აუკუბა (aukuba)
30.04.2019, 20:29

მცენარე აუკუბა შინდისებთა ოჯახიდანაა. გვხვდება ჩინეთში, იაპონიაში და კორეაში. იაპონური აუკუბა მარადმწვანე ბუჩქია, áƒ“აკავშირებული სურათიაქვს მუქი დიდი ფოთლები და პატარა მუქი ფერის ყვავილები, ნაყოფი კი წითელი, თეთრი ან ყვითელია. მცენარე აუკუბა ხარობს როგორც ღია გრუნტში, ასევე სახლის პირობებში. ორიგინალური ფორმის გამო მას იყენებენ ბოტანიკურ ბაღებსა და ორაჟერეების გასალამაზებლად. კულტივირებულია კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროზე და ყირიმში. საქართველოში შავი ზღვის სანაპიროს გარდა იზრდება ბოტანიკურ ბაღებსა და პარკებში. აუკუბას ლამაზად დაწინწკლული ფოთლების გამო ოქროს ხესაც უწოდებენ ხალხში ფინანსური კეთილდღეობის სიმბოლოდაც მიიჩნევენ.

 

 

როგორ მოვუაროთ სწორად:

აუკუბა არ უნდა დავრგათ ძალიან მზიან ადგილას, რადგან მზე ფოთლებს უწვავს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ სახლის პირობებშიც, თუ სახლში აპირებთ ამ მცენარის ყოლას მზიან ადგილას არ დადგათ, თუმცა განათებულ ადგილას უნდა მოათავსოთ. გაზაფხულსა და ზაფხულში უნდა მორწყათ უხვად, მიწის ზედა ფენის შეშრობისთანავე, ზამთარში კი მაშინ, როცა მთლიანად გაუშრება მიწა. თუ თბილად გამოაზამთრებთ, მაშინ ჩვეულებრივ უნდა მორწყათ, როგორც ზაფხულში. ზამთარში კარგია თუ 25 გრადუსზე გამოაზამთრებთ, უფრო მაღალ ტემპერატურაზე მცენარე ფოთლებს დაიცვენს. შეგიძლიათ პერიოდულად ფოთლების დანამვაც. კარგი იქნება თუ აპრილიდან აივანზე გაიტანთ ოღონდ მზისგან და ქარისგან მოფარებულ ადგილას მოათავსეთ.

აუკუბა ყვავილობას იწყებს სექტემბრის ბოლოდან. კარგი ყვავილობისთვის მცენარეს სათანადო განათება სჭირდება. 

მცენარეს პერიოდულად გასხვლა სჭირდება, ლამაზი ფორმის მისაცემად. როცა ნაყოფი დამწიფდება უკვე შეგიძლიათ მცენარის გასხვლა.

 

სასუქი:

გაზაფხულიდან შემოდგომამდე სჭირდება სასუქი, უნდა მისცეთ უნივერსალური სასუქები კვირაში ერთხელ.

 

 

დაკავშირებული სურათი

როდის და როგორ გადავრგათ:

უკუბას სუსტი ფესვები აქვს და ეცადეთ როცა შეიძენთ ცოტა დიდ ქოთანში მოათავსოთ, რათა ყოველწელს არ მოუწიოს გადარგვა. მცენარე ფესვების დაზიანებას ცუდად იტანს. მხოლოდ მაშინ გადარგეთ, როცა ფესვები ქოთანს გაავსებს. გადარგვა კარგია გაზაფხულზე. უნჯობესია ახალ ქოთანში გადაიტანოთ თავისივე მიწით, რადგან წვრილი ფესვები არ დაუზიანდეს. გადარგვის შემდეგ შეგიძლიათ გასხლათ სასურველი ფორმის მისაცემად. ნიადაგი ფხვიერი და მსუბუქი უნდა იყოს: ბაღის მიწას + ნეშომპალა + ტორფი + ქვიშა. ქოთნის ძირში არ დაგავიწყდეთ დრენაჟის გაკეთება. 

 

 

როგორ გავამრავლოთ: 

მრავლდება თესლით ან კალმით. კალმით გამრავლება უფრო ადვილია. გასამრავლებლად კალამს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი ფოთოლი, უნდა ჩარგოთ ქვიშანარევ ტორფში და დაასათბუროთ, პერიოდულად გაანიავეთ და დანამეთ. კალმები დააფესვიანეთ გრილ ადგილას. როცა ფესვებს შეამჩნევთ დასათბურება აღარ სჭირდება. 

თესლით გამრავლება უფრო რთულია, თანაც თესლიდან ამოსული მცენარე არ ემგვანება დედას. თესლით გასამრავლებლად თუ სწორად დაიცავთ პირობებს არ უნდა გაგიჭირდეთ. მცენარის თესლი ითესება ივნის-ივლისში. უნდა მოათავსოთ განათებულ ადგილას. თესლი აღმოცენდება ორი თვის შემდეგ. 

 

მცენარეს ემტერება ფრთათეთრა და ტკიპა ზაფხულში. აგვისტოში მცენარე სტაბილურად იწყებს ახალი ფოთლების ამოყრას და შესაძლებელია, ამ დროს მავნებლები შეეყაროს. თუ გსურთ, რომ ეს თავიდან აიცილოთ, ის ზაფხულის სეზონზე მუდმივად სიცხეში უნდა გედგათ. აუკუბას ხშირად დანამვისა და ჩრდილში ყოფნის დროს ემტერება მავნებელი. დაავადების შემთხვევაში აიღეთ წყალში გაზავებული ერთი გრამი კანიფოლიუმის 0,1-პროცენტიანი მარილმჟავა და გაზაფხულზე შეასხურეთ მცენარეს. ასევე, კარგია, აიღოთ ოთხი ცალი თამბაქო, დაშალოთ მთლიანად, გამოიღოთ შიგთავსი და დააყენოთ 200 გრამ წყალზე. როგორც კი ფერს და სუნს მიიღებს, გააზავეთ ნახევარ ლიტრ წყალში და ამით შეწამლეთ მცენარის ფოთლები. მას ვეღარ მიეკარება ვერანაირი მავნებელი.

 

კატეგორია: ჩრდილის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 4298 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar