ასპარაგუსის მოვლა სწორად
09.06.2021, 09:36

ასპარაგუსი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ის თავისი გაწეწილი და ელეგანტური შეხედულებით ოთახში სიმყუდროვეს ქმნის. სწრაფად მზარდი მცენარე ქმნის მწვანე ჰაეროვან კასკადს, ის საოცრად უხდება ოთახის სიმყუდროვეს. ასპარაგუსის ფორმა და სიმაღლე დამოკიდებულია მოვლის პირობებზე. მან სიმაღლით შესაძლოა მეტრანახევარსაც მიაღწიოს. ასპარაგუსის ტოტები იზრდება არაპროპორციულად, შეიძლება ერთი ტოტი ლამაზად დაბუჩქული გაიზარდასპარაგუსიოს, მეორე კი უშნოდ აიწოწოს, რომელიც რამოდენიმე თვის შემდეგ დაიბუჩქება. მისი ფორმის ზრდა დამოკიდებულია მისი მოვლის პირობებზე.

ასპარაგუსის მოვლა ნამდვილად არ არის რთული, მაგრამ ოდნავი ცდომილებაც კი მისი მოვლის დროს, აისახება მცენარეზე. უარყოფითად რეაგირებს სველ ნიადაგზე, მშრალ სუბსტრატზე და მშრალ ჰაერზე.  

ასპარაგუსი გავრცელებულია ევროპაში, აზიაში და აფრიკაში. ასპარაგუსს უამრავი ზედმეტსახელი აქვს. ევროპაში ასპარაგუსი ცნობილია, როგორც სატაცური გვიმრა. 

ასპარაგუსი სახლის პირობებში იშვიათად ყვავილობს, ისიც ათი წლის შემდეგ. ყვავის წვრილი თეთრი ყვავილებით, რომელიც შემდეგ გადაიქცევა კენკრად.

 

სად მოვათავსოთ ასპარაგუსი:

ასპარაგუსი უნდა მოვათავსოთ ნათელ, მზისგან მოფარებულ ადგილას. მცენარეს მზის სხივები უწვავს წიწვებს, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ არ მოხვდეს მზის სხივი. ზამთარში საჭიროა ხელოვნური განათების დამატება, რადგან არ დასცვივდეს წიწვები. 

ასპარაგუსის იდეალური ტემპერატურაა 23-18%, ზამთარში კი მინიმალური ტემპერატურა არ უნდა ჩამოვიდეს ექვს გრადუსზე დაბლა. ცხელ დღეებში უნდა გავზარდოთ ჰაერის ტემპერატურა, რათა მცენარეს არ დასცვივდეს წიწვები სიცხისგან. 

 

 

როგორი პირობები უყვარს ასპარაგუსს:

ასპარაგუსს უყვარს ტენიანი ჰაერი, ამიტომ თავს კომფორტულად გრძნობს სააბაზანოში და სამზარეულოში. მორწყვებს შორის უმჯობესია მიწის ზედა ფენა შეუშრეს. მართალია ნესტის მოყვარული მცენარეა, მაგრამ ვერ იტანს ფესვებში ზედმეტ წყალს, ვერც მიწის ბოლომდე გამოშრობას. თუ ამას დაურეგულირებთ მცენარეს, ის დიდხანს გაგახარებთ თავისი სილამაზით.

ასპარაგუსი როგორც ნესტის მოყვარული მცენარე, დღის განმავლობაში ერთი-ორჯერ უნდა დაინამოს. ასევე ძალიან მოსწონს შხაპი. ზაფხულის ცხელ პერიოდში შეგიძლიათ მოუწყოთ შხაპი, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ნიადაგში ბევრი წყალი არ ჩაუვიდეს. 

 

ასპარაგუსი

სასუქი:

ასპარაგუსი განსაკუთრებით მომთხოვნია სასუქის მიმართ. ვეგეტაციის პერიოდში უნდა მივაწოდოთ კომპლექსური სასუქი 10-14 დღეში ერთხელ, ხოლო ზამთრის პერიოდში თვეში ერთხელ. 

 

ასპარაგუსის გადარგვა:

ასპარაგუსის გადარგვა უმჯობესია ადრე გაზაფხულზე, სანამ აქტიური ვეგეტაციის პერიოდი დაიწყება. მცენარეს მოსწონს მაღალი და განიერი ქოთანი. სასურველი სუბსტრატი უნდა შედგებოდეს: ფოთლოვანი მიწა + ქვიშა + კორდის მიწა. ქოთნის ძირში უნდა ჩაიყარეს რამოდენიმე ფენათ სადრენაჟე მასალა და გადაირგას მცენარე, ოღონდ სიფრთხილე გმართებთ მის ფესვებთან. უმჯობესია თავისივე მიწით გადატანა. ახალ ქოთანში გადაყვანისას უნდა მოაჭრათ გამხმარი ტოტები ძირში, რადგან ძველ ტოტებზე აღარ იკეთებს ამონაყარს. 

 

გამრავლება:

 

ასპარაგუსი სხვადასხვა გზით მრავლდება: კალმებით, დათესვით და დაყოფით.

ყველაზე ეფექტურია დაყოფით გამრავლება. დაყოფა უნდა მოხდეს გაზაფხულზე მცენარის გადარგვისას, შეგიძლიათ რამოდენიმე ნაწილათაც დაყოთ. ასპარაგუსის გაყოფისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან მისი ფესვები საკმაოდ მგრძნობიარეა. გაყოფისას მცენარე უნდა იყოს კარგად მორწყული.ასპარაგუსი

კალმით გასამრავლებლად გაზაფხულზე უნდა მოაჭრათ დაახლოებით 10-12 სანტიმეტრის ტოტები და ჩარგოთ ქვიშანარევ ტორფში. უნდა დაასათბუროთ და მოათავსოთ 22 გრადუსზე, პერიოდულად უნდა გაანიავოთ და დანამოთ. როცა შეატყოფთ, რომ ზრდა დაიწყო გადარგეთ ქოთანში და მოუარეთ ჩვეულებრივი წესით. 

ასპარაგუსის დასათესად თესლი უნდა იყოს წინასწარ დამბალი. ითესება პატარა კონტეინერებში, რომელიც მოთავსდება ნათელ ადგილას. ნათესის გადარგვა არ უნდა ვიჩქაროთ, უნდა გადაირგას მაშინ, როცა ნათესი 10-12 სანტიმეტრს მიაღწევს.

 

დაავადებები:

მცენარეს მშრალი ჰაერის პირობებში ემტერება ბუგრი, ტკიპა და ფარიანა. მწერის აღმოჩენის თანავე უნდა მიიღოთ შესაფერისი ზომები. 

თუ მცენარეს ფოთლები უყვითლდება დააკვირდით მორწყვის რეჟიმს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ზედმეტი წყლისგან, რაც ფესვების ლპობას იწვევს, ან ჰაერის სიმშრალის გამო.

კატეგორია: ჩრდილის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 6098 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar