21.06.2019, 16:19 | |
ალოე მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი ქსანტორეასებრთა ოჯახისაა. განეკუთვნება ქსეროფიტულ სუკულენტებს. აქვს გრძელი და შუბივით წამახული, ხორციანი, ხშირად ცვილისებრი წინწკლებით დაფარული კიდეეკლიანი ფოთლები. წითელი, ნარინჯისფერი ან ყვითელი მილისმსგავსი ყვავილები შეკრულია მტევნებად ან საგველა ყვავილედად. აერთიანებს 250-მდე სახეობას. გავრცელებულია აფრიკაში, არაბეთში, შუა აზიაში და მადაგასკარზე. შავი ზღვის სანაპიროზე ბაღებში, პარკებსა და პლანტაციებში. ალოეს ფოთლების შესქელებული წვენი საბრი კარგი საფაღარათო საშუალებაა. ნორჩი ფოთლების გამონაწვლილს ხმარობენ კანქვეშ შესაშხაპუნებლად თვალისა და სხვა დაავადებათა დროს. იყენებენ ბიოლოგიურ სტიმულატორადაც. ალოეს წვნისაგან დამზადებული პრეპარატები იხმარება გარეგან საშუალებად ჩირქოვანი ჭრილობის, დამწვრობისა და კანის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ. არ ენიშნებათ ორსულობის, მენსტრუაციის, ცისტიტისა და ბუასილის დროს. ალოეს სხვადასხვა სახეობა განსხვავდება ერთმანეთიგორც ვიზუალურად ისე ყვავილებითაც. Aloe aristata – ივითარებს დიდ სფეროსებრ მუქი მწვანე ფოთლებისგან (ძლიერ მჩხვლეტავი ბოლოებით, დაფარული მოთეთრო ზოლებით) შექმნილ როზეტს. მაის-ივნისში წითელ-ფორთოხლისფერი ყვავილებით. Aloe berbadensis – კარგად არის ცნობილი სასარგებლო თვისებებით, ხორცოვანი, მწვანე, მკვრივი წვეტიანი მჩხვლეტავი ბოლოებით და სხვა სახეობები.
როგორ მოვუაროთ: ალოე განსაკუთრებული თვისებების მქონე ძალიან ამტანი და სიცოცხლისუნარიანი სუკულენტი მცენარეა. ალოეს უყვარს ნათელი და მზიანი ადგილი, ამიტომ სანამ შეიძენთ გაითვალისწილნეთ ეს და შეურჩიეთ კარგად განათებული და მზიანი ადგილი. პირდაპირ მზეზე მისი მოთავსება არ შეიძლება, თანდათან უნდა შეაჩვიოთ მზის სხივებს. მარტიდან დაიწყეთ მისი მზის სხივების შეჩვევა, ჯერ 5 წუთი მოათავსეთ და ყოველდღიურად გაზარდეთ დრო. მიუხედავად იმისა რომ ალოეს მზე უყვარს ზაფხულის შუადღის მწველ სხივებს მაინც უნდა მოარიდოთ. ზაფხულში როცა ძალიან ცხელა უნდა მოირწყას ორ დღეში ერთხელ, ხოლო ზამთარში მითუმეტეს თუ გრილად აზამთრებთ კვირაში ერთხელ. კარგია თუ გაზაფხულიდან გარეთ აივანზე ან ტერასაზე გაიყვანთ.
ნიადაგი და გადარგვა: ახალგაზრდა ოთხ წლამდე ასაკის ალოე ყოველ წელს უნდა გადარგათ ახალ ქოთანში, ხოლო ოთხი წლის ზემოთ 2-3 წელიწადში ერთხელ. ქოთანი შეურჩიეთ განიერი, რადგან სიგანეში იზრდება და სივრცე სჭირდება. გადასარგავად კარგი პერიოდია გაზაფხულის დასაწყისი. ნიადაგი უნდა შედგებოდეს: ტყის მიწა + ცოტა ტორფი + ქვიშა + ცოტა წვრილი კენჭებიც, წყალი რომ კარგად გაატაროს და ფესვებში არ დაუგროვდეს.
სასუქი: სასუქი უნდა მიაწოდოთ გაზაფხულიდან შემოდგომის დასაწყისამდე თვეში ერთხელ. სასუქი კარგია უნივერსალური შემადგენლობის.
როგორ მრავლდება: ალოე საკმაოდ ადვილად გასამრავლებელი მცენარეა, მრავლდება კენწეროს კალმით, გვერდითა ტოტებით და თესლით. თესლით გასამრავლებლად კარგი პერიოდია ზამთრის დასასრული, თესლი უნდა ჩაითესოს ქვიშაში და დაასათბუროთ. მოათავსეთ თბილ და ნათელ ადგილას, პერიოდულად უნდა გაანიავოთ და დანამოთ მიწის ზედაპირი. ერთი თვის ნერგები დააცილეთ ერთმანეთს და ცალ-ცალკე კონტეინერებში გადარგეთ. | |
| |
ნანახია: 1244 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |