დრაცენა
18.12.2018, 11:04

დრაცენა აფრიკული მცენარეა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც დიდი პოპულარობით დაკავშირებული სურათისარგებლობს და ფართოდაა გავრცელებული საოთახო მემცენარეობაში. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში დრაცენას ადგილობრივ სახეობას „ბედნიერების ხეს“ ეძახიან. დრაცენა ბუნებაში მაღალ ხეებად იზრდება, ოთახის პირობებშიც კი, შეიძლება სიმაღლით 3 მეტრს მიაღწიოს. საოთახო მემცენარეობაში დრაცენას რამდენიმე გამოყვანილ სახეობას იყენებენ: მცენარის წვრილფოთოლა, ბრტყელფოთლებიანი და ჭრელფოთოლა. მცენარის ჭრელფოთოლა სახეობები ძალიან ლამაზი სანახავია და მათში ხშირად სხვადასხვა ფერია გაერთიანებული.
საოთახო დრაცენებისთვის დამახასიათებელია მაგარი ღერო, რომელიც მანამ არ იტოტება, სანამ არ გადაჭრიან. ღეროს ზრდის პარალელურად  ქვედა ფოთლები უხმება, რომლებიც ჩამოცვენის შემდეგ ღეროზე დამახასიათებელ ნაჭდევებს ტოვებს. ღეროს წვერში ფოთლები როზეტად იზრდება, რომელიც გაბურძგნულ ქოჩორს მოგაგონებთ. მცენარის სახეობები ერთმანეთისგან ღეროს სისქითა და ფოთლების სიბრტყით განსხვავდება. მოვლის წესები კი ყველა სახეობისთვის ერთნაირია. სახლის პირობებში იშვიათად ყვავის, ყვავილი თეთრი ან მომწვანოა. ყვავილობისას სახლიდან გარეთ გააქვთ, რადგან მძაფრი სუნი აქვს. 

 

როგორ მოვუაროთ სწორად:დაკავშირებული სურათი

ჭრელფოთოლა დრაცენას ცოტა მეტი განათება სჭირდება, ვიდრე მწვანეს. მზის პირდაპირ სხივებს ყველა სახეობა უნდა მოვარიდოთ. დრაცენა შეგვიძლია დავდგათ ნახევრად განათებულ ადგილას. ზამთარში კი თუ ძალიან ბნელ ადგილას დგას შეგიძლიათ ხელოვნური განათება მოუწყოთ. დრაცენა ვერ იტანს ორპირ ქარს, სითბოც ზომიერი ურჩევნია. მაღალი ტენიანობის პირობებში ზაფხულის სიცხესაც უპრობლემოდ უძლებს, მაგრამ თუ ჰაერი მშრალია და ამას მაღალი ტემპერატურაც ემატება, მცენარის ფოთლის წვეროები ხმობას იწყებს. ამიტომ აუცილებელია პერიოდულად ფოთლები დაუნამოთ. რაც შეეხება ზამთრის ტემპერატურას, მცენარე აუცილებლად თბილ ოთახში უნდა გამოაზამთროთ, მაგრამ აუცილებლად მოარიდეთ გამათბობელ ხელსაწყოებს, ტემპერატურა 12 გრადუსზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს.

 

მორწყვის რეჟიმი:დაკავშირებული სურათი

დრაცენას ზომიერი მორწყვა სჭირდება. ზედმეტი წყლისგან ლპობას დაიწყებს და ამ მდგომარეობას ვეღარაფრით გამოასწორებთ. გაზაფხულიდან შემოდგომამდე ირწყვება უხვად, მიწის ზედა ფენის გაშრობისთანავე. იმ შემთხვევაში, თუ დრაცენას წყალი მოაკლდება, ფოთლებს ქვემოთ დაუშვებს, მაგრამ როგორც კი მორწყავთ, კვლავ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება. მთავარია, ეს სისტემატურად არ ხდებოდეს, თორემ თუ მცენარე გამოშრა, ფოთლები ასეთ მდგომარეობაში დარჩება და დეკორატიულობას დაკარგავს. ზამთარში კი ირწყვება ნაკლება, მიწის სრული გაშრობის შემდეგ. ფართოფოთლებიან დრაცენას შედარებით მეტი წყალი სჭირდება, ვირდე წვრილფოთლიანს. 

დაკავშირებული სურათი

სასუქი:

სასუქი სჭირდება მუდმივად. გაზაფხულიდან შემოგდომამდე მიეცით კომპლექსური სასუქები 10 დღეში ერთხელ. ხოლო ზამთარში თვეში ერთხელ საკმარისია. 

 

როდის და როგორ გადავრგათ:

ახალგაზრდა მცენარე ყოველწელს უნდა გადაირგას, ხოლო ხანდაზმული 2-3 წელიწადში ერთხელ გაზაფხულზე. გადარგვისას სასურველია ფესვებიდან მიწა არ მოაცილოთ და თავისივე მიწით გადარგათ. ქოთნის ძირში უნდა გაუკეთოთ დრენაჟი. 

 

ნიადაგი:

საარსებოდ მსუბუქი და წყლის კარგად გამტარი ნიადაგი სჭირდება. ამისათვის უნდა შეურიოთ ფოთლოვანი მიწა + კორდის მიწა + ქვიშა. ასევე დაფხვნილ აგურსაც თუ შეურევთ უკეთესია. 

 

როგორ გავამრავლოთ:

დრაცენა ადვილად მრავლდება კენწეროს კალმით. ამისათვის ცერათ გადაჭერით კალამი და 1-2 საათით ჰაერზე გააჩერეთ. შემდეგ ჩარგეთ ნესტიან ქვიშანარევ ტორფში. თუ გრძელი ტოტი აქვს შეგიძლიათ რამოდენიმე ადგილას გადაჭრათ და ცალ-ცალკე დააფესვიანოთ. გადაჭრილი მცენარე კი დაიბუჩქება. 

 

 

კატეგორია: ჩრდილის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 5037 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar