02.11.2018, 15:12 | |
ალოკაზია ნიუკასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც 70-მდე სახეობას აერთიანებს. ალოკაზია მიეკუთვნება ევროპული ტროპიკების ქვეყნებს. ალოკაზიას აქვს მსხვილი ღერო, რომელზეც ვითარდება მწვანე ფერის ფოთოლი მკვეთრი ფერის ძარღვებით. ოთახის პირობებში მცენარე იშვიათად ყვავის, მაგრამ თუ მაინც იყვავილა, მოყვითალო-მომწვანო ბუტკოს ივითარებს, რომელშიც წვრილ-წვრილი, სურნელოვანი ყვავილებია მოთავსებული.
მოვლა: ალოკაზიას მკვეთრი გაბნეული სინათლე სჭირდება, მაგრამ ნახევარ ჩრდილშიც კარგად გრძნობს თავს. პირდაპირი მზის სხივი უწვავს ფოთლებს. მას უყვარს ტენი, უხვად უნდა მოირწყას ვეგეტაციის პერიოდში, მიწის ზედაპირი როცა დაახლოებით 1 სმ-ზე გაშრება უნდა მორწყათ, მაგრამ არც მეტი უნდა მოგივიდეთ. შემოდგომიდან მორწყვა შეუმცირეთ, მაშინ მორწყეთ როცა მიწა ნახევრად გამოშრება. მცენარე ძალიან მგრძნობიარეა ორპირ ქარზე და ჰაერის მკვეთრ ცვლილებაზე. ალოკაზია სითბოს მოყვარული მცენარეა. სასურველი ტემპერატურაა 20-25 გრადუსი, ზამთარში კი 18 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს. მცენარეს უყვარს ფოთლების დანამვა, კვირაში ერთხელ კი სველი ჩვრით გაუწმინდეთ ფოთლები.
სასუქი: ალოკაზიას განოყიერება თვეში 2-ჯერ, მხოლოდ გაზაფხულსა და შემოდგომაზე სჭირდება, რისთვისაც შეგიძლიათ, ფოთოლდეკორატიული ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სასუქი გამოიყენოთ.
ნიადაგი და გადარგვა: ახალგაზრდა მცენარე წელიწადში ერთხელ უნდა გადარგოთ, ზრდასრულ მცენარეს კი გადარგვა 2-3 წელიწადში 1-ხელ ესაჭიროება. ეს პროცედურა აუცილებლად გაზაფხულის დადგომისთანავე უნდა ჩაატაროთ. რაც შეეხება ნიადაგს, კარგი იქნება, თუ ალოკაზიასთვის ქვიშის, ტორფის, ფოთლოვანი და წიწვოვანი მიწის ნარევს (1/2/2/2) გამოიყენებთ.
დაავადებები: ალოკაზიას არ უყვარს ჰაერის სიმშრალე. ჰაერის სიმშრალის გამო შეიძლება დაავადდეს ტკიპით. პირველივე ნიშნებისას უნდა მივიღოთ ზომები. ფოთლები გაუწმინდეთ საპნიანი წყლით, 2 საათის შემდეგ კი ჩამობანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ 2 კვირის შემდეგ.
ალოკაზიას გამრავლება: ალოკაზია ძირითადად მრავლდება ბოლქვებით. მცენარე ივითარებს ახალ ბოლქვებს. გაზაფხულზე, როდესაც მცენარე გადაგყავთ ახალ ქოთანში შეგიძლიათ ფრთხილად მოარიდოთ ბოლქვები და გადარგოთ ცალკე, საიდანაც ახალი დამოუკიდებელი მცენარე გაიზრდება.
ბოლოში ატვირთულია ალოკაზიის მოვლისა და გადარგვის ვიდეო:
| |
| |
ნანახია: 2195 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |