06.05.2020, 14:19 | |
ვისაც დიდხანს უხდება კომპიუტერთან ან საჭესთან ჯდომა, ან სხვადასხვა მიზეზის გამო უწევს თვალების დაძაბვა თვალები ეღლება და დროებით უქვეითდება მხედველობა. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევებვი: სამუშაო დღის შემდეგ დაქანცული თვალებისთვის კარგი იქნება, ჩაის ცივ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები, რომლებიც კარგად უნდა გაიკრათ ნაჭრით, 15-20 წუთის განმავლობაში. თვალებზე აიფარეთ ხელის გულები და დაელოდეთ სანამ ფერადი ნათება სრულად არ გაქრება. სრული სიბნელის გაჩენის შემდეგ გაახილეთ თვალები და სწრაფად დაახამხამეთ. გვირილას უხსოვარი დროიდან იყენებენ კოსმეტიკაში. მისი ნაყენი განსაკუთრებით სასარგებლოა თვალების სიწითლისა და გაღიზიანების დროს. 3 სადილის კოვზი გვირილის ყვავილი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და 10-15 წუთით გააჩერეთ წყლის აბაზანაზე. შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ, კარგად გამოწურეთ დოლბანდში ჩარჩენილი გვირილაც. ნაყენი სიგრილეში შეინახეთ არა უმეტეს 3 დღე-ღამისა. თუ ამ ნაყენში დასველებულ ბამბის ტამპონებს დღეში რამდენჯერმე დაიდებთ თვალებზე, დაღლილობას საერთოდ ვეღარ იგრძნობთ. თვალებისთვის სასარგებლოა კამის, ოხრახუშისა და პიტნის ნაყენებიც. თვალების მოვლისთვის ასევე, გამოიყენება კარტოფილის წვენი. გათალეთ კარტოფილი, ჩახეხეთ წმინდა სახეხზე და გამოწურეთ წვენი დოლბანდით. ამ წვენში დაასველეთ დოლბანდის ოთხი ფენა და დაიდეთ თვალებზე 15-20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ. გამოიყენება აგრეთვე თვალების ანთების დროს, ქუთუთოების შეშუპებისა და შესიებული თვალებისთვის. 10 გრამი ღიღილოს ხმელი ყვავილი ჩაყარეთ 200 გრამ მდუღარე წყალში და 2 საათი გააჩერეთ. ამ სითხეში დასველებული დოლბანდით თვალებზე საფენები გაიკეთეთ.
თვალების მოვლის რამოდენიმე წესი: 1. თვალების სიჯანსაღისთვის მეტად მნიშვნელოვანია არანაკლებ რვასაათიანი ძილი. ნუ დაიზარებთ თვალების მოვლას. გახსოვდეთ, თვალების სილამაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მათ ჯანმრთელობაზე. მოციმციმე თვალები, სხივოსანი მზერა და ახალგაზრდული გამოხედვა ადამიანს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
| |
| |
ნანახია: 1933 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |