10.06.2020, 10:00 | |
იმის მიუხედავად, სად ხართ ახლა, სახლში თუ სამსახურში, ადექი და ერთი ჭიქა წყალი დალიე, რადგან სავარაუდოდ, შენც, ადამიანების უმრავლესობის მსგავსად, დეჰიდრატაციას განიცდი. ამის შემდეგ კი უკვე შეგვიძლია, სერიოზულად ვილაპარაკოთ. ალბათ, იცით, რომ დღის განმავლობაში 2-3 ლიტრი სითხე უნდა მივიღოთ, მაგრამ ეს რჩევა უკვე იმდენჯერ გექნება მოსმენილი, რომ ცოტა არარეალურიც კი ჩანს. როგორ შეიძლება, წყალი ყველას და ყველაფერს შველოდეს? არადა, მართლა შველის. აი, ის ცვლილებები, რომელსაც იგრძნობთ, როგორც კი წყლის საკმარისი რაოდენობით სმას შეუდგებით: თავიდან ცოტას მოიმატებთ, მაგრამ არ შეგეშინდეთ!თუ წყლის აქტიურად სმის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დადგები სასწორზე, შეიძლება აღმოაჩინო, რომ წონაში მოგიმატია, მაგრამ არაფერია ასაღელვებელი. შენი სხეული ჯერაც არაა მიჩვეული წყლის მიღებას და როგორც კი შეეჩვევა, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. თუმცა გრძელ ვადაში - დაიკლებ. ცხიმის წვის რეჟიმში ორგანიზმის გადასაყვანად რამდენიმე ჭიქა წყლის დალევაც საკმარისია. ეს საუკეთესო გზაა მეტაბოლიზმის ასასწრაფებლად. თუ დღეში 1.5 ლიტრ წყალს დალევ, დამატებით 17 400 კალორიას დაწვავ წელიწადში, ეს კი დაახლოებით 5-კილოგრამიანი კლების ტოლფასია. მეტი ენერგია გექნება:ექიმები ამბობენ, რომ მსუბუქი დეჰიდრატაციაც კი ცუდად აისახება ენერგიის მარაგზე. წყლის არასაკმარისი რაოდენობის გამო ორგანიზმში სისხლის ცირკულაცია ნელდება, შედეგად, კუნთებს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდება. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ვარჯიშის დროს წყლის სმა აუცილებელია. თუ ვარჯიშის დროს ოდესმე კუნთების ცახცახი გიგრძვნია, ეს სწორედ იმის ნიშანია, რომ მეტი წყალი უნდა დალიოთ. მეხსიერება გაგიუმჯობესდებათ:ჩვენი ტვინი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული წყალზე. დეჰიდრატაციის ერთ-ერთი ყველაზე ცხადი ნიშანი მეხსიერებისა და პროდუქტიულობის გაუარესებაა. წყლის ნაკლებობამ ორგანიზმში შესაძლოა მეხსიერების სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. სახის კანი გაგიახალგაზრდავდებათ:იმისთვის, რომ სახის კანმა ელასტიურობა შეინარჩუნოს, ძვირადღირებული პროცედურები საჭირო არაა. როცა საკმარის წყალს არ ვსვამთ, სახის კანი იქერცლება, ნაოჭები ღრმავდება და სახე აღარ ბრწყინავს. აღსანიშნავია, რომ სიმშრალე მიკროსკოპულ ბზარებსაც აჩენს, რასაც მოგვიანებით ანთების წერტილების გაჩენა და გამონაყარი მოსდევს. თავის ტკივილი აღარ შეგაწუხებთ:თუ თავის ტკივილი ხშირად გაწუხებთ, შესაძლოა, ერთი დიდი ჭიქა წყლით დილის დაწყებამ ცხოვრება შეგიმსუბუქოთ.
უფრო მოქნილი იქნებით: ძვლებსა და მყესებს უამრავი წყალი სჭირდებათ ხრტილების გასაძლიერებლად. თუ ხშირად დარბიხარ, დიდი რაოდენობით წყალი დაგეხმარება, რომ მუხლისა და კოჭის ტრავმები აირიდო თავიდან. გულის ჯანმრთელობა:წყალი სისხლს ბუნებრივად ათხელებს, რაც მაღალი წნევისგან იცავს ჩვენს ორგანიზმს. შედეგად, გულის შეტევის რისკები იკლებს. ნაბახუსევს ვეღარ იგრძნობ:ნაბახუსევი ბევრად უფრო მარტივად ჩაივლის, თუ სხეულს სითხისგან არ გამოაშრობ. მეორე დღეს სახეც უფრო დასვენებული გექნება და ძალაც აღარ გამოგელევა. შეიძლება ნაკლები ყავა დალიო:ხშირად დეჰიდრატაცია უენერგიობის სახით გვახსენებს თავს, რა დროსაც ზომბებივით ვდგებით და მადუღარას ვადგამთ, რომ მორიგი ჭიქა ყავა დავლიოთ. თუ საკმარის წყალს დალევ, გონებაც აღარ დაგებინდება და შეიძლება მხოლოდ დილის ყავა იმყოფინო. | |
| |
ნანახია: 1928 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |