმეტი სახეობა: ეპიპმნუმ აურეუმი, ეპიპრემნუმ ამპლისიუმი, ეპიპრემნუმ კაროლინენსი და სხვა. ბუნებაში ეპიპრემნუმი ორმოც მეტრამდე იზრდება, მაგრამ სახლის პირობებში მაგდენს ვერ აღწევს. მცენარე არსებობს მწვანე ფოთლიანი, და ჭრელფოთლიანი. ჭრელფოთლიანი ორი სახის არსებობს ყვითელზოლიანი და თეთრზოლიანი. სწორედ ამ სილამაზის გამო აქვთ სახლში, ფოთოლი პრიალაა. ლაქების ინტენსივობას განსაზღრავს განათება, სინათლის ნაკლებობისას შეიძლება გაუფერმკრთალდეს ფოთლები ან სულ გამწვანდეს. მცენარეს პირდაპირი მზის სხივები არ უყვარს, მისი ზემოქმედებით შეიძლება დაეწვეს და სულაც დასცვივდეს ფოთლები. ეპიპრემნუმი ჰაერს წმენდს ნიკოტინისა და ბენზოლისაგან. საუკეთესოა სამუშაო მაგიდაზე მოსათავსებლად და საძინებლისთვის, ის უზრულველყოფს ღრმა ძილს.
მოვლა: ეპიპრემნუმი არ არის პრეტენზიული მცენარე განათების მიმართ, შეგიძლიათ მოათავსოთ ნახევრად ჩრდილიან ადგილას: მაგალითად სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერთან, საძინებელში. მცენარე გაგილამაზებთ ინტერიერს და ჰაერსაც გაწმენდს ტოქსიკური ნივთიერებისგან. ეპიპრემნუმი სიგრძეში მზარდი მცენარეა, მას სხვადასხვანაირად ზრდიან. თუ არ გინდათ სიგრძეში ძალიან გაიძარდოს და დაბუჩქვა გინდათ მოაჭერით მზარდი ტოტები და გვერძევე ჩაურგეთ მცენარეს. ასე მცენარე დაიბუჩქება. მცენარე ირწყვება უხვად და იშვიათად, უნდა მორწყათ მიწის ზედა ფენის გაშრობისთანავე. მართალია ტენის მოყვარულია, მაგრამ არც მეტი უნდა მოგივიდეთ, რათა ბევრმა წყალმა შეიძლება ფოთლების გაყვითლება და დაცვენა გამოიწვიოს. მაღალი ტენიანობის მოყვარულია და აუცილებელი პირობაა ფოთლების ყოველდღიური დანამვა. თვეში ერთხელ კი სასურველია თბილი შხაპიც მოუწყოთ, ეს გაახალისებს თქვენს მცენარეს.
ნიადაგი და გადარგვა: ეპიპრემნუმი კარგად ხარობს როგორც ნიადაგში ასევე წყალში. თუ ქოთანში ზრდით მცენარეს ყოველწლიურად არ სჭირდება გადარგვა, მაშინ უნდა გადაირგას როცა ფესვები მთლიანად შეავსებს ქოთანს. ეპიპრემნუმი უმჯობესია ჩავრგათ არა დიდ, მაგრამ ღრმა ქოთანში. ქოთნის ძირში უნდა გაუკეთოთ კარგი დრენაჟი. ნიადაგის მიმართ არ არის პრეტენზიული, კარგად ეგუება ყველანაირ ნიადაგს. ამ მცენარეს ერთნაირად შეუძლია გაიზარდოს როგორც წყალში, ასევე ნიადაგში. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რამ, თუ მცენარე შეიძინეთ კონტეინერით ნუ შეეცდებით მის გადაყვანას წყალში, რათა ეს მცენარე უკვე შეგიებულია პირობებს. უნდა გააგრძელოთ მისი გამოზრდა ნიადაგში. თუ გინდათ ეს მცენარე წყლიან ლარნაკში გაზარდოთ, თავიდანვე უნდა შეაჩვიოთ პირობებს. მოაჭერით მცენარეს ჯამრთელი ტოტი და ჩადეთ წყლიან ჭურჭელში. ადვილად ეგუება ამ მდგომარეობასაც სასუქის და ზედმეტი დანამატების გარეშე.
როგორ მრავლდება: ეს მცენარე ძალიან ადვილად მრავლდება. მცენარეს ღეროზე ეზრდება დამატებითი ფესვები. გასამრავლებლად მცენარეს უნდა მოაჭრათ ისეთი ღერო რომელსაც ექნება მინიმუმ ოთხი ფოთოლი, ღერო შეგიძლიათ რამოდენიმე ნაწილად გაყოთ, ოღონდ თითოეულ ნაწილს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი ნაწიბური, სადაც განივითარებს ფესვებს. კალამი უნდა იყოს დაუზიანებელი. ჩადეთ კალამი წყლიან ჭურჭელში და მოათავსეთ 18-21 გრადუს ტემპერატურაზე. მცენარე მალე დაფესვიანდება. წინასწარ მოიფიქრეთ თუ სად გინდათ მცენარის გამოზრდა, თუ გადაწყვეტთ რომ მცენარე ქოთანში უნდა გამოზარდოთ მაშინ მალევე გადაიყვანეთ ქოთანში, პირველივე ფესვების გამოჩენისთანავე.
იხილეთ ვიდეო ეპიპრემნუმის გამრავლების შესახებ.
| |
| |
ნანახია: 6001 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |