რომელი პროდუქტები დაგვეხმარება იმუნიტეტის გაძლიერებაში
27.03.2020, 23:43

ძლიერი იმუნური სისტემა ჯანმრთელობის საფუძველია. მისი მეშვეობით ორგანიზმს შეუძლია გაარჩიოს, გამოყოს და შეებრძოლოს მასში მოხვედრილ უცხო სხეულებს (ვირუსებს, ბაქტერიებს, სოკოებს). ამით იმუნიტეტი მრავალი ავადმყოფობისგან გვიცავს. ხდება ისეც, რომ იმუნური სისტემა სუსტდება. ამას მრავალი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მათგანია ზამთარში ვიტამინების ნაკლებობა. ამ დროს უნდა მივიღოთ საკვები, რომელიც იმუნური ძალების მოძლიერებას შეუწყობს ხელს. 
ადამიანის იმუნური სისტემა მხოლოდ ნახევრად არის დამოკიდებული გენეტიკურ ფაქტორებზე. მეორე ნახევარი ჩვენი ცხოვრების წესია. ვირუსული ინფექციებისადმი იმუნიტეტის გასაძლიერებლად, თქვენ უნდა იძინოთ იმდენი, რამდენადაც ეს ნორმალურ პირობებშია საჭირო. სწორად უნდა იკვებოთ, სხეული ფიზიკურად დატვირთოთ და ცუდი ჩვევებიც მიატოვოთ.

 


სათანადო კვების გარდა, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, საჭიროა მრავალი სხვა მოქმედება. 
     იძინეთ ნორმის ფარგლებში. თუ ადამიანს 2 კვირის განმავლობაში საკმარისად არ სძინავს, იმუნური სისტემა კარგავს თავის ეფექტურობის 30%-ს.

    დაკავდით სპორტით. ფიზიკური დატვირთვის გარეშე, იმუნური სისტემა სწრაფად ბერდება. კარგია დღის გარკვეულ პერიოდში ფეხით სიარული. 

    მიიღეთ მზის აბაზანა. მზეზე მხოლოდ 15 წუთით ყოფნაც საკმარისია. ეს ასტიმულირებს D ვიტამინის წარმოებას, რომლის გარეშეც იმუნიტეტი სწრაფად სუსტდება.

     იკვებეთ სწორად. ვიტამინების დეფიციტი და მიკროელემენტების ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს იმუნიტეტზე. მათი თავიდან ასაცილებლად, არ არის აუცილებელი სააფთიაქო ვიტამინის კომპლექსების მიღება. უფრო მეტიც, ის უნდა დაინიშნოს ექიმის მიერ, პაციენტის სხეულის, ასაკისა და ცხოვრების სტილის მახასიათებლების გათვალისწინებით. ვიტამინების აუცილებელი ნორმის მიღება შეგიძლიათ საკვებიდან შეივსოთ. 

       ყველაზე მნიშვნელოვანია ხორცი, როგორც ცილოვანი საკვები. მჭლე ხორცი შეიცავს თუთიას, ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავებას, რომლებიც ჯანმრთელ უჯრედებს ვირუსებისა და მიკრობებისაგან იცავს. ვეგეტარიანელებს, რომლებიც ხორცს არ მიირთმევენ, ურჩევენ ბურღულეულს, რძესა და მის ნაწარმს, სოკოს, ხამანწკებს - ისინი თუთიის წყაროს წარმოადგენენ.

      A ვიტამინი საკმარისი რაოდენობით გვხვდება მწვანე კულტურებში. ასევე ყურძენში, სტაფილოში, ნებისმიერ ბოსტნეულში, წითელ ხილში და ფორთოხალში.

      ვიტამინი C-თი მდიდარია ციტრუსები, მოცვი, ასკილი, ყვავილოვანი კომბოსტო. 

      ვიტამინი E უხვადაა მცენარეულ ზეთებში: ზეთისხილის, მზესუმზირის, სიმინდის.

      B ვიტამინები გვხვდება კვერცხში, კაკალში, მარცვლეულში და მწვანილში.

      თაფლი გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტია, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს. თაფლი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა დაავადებების სამკურნალოდ. მას შეუძლია მოაშუშოს ჭრილობები, გაგათავისუფლოთ სტრესისგან და გიხსნათ გაციებისგან. თაფლი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახეობის და ჯიშის, იმისთვის, რომ ცივ სეზონში არ გავცივდეთ, საჭიროა ყოველდღე მივირთვათ თაფლი. ასევე სასარგებლოა თაფლის ჩაი.
      იმუნიტეტის სიმტკიცისთვის ასევე მნიშვნელოვანია: თუთია (თევზი, საქონლის ღვიძლი, ლობიო, კაკალი, წითელი ხორცი), სელენი (ზღვის პროდუქტები, ნიორი, თევზი).

იმუნური სისტემის ასამაღლებელია, ასევე, შემდეგი სანელებლები: დარიჩინი, ჯანჯაფილი, ქინძი, მიხაკი, კოწახური, დაფნა, კარდამონი, რეჰანი, კურკუმა.

იმუნიტეტის გამაძლიერებლები გვხვდება აგრეთვე სუბტროპიკულ პროდუქტებში და შოკოლადში. მხოლოდ არა რძიანში, არამედ, შავ შოკოლადში.

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1411 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar