როგორ დავამზადოთ კალიზიას იგივე ოქროს ულვაშის ნაყენი და რა დაავადებებს კურნავს
28.04.2020, 20:56

კალიზია, ანუ ოქროს ულვაში ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა, აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების ეფექტი. ულვაშების წვენი დიდი რაოდენობით ქრომს შეიცავს, რომელიც ნახშირწყლების ათვისებას უწყობს ხელს და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.
თავის მხრივ, ორგანიზმში ქრომის ნაკლებობამ, შეიძლება, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები გამოიწვიოს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება შეაფერხოს და შაქრიანი დიაბეტის განვითარებას მისცეს ბიძგი.
მცენარის წვენი, ასევე შეიცავს სპილენძსა და გოგირდს. გოგირდი ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება, ასუფთავებს სისხლს და ანელებს დაბერების პროცესს. სპილენძს კი უდიდესი როლი აქვს ორგანიზმისთვის. ის ხელს უწყობს უჯრედების ჟანგბადით გამდიდრებას, არეგულირებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.
ოქროს ულვაში ასევე შეიცავს მნიშვნელოვან ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რაც კიდევ უფრო ზრდის მის საფუძველზე დამზადებული სამკურნალო საშუალებების ეფექტურობას.
ოქროს ულვაშის მოხმარების სპექტრი ძალიან ფართოა. ის გამოიყენება შემდეგი ორგანოებისა და დაავადებების სამკურნალოდ:
 1) კუჭი და ნაწლავები
 2) სისხლმბადი ორგანოები (ძვლის ტვინი, ლიმფური კვანძები, ელენთა, თიმუსი, ღვიძლი)
 3) ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
 4) შაქრიანი დიაბეტი
 5) ჭარბი წონა
 6) სახსრები და ხერხემალი და ბევრი სხვა.
კალიზიას ნაყენს, ჩვეულებრივ, მცენარის ულვაშით ამზადებენ, რომელსაც ნაწილებად ჭრიან და არაყს ასხამენ.
ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა: 15 სახსარი და 0, 5 ლიტრი არაყი. მოათავსეთ ეს ინგრედიენტები მინის ქილაში, თავზე ჰერმეტულად დაახურეთ და 2 კვირის განმავლობაში, ბნელ და გრილ ადგილზე დადგით და ყოველდღე, დღეში ერთხელ, შეანჯღრიეთ ქილა. როდესაც ნაყენი მზად იქნება, გაფილტრეთ.
მიიღეთ წყლით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ.
რაც შეეხება დოზირებას, რამდენიმე ვარიანტი არსებობს და აქ 2 მათგანს წარმოგიდგენთ: ნაყენის გამოყენების პირველი წესი: პირველი დღე – 10 წვეთი ჩაამატეთ 0, 5 ჭიქა წყალში; მეორე დღე – 11 წვეთი; მესამე დღე – 12 წვეთი და ასე შემდეგ. მთელი თვის განმავლობაში, თითო წვეთი დაუმატეთ. შემდეგ, პირიქით, თითო წვეთი მოაკელით ყოველდღე, ვიდრე 10 წვეთამდე არ დახვალთ. ანუ, ეს იქნება მკურნალობის ორთვიანი კურსი. შემდეგ კი, მდგომარეობის მიხედვით, თუ საჭირო იქნება მკურნალობის გაგრძელება, ერთი თვე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
მეორე ხერხი – შეგიძლიათ, მკურნალობა პირდაპირ 30 წვეთით დაიწყოთ (+ 0,5 წყალი). ამ შემთხვევაში, ნაყენი დღეში 2-ჯერ უნდა მიიღოთ 10 დღის განმავლობაში. შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
ეს ნაყენი გამოიყენება ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ოსტეოქონდროზის, მოტეხილობებისა და დაჟეჟილობების, თრომბოფლებიტის+, ფილტვების დაავადებებისა და სისხლის დაავადებების დროს.
განსაკუთრებით ეფექტურია სახსრების მკურნალობის მეთოდი, რადგან ეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა. ამ შემთხვევაში, ნაყენი გარეგანი მოხმარებისთვისაც გამოიყენება. მაგრამ, ასეთი ნაყენის მოსამზადებლად, მცენარის ულვაშის 25 სახსარი და 1, 5 ლიტრი არაყია საჭირო. მომზადების წესი იგივეა. ამ ნაყენით იზელენ მტკივნეულ ადგილებს და კომპრესებს იკეთებენ. მალამოს მოსამზადებლად მცენარის წვენი გამოიყენება, რომელსაც მისი ფოთლების და ღეროს გამოწურვის შედეგად იღებენ. წვენის მისაღებად მცენარე წვრილად დაჭერით და გამოწურეთ. მალამოს მოსამზადებლად კი, მიღებული სითხე, რომელიმე საფუძველს, მაგალითად, ბავშვის კრემს შეურიეთ, პროპორციით – 1:3.  ოქროს ულვაშის მალამო ეგზემის, ტროფიკული წყლულისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
ნახარშის მომზადებისას, მცენარის ყველა ნაწილი გამოიყენება. უფრო ხშირად კი ფოთლებისგან ამზადებენ.
1 ლიტრი ნახარშის მოსამზადებლად, 1 დიდი ფოთოლია საჭირო.
დაჭერით ფოთოლი წვრილად, მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დაახურეთ სახურავი. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე. დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 5 წუთი. დააყოვნეთ 30 წუთი, გაფილტრეთ და როდესაც გაცივდება, მაცივარში შეინახეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, 20-30 წუთით ადრე, ჭამამდე. ნახარშის მიღება რეკომენდებულია 2 კვირის განმავლობაში, ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს და ძლიერი სურდოს შემთხვევაში.
 ოქროს ულვაში ძლიერმოქმედი საშუალებაა  და ამიტომ, მის საფუძველზე მომზადებული პრეპარატების მიღებისას, ზემოთ მოცემული წესების და დოზების დაცვა აუცილებელია.
ბავშვებისა და მოზარდებისთვის 18 წლამდე, ოქროს ულვაშით მკურნალობა კატეგორიულად იკრძალება.
ასევე, არ შეიძლება ამ მცენარის საფუძველზე დამზადებული სამკურნალო საშუალებების გამოყენება თირკმელებით დაავადებისა და პროსტატის ადენომის არსებობის შემთხვევაში.
მცენარით მკურნალობის დაწყების წინ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაავადება ქრონიკულია და მედიკამენტებს იღებთ.
გაითვალისწინეთ, მცენარის წანაზარდს ანუ ულვაშს, სამკურნალო თვისებები იმ შემთხვევაში აქვს, თუ ის ზრდასრული მცენარიდან არის მოჭრილი (ზრდასრულ მცენარეს ულვაშის სახსრები იასამნისფერი აქვს). რაც შეეხება ფოთლებს, ის ნებისმიერ ასაკში, ერთნაირად სასარგებლოა.

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1754 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 0
avatar