რატომ არ უნდა გადავყაროთ მანდარინის ქერქი
11.02.2020, 17:02

მანდარინი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ციტრუსია, მშვენიერ გემოსთან და არომატთან ერთად ის ვიტამინების წყაროცაა, რომლებიც არა მხოლოდ ნაყოფში, არამედ მის კანშიც მოიპოვება. სწორედ ამიტომ არ ღირს მანდარინის ქერქის გადაყრა. 

მანდარინის ქერქისგან მზადდება მურაბა, რომელიც არაჩვეულებრივი იმუნოსტიმულატორია. მისი ერთი კოვზი ჩაისთან ერთად ჯანმრთელობასაც გაგიუმჯობესებთ და სასიამოვნო გემოთიც გაგაოცებთ. თუ მანდარინის ქერქს მდუღარე წყალს დავასხავთ და თაფლსაც დავამატებთ, გაციების საწინააღმდეგო საშუალებას მივიღებთ. ეს ნაყენი უმკლავდება ბრონქიტს, ასუფთავებს ფილტვებს, დაბლა სწევს სიცხეს და ორგანიზმს დაავადებასთან ბრძოლის სტიმულს აძლევს. 

გამხმარი და დაქუცმაცებული მანდარინის ცედრა შეგიძლიათ ჩაიში დაუმატოთ, ასეთი ჩაი ეფექტური საშუალებაა გაციების საწინააღმდეგოდ. 

მანდარინის ქერქზე დამზადებული ნაყენის დახმარებით სისხლში შაქრის დონის დაწევაა შესაძლებელი. ამისათვის: სამი მანდარინის ქერქს უნდა დაასხათ ერთი ლიტრი წყალი და რამოდენიმე წუთი ადუღოთ. შემდეგ ნახარში გააგრილოთ და დალიეთ თანაბარი ულეფებით მთელი დღის განმავლობაში. 

მანდარინის ქერქი კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობაშიც დაგეხმარებათ. მანდარინის ქერქის აბაზანა ვიტამინებით კვებავს კანს და მას უფრო ხავერდოვანსა და ნაზს გახდის. Tangerine skin-ის სურათის შედეგი

ეფექტური საშუალებაა მანდარინის ქერქის სკრაბი, რომელსაც ტონუსში მოჰყავს კანი და აძლევს სასიამოვნო ფერს და არომატს. მინერალური წყლითა და მანდარინის ქერქით მომზადებული ნაყენი სახის კანს მუწუკებისა და სხვა ანთებითი დაავადებისგან განკურნავს. ქერქს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა მინერალური წყალი და დატოვოთ ოცდაოთხი საათის განმავლობაში. მიღებული ნაყენით დაიბანეთ სახე დღეში ორჯერ დილა-საღამოს. ფრჩხილები უფრო მაგარი და ჯანსაღი გექნებათ, თუ რეგულარულად გაიწმინდავთ მანდარინის ქერქით. 

იმისათვის, რომ მოირჩინოთ მასტიტი, 100 გრ მანდარინის დაქუცმაცებული, გამომშრალი კანი და 20 გრ ძირტკბილას ფესვი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 2 ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათი. შემდეგ გააგრილეთ, გაწურეთ და მიიღეთ თანაბარი ულუფებით დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ. გარდა ამისა, ნაყენს იყენებენ კომპრესების სახით მტკივან მკერდზე.

დისბაქტერიოზისა და მეტეორიზმის სამკურნალოდ: ყავის საფქვავში დაფქვით გამხმარი მანდარინის ქერქი. დღეში ერთხელ ჭამის დროს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ერთ ულუფა ხაჭოში, ფაფაში ან სხვა კერძში, მიიღეთ 2 კვირის მანძილზე.

უძილობა, მომატებული წნევა, გულისცემის აჩქარება: 1 ჭიქა წვრილად დაქუცმაცებულ მანდარინის ნედლ ქერქს დაასხით 3ლ მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოდგით და დააყენეთ თავდახურულ მდგომარეობაში 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და ნაყენი ჩაასხით აბაზანაში. მიიღეთ თბილი აბაზანები (37-38 გრადუსი) დღეგამოშვებით, 15 წუთის განმავლობაში 1 საათით ადრე დაძინებამდე.
მანდარინის ნაყენი საუკეთესო საკვებია ქოთნის ყვავილებისთვის. ხოლო, თუ სახლში კატა გყავთ, რომელიც ყვავილებს ემტერება, ქოთანში მანდარინის ქერქები მოათავსეთ.

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1962 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar