როგორ გავიუმჯობესოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა
13.02.2020, 14:54

სხვადასხვა საკვები პროდუქტების მწარმოებლები ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქიმიურ დანამატს იყენებენ, ეს იქნება გემოს გამაძლიერებლები, საღებავები, თუ კონსერვანტები. ეს ნივთიერებები ტოქსინებით და შლაკებით აბინძურებენ ორგანიზმს და უარყოფითად მოქმედებენ მასზე. არანატურალური პროდუქტების შეთვისება გაცილებით რთულია, ამიტომ გამწმენდი დიეტები ხდება საჭირო. დეტოქსიკაციისთვის სხვადასხვა კვებით დანამატს იყენებენ, თუმცა მათ ხშირად უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი. ორგანიზმის გაწმენდა სწორი და ნატურალური დიეტითაც არის შესაძლებელი. ამისათვის მხოლოდ იმის ცოდნაა საკმარისი, რომელი პროდუქტები უნდა ჩართოთ რაციონში. 

კომბოსტო თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება, ის არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. კომბოსტო შეიძლება მიირთვა უმი, მოხარშული, დამწნილებული და წვენის სახითაც კი. კომბოსტო ტოქსინებს ორგანიზმიდან თავისი შემადგენლობის დახმარებით გამოდევნის, რომელშიც შედის საკვები ბოჭკოები, ორგანული მჟავები და ვიტამინი U, რომელიც ძალიან იშვიათად გვხვდება. ამიტომ უკიდურესად აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც მას შეიცავენ. 

ჭარხალს შეუძლია არამხოლოდ გაწმინდოს ორგანიზმი, არამედ გააახალგაზრდავოს კიდეც იგი. ამ ბოსტნეულის შემადგენლობაში შედის ისეთი სასარგებლო ელემენტები, როგორიცაა: უჯრედისი, ფოსფორი, სპილენძი, მჟავები, მათ შორის ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი C და კვარცი. დიდი რაოდენობით მიკრო და მაკრო ელემენტების წყალობით ჭარხალს შეუძლია სწრაფად გაწმინდოს ტოქსინებისგან ღვიძლი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, შეაჩეროს ნაწლავებში ლპობის პროცესი და გაათავისუფლოს ის ბაქტერიებისგან.

ხახვი დადებითად მოქმედებს მთლიანად საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, არეგულირებს საჭმლის გადამუშავებას, ასტიმულირებს მადას, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების უკეთ შეთვისებას. ხახვი შეიცავს ბევრ ფეტანციდს, რომელიც სხვადასხვა წარმოშობის სოკოს და ბაქტერიებს ებრძვის. 

ნიორი ოთხასზე მეტ მიკრო და მაკრო ელემენტებს შეიცავს, ეს ნატურალური ანტიბიოტიკი კუჭში ჰელიდობაქტერიას ანადგურებს, რომელსაც გასტრიტისა და წყლულის გამოწვევა შეუძლია. გარდა ამისა ნიორი ასუფთავებს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აშორებს ჭიებს და ეხმარება ტუბერკულიოზის განკურნებაში.

ავოკადო ძალიან სასარგებლო ხილია, გლუტოათონის შემცველობის წყალობით ავოკადოს ღვიძლიდან ტოქსინები გამოჰყავს და დადებითად მოქმედებს მის მუშაობაზე. გარდა ამისა ის ხელს უშლის კალცეროგენების გავრცელებას სისხლში, რითიც აჩერებს ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნას. ამასთან ერთად ავოკადო აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და კვებავს სისხლს ჟანგბადით.

ვაშლი გემრიელი და სასარგებლო ხილია, რომელიც უჯრედისის მდიდარი შემცველობით გამოირჩევა. მას ეფექტურად გამოჰყავს შლაკები და ტოქსინები ორგანიზმიდან, ნორმაში მოჰყავს მადა, ხელს უწყობს კუჭის წვენის გამომუშავებას, აუმჯობესებს კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ვაშლი აუცილებლად შედის დეზინტერიითა და ოქროსფერი სტაფილოკოკით დაავადებული პაციენტების კვების რაციონში. 

მოცვი ანტისეპტიკური მოქმედების ნატურალურ საშუალებად ითვლება. ნიორივით მასაც შეიძლება ეწოდოს ბუნებრივი ანტიბიოტიკი. მოცვი ახდენს თირკმელებისა და შარდის ბუშტის დეტოქსიკაციას, ასევე ხელს უშლის ბაქტერიების წარმოქმნას შარდსასქესო ორგანოში.

ყველა ამ პროდუქტს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა, გაათავისუფლოს ტოქსინებისგან ნაწლავები და სხვა ორგანოები. შესაბამისად ტონუსში მოიყვანოს მთელი ორგანიზმი. 

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1841 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar