ასპარაგუსი (asparagusi)
24.12.2018, 01:13

ასპარაგუსი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. გავრცელებულია აზიაში, ევროპაში და აფრიკაში. დაკავშირებული სურათიასპარაგუსის მრავალი სახეობა არსებობს, მისი ყვავილი შროშანს ჰგავს. სახლის პირობებში იშვიათად ყვავილობს. ასპარაგუსს აქვს ბოლქვიც და ფუნჯა ფესვებიც. ასპარაგუსის ფესვებს ჩინელები სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ, სჯეროდათ, რომ სულიერად აყვავდებოდნენ და კოსმიურ სამყაროში გადავიდოდნენ. მცენარე აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ხსნის სტრესს და კარგი ანტიდეპრესანტია. 

ასპარაგუსის კარგად გამომშრალი ფესვებით აყენებენ ჩაის, და ისე იყენებენ წამლად. 

 

როგორ მოვუაროთ სწორად:

ასპარაგუსი უნდა მოვათავსოთ განათებულ ადგილას, ნახევარჩრდილშიც კარგად გრძნობს თავს. მზის სხივი  არ უნდა მოხვდეს მცენარეს. ასპარაგუსი ირწყვება უხვად, გაზაფხულიდან მიწის ზედაპირის გაშრობისთანავე, ხოლო ზამთარში მიწა როცა ნახევრად გაშრება. ზამთარში არ დადგათ გამათბობელთან ახლოს, თორემ ფოთლები დასცვივა. უყვარს ასევე წყლის შესხურებაც, თუ ცხელი ზაფხულია დღეში რამოდინიმეჯერაც შეგიძლიათ მიასხუროთ. 

 

სასუქი:

სასუქის მხრივ მომთხოვნია, უნდა მივცეთ რომელიმე კომპლექსური სასუქები 10 დღეში ერთხელ, ხოლო ზამთარში თვეში ერთხელ. 

 

როდის და როგორ გადავრგათ:

მცენარე ყოველ წელს უნდა გადაირგას, რადგან ფესვები სწრაფად ეზრდება. გადარგვისას შეგიძლიათ ფესვების დამოკლებაც. ქოთნის ზირში უნდა გააკეთოთ კარგი დრენაჟი და ისე გადარგათ მცენარე. გადარგვის შემდეგ კარგად უნდა მოირწყას მცენარე და დავდგათ მისთვის განკუთვნილ ადგილას. 

 

ნიადაგი:დაკავშირებული სურათი

ნიადაგი უნდა შედგებოდეს ორი წილი ტყის მიწას + ერთი წილი ქვიშა + ერთი წილი ტორფი. 

 

გამრავლება:

ასპარაგუსი სხვადასხვა გზით მრავლდება: კალმებით, დათესვით და დაყოფით.

ყველაზე ეფექტურია დაყოფით გამრავლება. დაყოფა უნდა მოხდეს გაზაფხულზე მცენარის გადარგვისას, შეგიძლიათ რამოდენიმე ნაწილათაც დაყოთ. áƒ“აკავშირებული სურათი

კალმით გასამრავლებლად გაზაფხულზე უნდა მოაჭრათ დაახლოებით 10-12 სანტიმეტრის ტოტები და ჩარგოთ ქვიშანარევ ტორფში. უნდა დაასათბუროთ და მოათავსოთ 22 გრადუსზე, პერიოდულად უნდა გაანიავოთ და დანამოთ. როცა შეატყოფთ, რომ ზრდა დაიწყო გადარგეთ ქოთანში და მოუარეთ ჩვეულებრივი წესით. 

 

 

 

კატეგორია: ჩრდილის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2021 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar