03.03.2019, 14:54 | |
არაუკარია არის წიწვოვან მცენარეთა გვარის, არაუკარიისებრთა ოჯახისა. ცნობილია 20-მდე სახეობა, მაგრამ საოთახო მემცენარეობაში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა Araucaria heterophylla, ეს სახეობა ოთახის პირობებში მხოლოდ ერთი მეტრის იზრდება, ისიც ამ სიმაღლეს 10-12 წლის შემდეგ აღწევს. არაუკარია გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. არაუკარია 50-60 ზოგჯერ 90 მ სიმაღლის ბრტყელწიწვიანი, რგოლურად განლაგებული ტოტებისა და ფარჩხატი ვარჯის მქონე ხეებია. არაუკარია სითბოს მოყვარულია. საქართველოში ინტროდუცირებულია ამ გვარის რამდენიმე სახეობა. მათგან ყველაზე ყინვაგამძლე ჩილური არაუკარია ჩილეს მთებიდან არის შემოტანილი და დეკორატიულ მცენარედ მოშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე. სხვა სახეობებს (Araucaria excelsa, Araucaria bidwilli და სხვა) უფრო მეტად ოთახებსა და ორანჟერეებში აშენებენ. ზოგი სახეობის თესლი იჭმევა. მერქანს სამშენებლო მასალად იყენებენ. არაუკარია იმ მცირერიცხოვანი წიწვოვანი მცენარეების ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც შეგიძლიათ, ქოთანში გამოზარდოთ და ახალი წლის დღეებში ხელოვნური ნაძვის ხის ნაცვლად მორთოთ.
როგორი მოვლა სჭირდება: არაუკარია კარგად ვითარდება ოთახის ნათელ ადგილას, თუმცა ნახევრად ჩრდილში ყოფნასაც მშვენივრად უძლებს. ოთახის მცენარეების უმრავლესობათა მსგავსად, არც მას უყვარს მზის პირდაპირი სხივები, ამიტომ თუ ფანჯარასთან გიდგათ, შუადღის მწველი მზე ფარდით გაუფანტეთ. არაუკარიას მაღალი ტენიანობა მოსწონს, ამიტომ თუ ოთახში ცხელა წყალი ხშირად მიასხურეთ. მცენარე ზაფხულში ხშირად უნდა მორწყათ. წყალი ჭარბად დაუსხით, ისე რომ ნიადაგი მთლიანად გაიჟღინთოს, შემდეგ კი სადგამზე გამოჟონილი წყალი გადაღვარეთ. ზამთარში (განსაკუთრებით, გრილ ოთახში გამოზამთრების შემთხვევაში) მორწყვა შედარებით შეამცირეთ და მცენარე მხოლოდ მიწის ზედა ფენის გამოშრობის შემდეგ მორწყეთ.
სასუქი: ვეგეტაციის პერიოდში გაზაფხულ-ზაფხულში მცენარეს სჭირდება სასუქის მიწოდება ორ კვირაში ერთხელ, არაუკარიას არ უყვარს აზოტის შემცველი სასუქი და ყურადღება მიაქციეთ სასუქის შემცველობას. შემოდგომა-ზამთარში მცენარეს სასუქი არ სჭირდება.
ნიადაგი და გადარგვა: ახალნაყიდი მცენარე თუ ტორშია უნდა მაშინვე გადაიტანოთ ახალ ქოთანში, სადაც ორი სამი წელი იქნება და გადარგვა არ დასჭირდება. ნიადაგი შემდეგი შემადგენლობის მოამზადეთ: კორდის მიწას + ფოთლოვანი მიწა + ტორფი და ქვიშა (1/2/2/1) გადაურიეთ. შეგიძლიათ, მაღაზიებში წიწვოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი სპეციალური მზა სუბსტრატი შეიძინოთ. ახალგაზრდა მცენარე მხოლოდ 2-4 წელიწადში 1-ხელ, გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში უნდა გადაირგას. ახალი ქოთანი ძველზე გაცილებით ფართო უნდა იყოს, თუმცა, თუ გსურთ, მცენარის ზრდა კიდევ უფრო შეანელოთ, გადარგვისას მხოლოდ ნიადაგი გამოცვალეთ, ქოთანი კი იგივე ზომის დატოვეთ.
გამრავლება: არაუკარია შეგიძლიათ, გაამრავლოთ ორი მეთოდით: კალმითა და თესლით. | |
| |
ნანახია: 2471 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |