ცხენისწაბლას სასარგებლო თვისებები, რა დაავადებებისთვის გამოიყენება და როგორ დავამზადოთ მისგან წამალი
25.05.2020, 16:05

ცხენისწაბლა ბალკანეთიდან იღებს სათავეს და ის თითქმის მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, მისი განსაკუთრებული თვისებების გამო მიაჩნდათ, რომ მცენარე დაკარგულ სიცოცხლეს აბრუნებდა. ცხენისწაბლა განსაკუთრებით პოპულარულია თურქულ ხალხურ მედიცინაში, მისი თესლი, ფოთოლი, ყვავილები და ქერქი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

ცხენისწაბლა გამოიყენება სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ, მას ასევე შეუძლია თირკმელში ქვების დაშლა და ეფექტური საშუალებაა ბუასილის სამკურნალოდ.

ცხენისწაბლა განსაკუთრებით კარგია ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს. მას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები და შეიცავს ბუნებრივ საპონინებს.

ყველაზე დიდი პოპულარობით კი მისი ნაყენი სარგებლობს.

ამ მცენარეს ძალიან ბევრი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისება აქვს და შეგიძლიათ, მას სხვადასხვა დაავადების დროს მიმართოთ ეფექტური შედეგის მისაღებად. იმ დაავადებებს შორის, რომლის დროსაც მიზანშეწონილია ცხენისწაბლას გამოყენება, ერთ-ერთი, ხერხემლის ოსტეოქონდროზია. ასევე, ძალიან კარგია ის დაავადებული სისხლძარღვების სამკურნალოდ, მაგალითად, ვარიკოზული ვენებისთვის ნამდვილად კარგ შედეგს მიაღწევთ.   Сорта каштана

ცხენისწაბლას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ამავდროულად, ხსნის შეშუპებას. ცხენისწაბლა დაგეხმარებათ, თუ შარდის ბუშტის ანთება გაწუხებთ. ასევე, ეფექტურია ბრონქების ანთების სამკურნალოდ.
ცხენისწაბლა აძლიერებს სისხლძაღვების კედლებს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ამცირებს სისხლის სიბლანტეს, აწესრიგებს არტერიულ წნევას. ეს მცენარე ასევე, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. მისი გამოყენება ეფექტურია ათეროსკლეროზისა და როგორც ვთქვით, სისხლძარღვთა დაავადებების დროს. იყენებენ მკერდის პათოლოგიების სამკურნალოდ, მათ შორის, ეფექტურია მასტოპათიის მკურნალობისას. ცხენისწაბლას ნაყოფი და ასევე, მისი ქერქი კარგი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც. ისევე, როგორც თირკმელების პათოლოგიებისა და მარილების სამკურნალოდ.
ცხენისწაბლას ქერქის, ყვავილებისა და თესლის ნაყენს იყენებენ სიცხის დამწევ და კუჭში შემკვრელ საშუალებად. მისი დახმარებით, ასევე მკურნალობენ სხვადასხვა რევმატიულ დაავადებას, საჭმლის მონელების ქრონიკულ აშლილობას და გულის არეში ტკივილს.

ყვავილობს აპრილ-ივნისში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. ცხენისწაბლას ნაყოფს მისი დამწიფებისა და ჩამოცვენის შემდეგ ამზადებენ. ფოთლებს ამზადებენ მაისიდან სექტემბრის ბოლომდე. ფოთლებს წყვეტენ ხელით, ყუნწებიანად. აშრობენ ჩრდილში, გაფენილს 10 სმ-ის სისქეზე. პირველი 2-3 დღის განმავლობაში დღეში 1-2-ჯერ აბრუნებენ.

ფოთოლი მშრალია თუ ყუნწი გადაღუნვისას ტყდება. ქერქს ამზადებენ ადრე გაზაფხულზე, ყვავილებს – ყვავილობის დასაწყისში.

 

გულის არეში ტკივილების სამკურნალოდ:  
 აიღეთ 3 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ცხენისწაბლა, დაასხით 2 ჭიქა არაყი, გააჩერეთ 2 კვირა თავდახურულ ჭურჭელში. მიიღეთ 30-35 წვეთი დღეში 3-ჯერ  ჭამის დროს.

ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ:
აიღეთ ნედლი ცხენისწაბლას ნაყოფი, გაახმეთ ორი კვირის განმავლობაში და დაფქვით. 50 გრამ დაფქულ ცხენისწაბლას დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, დააყოვნეთ ორი კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას. მიიღეთ დღეში 30-40 წვეთი სამი კვირის განმავლობაში.
ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ ასევე რეკომენდებულია ფეხის აბაზანები. 50 გრამი გამხმარი ცხენისწაბლას ყვავილები ან ნაყოფი ისევ დაფქული სახით, შეურიეთ ერთ ლიტრ წყალში. წამოადუღეთ, გააჩერეთ 2-3 საათი და მოათავსეთ მასში ფეხები 22-30 წუთის განმავლობაში.

 

 პროსტატის ადენომისთვის:
აიღეთ 25 გრამი დაფქული ცხენისწაბლა, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი. გააჩერეთ ერთი თვის განმავლობაში და შემდეგ მიიღეთ დღეში ორჯერ 10-15 წვეთი ოცი დღის განმავლობაში. მომდევნო ათი დღე შეისვენეთ და შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.

ჰემოროის სამკურნალოდ:
ცხენისწაბლას ხუთ გრამ დაქუცმაცებულ ნაყოფსა და ამდენივე ქერქს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, გადმოდგით, მაშინვე გადაწურეთ და ადუღებული წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. დალიეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ.

აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი უკუჩვენებები:
ცხენისწაბლა არ შეიძლება გამოიყენოთ თრომბოციტოპენიის, მენსტრუალური ციკლის, ორსულობისას და გასტრიტის დროს.

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2122 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar