სეზონური ალერგია, როგორ ვუმკურნალოთ ალერგიას სახლის პირობებში
06.05.2020, 21:51

ალერგია თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და რთული პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით გაზაფხულზეა ყურადღებამისაქცევი. ალერგია არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ ორგანული თუ არაორგანული ნივთიერების მიმართ. 

მცენარეული მტვრის კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია 06:00 – 10:00 საათამდე, ამიტომ სასურველია, მოვერიდოთ გარეთ ფიზიკურ აქტივობას. ჭკვიანი ხალხი გვეუბნება, რომ ამ დროს არ არის რეკომენდირებული ვარჯიში. ვარჯიშის დროს ორგანიზმი შეისუნთქავს მეტ ჰაერს და შესაბამისად მეტი ალერგენი მოხვდება სასუნთქ სისტემაში. სასურველია, ვიყოთ შენობაში განსაკუთრებით ქარიან ამინდში, მანქანით მგზავრობისას ავწიოთ ფანჯრები, სახლში დაბრუნების შემდეგ დავიბანოთ სახე და ხელები, რომ ჩამოვირეცხოთ დალექილი მცენარეული მტვერი.

უსიამოვნო სიმპტომებთან ერთად ალერგიას ძალზე სერიოზული დაავადებების პროვოცირება შეუძლია, ამიტომ მისი უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია. თუ მშობელმა დროულად ვერ შენიშნა შვილის ალერგიულობა, შესაძლოა, ბავშვს ასთმა განუვითარდეს. პროფილაქტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის კი მიზეზი უნდა დადგინდეს. ალერგიის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებები მისი გამოვლინებების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა. სამედიცინო პრეპარატებით ეფექტიანად მკურნალობენ ამ პათოლოგიას, მაგრამ არცთუ იშვიათად ამ პრეპარატებს გვერდითი მოვლენები ახლავს, რომლებმაც შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ხალხური მედიცინა კი მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებს იყენებს.
როცა ალერგიის ძალიან მძიმე ფორმებთან გვაქვს საქმე, ბუნებრივია, ექიმს უნდა მიმართოთ. მაგრამ, შედარებით მსუბუქი ფორმის ეფექტური მკურნალობა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომელიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
 

დაფნის ფოთლის ნახარში:
ალეგიის სამკურნალო თვისებები დაფნის ფოთლის ერთ-ერთი შესაძლებლობაა, ბევრ სხვასთან ერთად. კონკრეტულად, ალერგიის დასამარცხებლად გამოიყენეთ დაფნის ფოთლის ნახარში მცირეწლოვან ბავშვებშიც კი. დაფნის ფოთლის ნახარშით გარედან უნდა დაამუშაოთ ალერგიული გამონაყარი. მაგრამ, თუ ზრდასრული მკურნალობს, რეკომენდებულია მისი დალევა. აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია ქავილისა და ტიპური სიწითლის განკურნება. თუ ალერგიული გამონაყარი სხეულის დიდ ნაწილზეა, მიიღეთ დაფნის აბაზანები. ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ დაფნის ფოთლის ნაყენიც. ალეგიული გამონაყრის სამკურნალოდ, შეგიძლიათ, კანზე წაისვათ დაფნის ფოთლის ზეთი, რომელსაც აფთიაქებში შეიძენთ.

 

გულყვითელა:
10 გრამ გულყვითელას ყვავილებს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ 1-2 საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში სამჯერ.

 

ასკილი და ბაბუაწვერა:
კარგად დააქუცმაცეთ ასკილის ნაყოფი და ბაბუაწვერას ფესვები. შეგიძლიათ, მისი   ხორცსაკეპში გატარებაც. შემდეგ კარგად აურიეთ 2 სადილის კოვზი ნარევი და გახსენით 1,25 ჭიქა წყალში. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.

 

ქატო:
ერთ სადილის კოვზ ქატოს დაასხით 4 სადილის კოვზი მდუღარე წყალი. დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ 10 წუთით. დილით, უზმოზე დალიეთ 1 ჭიქა თბილი წყალი და 15-20 წუთის შემდეგ მიიღეთ მზა ქატო. მკურნალობის ხანგრძლივობა ერთი თვეა.

 

ორკბილა:
ვისაც გართულებული ალერგია ხანგრძლივად აწუხებს, სრული გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა, რამდენიმე წელი სვას ორკბილას ახალი ნახარში, ჩაისა და ყავის მაგივრად. ნახარში უნდა დალიოთ მოდუღებიდან  20 წუთის შემდეგ. ნახარში უნდა იყოს ოქროსფერი.

კვერცხის ნაჭუჭი:
ალერგიის სამკურნალოდ უმჯობესია, გამოვიყენოთ თეთრი ფერის ნაჭუჭი. კარგად გარეცხეთ კვერცხი, ამოიღეთ შიგნით არსებული აპკი და გააშრეთ.  დაფქვით ყავის საფქვავში ფქვილისებურად. ორგანიზმმა რომ უკეთ შეიწოვოს, დაუმატეთ 6 წვეთი ლიმონის წვენი. ამ გზით, იზრდება ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისების უნარი. ზრდასრულობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ ერთი ჩაის კოვზი დღეში ერთხელ, ან ნახევარი ჩაის კოვზი – დღეში ორჯერ. აუცილებელია, წყლის დაყოლება. რაც შეეხება ბავშვებს, ძალიან მნიშვნელოვანია დოზების დაცვა: ერთი წლის ბავშვს მიეცით ერთი მწიკვი, ანუ, იმდენი, რამდენიც დანის წვერზე თავსდება. ორ წლამდე ბავშვს – ორჯერ მეტი. შვიდი წლისას, შეგიძლიათ, ნახევარი ჩაის კოვზამდე გაუზარდოთ დოზა. 14 წლის ზემოთ კი, უკვე ერთი ჩაის კოვზი უნდა დალიოს დღეში. ყველა შემთხვევაში, აუცილებელია წყლის დაყოლება. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა მინიმუმ ერთი თვეა. თუმცა, უმჯობესია, თუ ის 3-6 თვე გასტანს. კვერცხის ნაჭუჭი კურნავს ძალიან ბევრ ალერგიულ რეაქციას, განსაკუთრებით, კანისას. შესამჩნევი შედეგია გამოვლენილი პატარა ბავშვებში.

 

გვირილა:
1 სადილის კოვზ გვირილის ყვავილებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ 20-30 წუთით და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში სამი-ოთხჯერ.

 

ნიორი:
სამლიტრიან ქილაში მოათავსეთ ერთი კილოგრამი წვრილად დაჭრილი ნიორი. დაასხით ერთი ლიტრი დამდგარი წყალი და დადგით ბნელ ადგილას 1 თვის განმავლობაში. ერთი ჩაის კოვზი მზა ნარევი გახსენით ერთ ჭიქა ცხელ რძეში და დალიეთ დილით, უზმოზე 30 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი გრძელდება – ნარევის დამთავრებამდე.

 

ჭინჭარი:
ერთ სუფრის კოვზ ჭინჭრის ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. ქილა შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა 4-5 ჯერ დღეში ან თითო ჭიქა 3-ჯერ დღეში. მას სვამენ ალერგიული გამონაყრის, ჭინჭრის ციების, ფურუნკულებისა და ეგზემის დროს, როგორც კარგ სისხლგამწმენდ საშუალებას.

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1680 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar