რომელ დაავადებებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ ნესვი
22.04.2020, 19:06

ნესვი შეიცავს A, B1, B2, PP, C ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია რკინით. ამ ელემენტის მასური წილი ნესვში 17-ჯერ აღემატება რძეში არსებულს. ნესვში უხვად არია კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი და ქლორი. ამიტომაც ურჩევენ მას ანემიის, ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. ნესვი აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, აქვეითებს მათ ტოქსიკურობას. ნესვი შეიცავს უამრავ ფერმენტს, ამიტომ ის ადვილად ასათვისებელია და ნაწლავთა ფუნქციასაც აუმჯობესებს. ნესვი შეგიძლიათ მიირთვათ საჭმლის მონელების ნებისმიერი დარღვევის დროს, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში სხვა საკვებთან ერთად. 

ექიმები ნესვს ურჩევენ ღვიძლის ნებისმიერი პათოლოგიის, ასევე თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს. ნესვი მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს გარეგნობას.  Speqtri.Ge | რატომ არის სასარგებლო ნესვი

ნესვის თესლი პოტენციის ასამაღლებელი უძველესი საშუალებაა. ამ მიზნით რეკომენდებულია უმი თესლის დაღეჭვა, უმჯობესია თაფლთან ერთად და აუცილებელია ზომიერების დაცვა - არა უმეტეს ორი გრამი დღეში. დიდი დოზით მიღებისას შესაძლოა ელენთა გაგიღიზიანდეთ. 

ნესვი უნიკალური დიეტური და სამკურნალო საშუალებაა. თუმცა არასწორი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა გვაწყინოს კიდეც. 

ნესვი როგორც დაბალკალორიული საკვები, თავისუფლად შეგიძლიათ მოიწყოთ განტვირთვის დღეები, ოღონდ სამ დღეზე მეტხანს ამ გემრიელი და სასარგებლო დიეტის გაგრძელებას არ გირჩევთ. 

ნესვი ფოლიუმის მჟავას, ანუ B9 ვიტამინის უნივერსალური წყაროა. ეს უკანასკნელი განსაკუთრების სასარგებლოა ქალებისთვის ორსულობისა და კლიმაქტერულ პერიოდში. ასევე მათთვის, ვისაც მეხსიერების გაუმჯობესება და დეპრესიის დაძლევა სურს. ნესვში უხვად არსებული ბეტა კაროტინი ალამაზებს კანს და აუმჯობესებს თმის სტრუქტურას. ნესვი ამაღლებს გუნება-განწყობას, ხცნის უძილობას, დაღლილობას და გაღიზიანებადობას. 

სასარგებლოა ნესვის ჩირიც. ის აღმოსავლეთში ჩაის სმის რიტუალის ერთ-ერთი განუყოფელი ატრიბუტია. გამხმარი ნესვი, პრაქტიკულად, ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. მწიფე ნაყოფის მსგავსად ჩირიც ორგანიზმის მატონიზირებელი და გამწმენდი საშუალებაა. ასევე შეგიძლიათ ნესვი გაყინოთ და სამი თვის განმავლობაში შეინახოთ მაცივარში. რეკომენდირებულია მხოლოდ მწიფე ნაყოფის გაყინვა. 

ნესვი აუცილებლად ჭამიდან ჭამამდე პერიოდში უნდა მიირთვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მონელება გაგიჭირდეთ. არ არის სასურველი მისი მიღება უზმოზე.

რაც უფრო მეტ ნესვს მიირთმევთ, მით უფრო ნაკლებია სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის ალბათობა თქვენს ორგანიზმში.

ანტიკოაგულანტისა და ადენოზინის შემცველობის წყალობით, ნესვი არ აძლევს სისხლის უჯრედებს თრომბებად გადაფცევის საშუალებას, რაც ამცირებს ინსულტის განვითარების რისკებს. როდესაც ნესვს მივირთმევთ, ის ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, სპილენძის არსებობა კი ამ ნაყოფს სრულყოფილ ელექტროლიტად აქცევს, რომელიც არტერიულ წნევას აკონტროლებს. 

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1429 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar