რით განსხვავდება კოჟრი და კოჟიჟი ერთმანეთისგან და როგორ ვუმკურნალოთ ხალხური მეთოდებით
13.05.2020, 11:03

კოჟიჟი და კოჟრი ეს არის კანის გარქოვანებით გამოწვეული დაავადება. დაავადებას იწვევს კანზე მექანიკური ზემოქმედება ( მოჭერილი ფეხსაცმელი, შიშველ ფეხზე ფეხსაცმლის ტარება, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა), სახსრების დეფორმაცია, სიმსუქნე, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სხვა. 

კოჟრი უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე კოჟიჟი. კოჟრს აქვს ჰიპერკერატოზური ცენტრი, რომელიც გარშემორტყმულია ანთებადი კანით. ხშირად ჩნდება ტერფის ძირზე და თითების გვერდითა ზედაპირზე. 

 

გთავაზობთ ხალხურ მეთოდებს, რაც მართლაც ეფექტურია:

 1) ხახვი გაფრცქვენით, შუაზე გაჭერით და დაასხით ძმარი, იმდენი, რომ ხახვი დაიფაროს. მოათევსეთ სითბოში ერთი დღე-ღამის განმავლობაში. 

საღამოს ძილის წინ ხახვის ერთი ფურცელი დაიდეთ ჯოჟრებზე და დოლბანდით გადაიხვიეთ. მეორე დილით გაიხსენით და გაიკეთეთ თბილი წყლის აბაზანები. ასე გააკეთეთ ყოველ საღამოს სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.

 2) ტაშტში ჩაასხით ერთი ლიტრი თბილი ( 35-45 გრადუსის ტემპერატურის) წყალი, ჩააყარეთ ერთი ჩაის კოვზი საკვები სოდა. კოჟრები გაისაპნეთ კარგად და ისე ჩადგით წყალში 15- 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაიხეხეთ პემზით გაუხეშებული ადგილები. გადაივლეთ წყალი და შეიმშრალეთ. შემდეგ დაიდეთ ნივრიან ღვინის ძმარში დასველებული ბამბის ქსოვილი, რომელიც შემდეგნაირად უნდა დაამზადოთ: აიღეთ სამი კბილი ნიორი და დაასხით სამი ჭიქა ღვინის ძმარი. დადგით ორი კვირით სიგრილეში. დაიდეთ კოჟრიან ადგილას ამ ნარევში დასველებული ბამბა და შეიხვიეთ დილამდე. გფაიმეორეთ ეს პროცედურები ყოველ საღამოს 10-14 დღის განმავლობაში.

 3) ნივრის საფენი - გახეხეთ ნიორი. დაირბილეთ კოჟრი სოდიან წყალში და დაიფინეთ გახეხილი ნივრის წვენში დასველებული მარლა. პროცედურა ღამით, ძილის წინ უნდა გაიკეთოთ. გაიმეორეთ კოჟრის მოცილებამდე.

წარმატებებს გისურვებთ!

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1914 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar