როგორ შევინარჩუნოთ გულის ჯანმრთელობა
25.01.2020, 22:25

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ადრეული სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია მთელს მსოფლიოში. პირველ რიგში გულისთვის კარგია ვარჯიში ან ფეხით სიარული. ეცადეთ ყოველ დილით მინიმუმ 5 წუთით გააკეთოთ ისეთი ვარჯიშები, რომელიც გულის მუშაობის რიტმს აჩქარებს.

მიირთვით ნაკლებად მარილიანი საკვები, რომელიც 50% შეიცავს მარილს.

გთავაზობთ იმ პროდუქტთა ნუსხას, რომელიც სწორად კვებასა და გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში შეგიწყობთ ხელს.

წითელი, განსაკუთრებით კი მკვეთრი წითელი ფერის ბოსტნეული ძირითადად გულის ჯანმრთელობაზეა ორიენტირებული. ეს გამოწვეულია მათში ლიკოპენის შემცველობით. იგი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მას ასევე ახასიათებს დაბერებისა და კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება. ამ ჯგუფის ბოსტნეული შეიცავს დიდი ოდენობით კალიუმს, რაც გავლენას ახდენს გულის მუშაობის რიტმზე, ასევე არეგულირებს  სისხლის წნევას.

თევზი – განსაკუთრებით სასარგებლოა ომეგა 3-ის მჟავებით მდიდარი ზღვის თევზი. ბრიტანელი მეცნიერების განცხადებით, თევზის კვირაში ორჯერ მირთმევაც საკმარისია, რათა მნიშვნელოვნად შევამციროთ გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკი.

პომიდორი – გულს მაგნიუმის და კალიუმის შემცველი პროდუქტი სჭირდება, პომიდორი კი, სწორედ მათ რიცხვშია. გადრა ამისა, ის მდიდარია რკინით, სილიციუმით, ორგანული მჟავებითა და საკვები ბოჭკოთი. სასარგებლო ნივთიერებების სწორედ ასეთი შერწყმა ამცირებს არტერიულ წნევას, ამაგრებს არტერიების კედლებს და აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნას.

ლობიო – პარკოსანი კულტურაა, რომელიც მდიდარია მაგნიუმითა და კალიუმით. გარდა ამისა, პარკოსნები დიდი რაოდენობით იმ მიკროელემენტებს შეიცავენ, როლებიც ამაგრებენ სისხლძარღვთა კედლებს და უფრო მეტ ელასტიურობას მატებენ მათ.

ავოკადო – სასარგებლო ცხიმები, რომელთაც ავოკადო შეიცავს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, კალიუმი კი, არეგულირებს არტერიულ წნევას.

შავი შოკოლადი – მეცნიერული კვლევების თანახმად, შოკოლადი მდიდარია ფლავონიდებით, რომლებიც აფართოებენ სისხლძარღვებს და არეგულირებენ არტერიულ წნევას.

თხილეული_ ნუში, ნიგოზი და კედრის თხილი კალიუმით, მაგნიუმით В, С, E და РР ვიტამინებით ამარაგებენ გულს და სისხლძარღვებს. ჩაანაცვლეთ ორცხობილა და ჩიფსები თხილით, სადილზე კი, მიირთვით ნიგოზი სალათებში ან ფაფებში.

ვაშლი – კვერციტი, რომელსაც ვაშლი შეიცავს დიდი რაოდენობით, აღადგენს დაზიანებულ სისხლძარღვებს, აქრობს ანთებით პროცესს და ამცირებს ქოლესტერინის მავნე ზემოქმედებას.

მოცვი – კენკრა რეკორდული რაოდენობით ანტოციანს შეიცავს. C ვიტამინთან და უჯრედისთან ერთად კი, საკმაოდ ძლიერი ოქსიდენტია, რომელიც წმენდს და ამაგრებს სისხლძარღვებს.

ბროწეული – მოცვის მსგავსად, ბროწეულიც დიდი რაოდენობით ანტოციანებს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაციას, ამაგრებს გულს და სისხლძარღვების კედლებს.

ბანანი – მართალია, ბანანს არ აქვს მუქი იისფერი შეფერილობა, მაგრამ ის მაინც დიდი რაოდენობით შეიცავს ანტოციანს. გარდა ამისა, ბანანი მდიდარია კალიუმით, რომელიც ორგანიზმს ჭარბი ნატრიუმისგან წმენდს და ხელს უწყობს არტერიული წნევის სტაბილიზაციას.

ზეითუნის ზეთი- ზეითუნის ზეთი აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის დაქვეითების ხარჯზე. შეაზავეთ სალათები ზეითუნის ზეთით. 

წითელი ღვინო- წითელი ღვინო შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს გულის მუშაობაზე. კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში ნახევარი ჭიქა წითელი ღვინის მიღება სასარგებლოა ჯანმრთელი გულისთვის. 

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 861 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar