04.04.2020, 01:05 | |
ადამიანის ორგანიზმის ნარჩენების დიდი ნაწილი თირკმელებში გადამუშავდება და შარდთან ერთად სხეულიდან გამოიდევნება. გარკვეული მიზეზების გამო, სხვადასხვა მინერალური მარილებისა და ქიმიური ნივთიერებების სრულფასოვნად დამუშავება და მათი ბოლომდე მოშორება ვერ ხერხდება, რის შედეგადაც ისინი თირკმელებში ილექება. სწორედ ასე ფორმირდება მკვრივი მასები, რომლებიც კენჭებად გარდაიქმნებიან. ლიმონი და ოხრახუში თირკმელებიდან კენჭების მოსაშორებლადეს ნატურალური საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, ამცირებს ზომაში კენჭებს და პროვოცირებს სხეულიდან მათი გამოდევნის პროცესს. აუცილებელია დიდი სიფრთხილის გამოჩენა: თუ თირკმელებში არსებული კენჭების ზომა 5 მილიმეტრს აღემატება, შეიკავეთ თავი ნებისმიერი ხალხური საშუალებისგან. ლიმონის წვენიმოცემული პროდუქტი მდიდარია ლიმონმჟავითა და ფოსფორმჟავით. ორი კომპონენტი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს კენჭების ფორმირების რისკს. ციტრიტის მაღალი შემცველობის ხარჯზე, ლიმონის წვენი ამცირებს შარდის მჟავიანობას და ასტიმულირებს სხეულიდან ზედმეტი მარილებისა და ტოქსინების მოშორების პროცესს. გარდა ამისა, მოცემული პროდუქტისთვის დამახასიათებელია შარდმდენი ეფექტი, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. ოხარხუშიოხრახუში – მცენარე, რომელიც საოცრად დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხურ მედიცინაში. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარი თირკმელების ჯანმრთელობაზე მიდის.
დაგჭირდებათ: 1 ლიმონის წვენი 1 მუჭა ნედლი ოხრახუში 200 გრამი ზეითუნის ზეთი 300 გრამი ნეკერჩხლის სიროპი 300 გრამი ნატურალური თაფლი გაწურეთ მთლიანად ლიმონი და დაუმატეთ ის ერთ მუჭა ნედლ ოხრახუშს. ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფა. მიღებულ ფაფაში ჩაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და ურიეთ კვლავ ურიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მიღებული ერთგვაროვანი მასა მოათავსეთ მინის ქილაში, კარგად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ ბნელ, ცივ ადგილას (მაცივარში). მზა საშუალება მიირთვით 1 სუფრის კოვზის ოდენობით ყოველ დილას - უზმოზე. მთელი დღის განმავლობაში თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი, მინიმუმ ორი ლიტრისა. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – ნარევის ამოწურვამდე. გახსოვდეთ, თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის, რაც არ უნდა უსაფრთხოდ გეჩვენებოდეთ ესა თუ ის ხალხური საშუალება. სანამ თირკმელებიდან კენჭების მოშორებას დააპირებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან და იმოქმედეთ მხოლოდ მისი ნებართვის შემთხვევაში. გისურვებთ ჯანმრთელობას! | |
| |
ნანახია: 2312 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |