[ სერვერიდან გადმოტვირთვა (47.8 Kb) ] | 14.01.2019, 11:58 |
ასპიდისტრა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარის შროშანისებრთა ოჯახის ასპიდისტრა ყვავის აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით.
მოვლა სახლის პირობებში: სინათლის მხრივ ძალიან მომთხოვნი არ არის, კარგად იტანს ჩრდილიან ადგილს. ჭრელფოთოლა ასპიდისტრას უფრო მეტი სინათლე სჭირდება ვიდრე მწვანეს, ჭრელფოთოლა სინათლის ნაკლებობისას სიჭრელეს კარგავს. უნდა მოირწყას ნადგამი წყლით, როცა მიწის ნახევარი გაშრება. კვირაში ერთხელ კი სველი ნაჭრით გაუწმინდეთ ფოთლები. ოპტიმალური ტემპერატურაა ზამთარში 15 გრადუსი. თუ მცენარეს მზის სხივები მოხვდა ეწვენბა ფოთლები და ლაქები გაუჩნდება.
მწვანე ასპიდისტრას სასუქი უნდა მისცეთ 10 დღეში ერთხელ, უნივერსალური სასუქი, ოღონდ მითითებულ დოზაზე ნახევარი. ზამთარში სასუქის მიცემა არ შეიძლება. ჭრელფოთოლა მცენარეს სასუქი არ სჭირდება, რადგან სიჭრელეს დაკარგავს.
გადარგვა: ასპიდისტრა ყოველ წელს გადარგვას არ საჭიროებს, საკმარისია 2-3 წელიწადში ერთელ გადაირგას, გაზაფხულზე. სუბსტრაქტის მიმართ არ არის პრეტენზიული და ყველანაირ ნიადაგში კარგად ხარობს.
გამრავლება: სახლის პირობრბში ამრავლებენ ფესვის დაოფით, უნდა დაჭრათ ბასრი დანით და დააყაროთ ნახშირი. უნდა ჩაირგას ცალ-ცალკე, ამ დროს ტემპერატურა არ უნდა იყოს 18 გრადუსზე დაბალი.
| |
| |
ნანახია: 2297 | რამოტვირთვები: 10 | |
სულ კომენტარები: 0 | |