დრაცენა სანდერა იგივე ბამბუკი
11.07.2019, 22:42

ბამბუკი დრაცენა სატაცურისებრთა ოჯახს ეკუთვნის. დღესდღეობით მეცნიერებმა ასამდე სახეობა გამოიყვანეს. მისი მოვლა არ არის ძნელი თუ გაეცნობით მისი მოვლის თავისებურებებს და გაითვალისწინებთ. კარგად იზრდება ოთახის პირობებში, პოპულარულ მცენარედ ითვლება მისი მრავალფეროვნებით. სანდერა დრაცენასთვის სასურველი ფორმის მიცემა შეგვიძლია. 

ბამბუკის მოვლა სახლის პირობებში:

სანდერის ბამბუკის მოვლა არ არის ძნელი. შესანიშნავად გრძნობს თავს სახლში და ერთ მეტრს აღწევს. ოდნავ დაგრეხილი ფოთლები მოგრძო ფორმისაა მონაცრისფრო მწვანე შეფერილობის. ბამბუკი ბუნებაში ძალიან სიცოცხლისუნარიან მცენარედ ითვლება, მისი განადგურება ბუნებრივ პირობებში საკმაოდ რთულია. 

სანდერის ბამბუკი კარგად ხარობს როგორც ქოთანში ჩარგული, ისე წყალში და ალამაზებს ინტერიერს.

თუ ქოთანში ზრდით გაითვალისწინეთ შემდეგი: ბამბუკს უყვარს ნესტიანი ნიადაგი, ყურადღება მიაქციეთ მიწა ბოლომდე რომ არ გამოუშრეს, მაგრამ არც ძალიან სველი ივარგებს. უნდა მოირწყას რბილი ოთახის ტემპერატურის წყლით. უნდა მორწყათ დაახლოებით კვირაში ერთხელ. უყვარს განათებული ადგილი, მაგრამ ნახევრად განათებულ ადგილასაც შესანიშნავად გრძნობს თავს. არ უნდა მოხვდეს მზის სხივები. ზამთარში როცა მზის განათება ნაკლებია კარგი იქნება თუ სპეციალური განათების ახლოს მოათავსებთ. გაზაფხულიდან თვეში ერთხელ მორწყეთ სასუქიანი წყლით, ხოლო ზაფხულის პერიოდში როცა მორწყვის სიხშირე იმატებს ორ კვირაში ერთხელ. 

ბამბუკის გაზრდა წყალშიდაც შეგიძლიათ, ასეთ შემთხვევაში იყენებენ რამოდენიმე ძირს ერთად და გამჭვირვალე ლარნაკში ( ასე უფრო ლამაზად გამოიყურება). სილამაზისთვის შეგიძლიათ ფერადი კენჭები ჩაუყაროთ. ასე გამოზრდილ მცენარეს თვეში ერთხელ უნდა გამოუცვალოთ წყალი მთლიანად, ჩაუსხით ნადგამი წინა დღის წყალი, ახალი წყალი იგივე ტემპერატურის უნდა იყოს რაც წინა, ასე თავიდან აიცილებთ მცენარის სტრესს. პერიოდულად სჭირდება სასუქის ჩამატება, უნდა ჩაასხათ წყალში გახსნილი სასუქი. ოპტიმალური ტემპერატურაა მაქსიმუმ 35 გრადუსი, ამაზე მაღალ ტემპერატურაზე არ უნდა ამყოფოთ მცენარე, თორემ ფოთლების გაყვითლებას დაიწყებს. 

 

ნიადაგი და გადარგვა:

თუ საჭიროება მოითხოვს ახალ ქოთანში უნდა გადავრგათ ორ წელიწადში ერთხელ. გრუნტი უნდა გამოვიყენოთ შემდეგი შემადგენლობის: ორი წილი ტყის მიწა + ერთი წილი ქვიშა და ცოტა პერლიტი. ქოთნის ძირში არ დაგავიწყდეთ სადრენაჟე მასალის ჩაყრა. 

 

ყვავილობა:

ბამბუკი სანდერა ყვავილობს ზაფხულის პერიოდში, აქვს სურნელოვანი თეთრი ყვავილები. ამ პერიოდში მცენარეს სჭირდება უფრო მეტი სიხშირით მორწყვა და სასუქის მიწოდება. ყვავილობის დასრულების შემდეგ ყალიბდება წითელი ფერის ნაყოფი, რას უფრო მეტ სილამაზეს სძენს მცენარეს. 

 

როგორ მრავლდება:

 მცენარე ძირითადად მრავლდება კალმებით და  თესლით. თესლით გამრავლება საკმაო დროს და ენერგიას მოითხოვს და საკმაოდ რთული პროცესია. უფრო ადვილი ხერხია კალმებით გამრავლება. კალმით გასამრავლებლად კარგი პერიოდია გაზაფხული. მოაჭერით მცენარეს 5-7 სანტიმეტრის კალამი მჭრელი მაკრატლით, ისე რომ დაბლა დარჩეს მინიმუმ 8 სანტიმეტრის მცენარე. მონაჭრელ ადგილას დააყარეთ დაფქვილი ნახშირი. კალამი უნდა ჩაირგას 2-3 სანტიმეტრის სიღრმეზე. უნდა მოირწყას აუცილებლად ნადგომი წყლით, პერიოდულად სარწყავ წყალში გაურიეთ დასაფესვიანებელი პრეპარატები. კალამი ადვილად ფესვიანდება. 

სანდერას თესლით გამრავლება უფრო შრომატევადი პროცესია. მაღაზიებში იყიდება ამ მცენარის თესლი. პირველ რიგში უნდა მოხდეს თესლის დეზინფიცირება კალიუმპერმანგანატის სუსტ ხსნარში, ოცი წუთი გააჩერეთ და დათესეთ თესლი. არ ჩათესოთ ღრმად დათესეთ დაახლოებით ერთ სანტიმეტრის სიღრმეზე. უნდა მოათავსოთ თბილ და ნათელ ადგილას. როცა ამოსვლას დაიწყებს გადაიყვანეთ ერთჯერად პატარა კონტეინერებში ცალ-ცალკე. გადააფარეთ ცელოფანი და დატოვეთ ნათელ ადგილას. პერიოდულად უნდა განიავდეს და დაინამოს. დაუშვებელია ზედმეტი წყალი, ასე მცენარე ადვილად ლპება. როცა ნაზარდი მიაღწევს 4-5 სანტიმეტრს შეგიძლიათ გადარგოთ ქოთნებსი და მოუაროთ ჩვეულებრივი წესით. 

 

 

ბამბუკისთვის უამრავი ფორმის მიცემა შეგიძლიათ, მას აქვს მიძინებული კვირტები, შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას ჩაჭრათ საიდანაც განვითარდება ფოთლები. გასწავლით რამოდენიმე ხერხს თუ როგორ მისცეთ სასურველი ფორმა თქვენს ლამაზმანს.

თუ სანდერასთვის ხვეული ფორმის მიცემა გვინდა უნდა დავუმაგროთ საყრდენი და სინათლის მხარეს ვაბრუნოთ ისე რომ სიმაღლეში ზრდისას საყრდენზე დაეხვეს. როცა ღერო გამაგრდება ამოაცალეთ საყრდენი და ხვეული ფორმის ბამბუკი სამუდამოდ ამ ფორმაში დაგრჩებათ. 

თუ ნაწნავის ფორმის მიცემა გინდათ ერთ ქოთანში ჩარგეთ სამი ბამბუკის ახალგაზრდა ძირი და ერთმანეთზე გადააჯვარედინეთ. დაწანით ღერები და ზემოთ დაამაგრეთ სახვევით რომ არ გაიხსნას. 

კატეგორია: ჩრდილის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3532 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar