რა სიმპტომები ახასიათებს კალცის ნაკლებობას და როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას
06.02.2020, 13:40

ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევა კალცის ნაკლებობაა. კალცის ნაკლებობა ბავშვებში ავითარებს: რაქიტს, სქოლიოზს, არასწორად ზრდის და აფუჭებს კბილებს, ხოლო ხანდაზმულ ადამიანებში ძვლების სიმყიფეს იწვევს. ჰიპოკალცემიას ახასიათებს შემდეგი ჩივილები: კუნთების განვითარების ჩამორჩენა, სისუსტე, კრუნჩხვა, გულის რითმის დარღვევა, მადის გაუკუღმართება, აგზნებადობის მომატება, ოფლიანობა, კანის სიმშრალე და ფრჩხილების მტვრევადობა.რას იწვევს კალცის ნაკლებობა ორგანიზმში-ის სურათის შედეგი

კალცის ნაკლებობა ხშირად სხვადასხვა დაავადების თანხლებით მიმდინარეობს. მაგალითად ანემიით, შეციების შეგრძნებით, ალერგიით, ტუჩებზე ჰერპესით, რადიაციასთან ბრძოლის დაქვეითებით. კალცის ნაკლებობის გამოსწორება არც ისე მარტივია, რადგან მის სამკურნალო სამედიცინო პრეპარატებს ორგანიზმი ძნელად ითვისებს. უნგრელი მეცნიერების კვლევამ დაადგინა, რომ ქათმის კვერცხის ნაჭუჭი, რომელიც 90%-ით კალციუმის კარბონატისგან შედგება კარგად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. ამასთან ის შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა მიკროელემენტს, მათ შორის სპილენძს, ფტორს, რკინას, მანგანუმს, გოგირდს, მოლიბდენს, ფოსფორს, თუთიას, სილიციუმს და სხვა, სულ 27 ელემენტს. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასში სილიციუმისა და მოლიბდენის შემცველობა, რადგან ჩვენი ყოველდღიური საკვები ძალიან ღარიბია ამ ელემენტებით. არადა ის აუცილებელია ჩვენს ორგანიზმში ნორმალური ბიოქიმიური რეაქციების წარსამართად. 

კვერცხის ნაჭუჭის შემადგენლობა საოცრად ემთხვევა ძვლებისა და კბილების შემადგენლობას. მისი მიღება ასტიმულირებს ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის ფუნქციას, რაც განსაკუთრებით ფასეულია რადიაციული დასხივების დროს. 

კვერცხის დაქუცმაცებული ნაჭუჭის საკვებში დამატებამ აჩვენა მისი მაღალი თერაპიული აქტივობა, ბაქტერიული დაბინძურების გარეშე. იგივეს ვერ ვიტყვით იხვის კვერცხის ნაჭუჭზე, რომელიც ხშირად დაინფიცირებული და საკვებად უვარგისია. 

ქათმის კვერცხის ნაჭუჭი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის ერთი წლიდან, რადგან მათ ორგანიზმში ძლოვანი ქსოვილის წარმოქმნა აქტიურად მიმდინარეობს და კალცის უწყვეტ კაკადს მოითხოვს. ბავშვის საკვებში დამატებული კვერცხის ნაჭუჭი დადებითად მოქმედებს რაქიტისა და რაქიტის პარალელურად მიმდინარე ანემიის დროს. რას იწვევს კალცის ნაკლებობა ორგანიზმში-ის სურათის შედეგი

გამოკვლევებზე დაყრდნობით ექიმები ასკვნიან, რომ კვერცხის ნაჭუჭით პროფილაქტიკა სასარგებლოა ორსულობისას. უკიდურესად სასურველია ბავშვებისთვის ერთიდან ექვს წლამდე, სასურველია მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის. წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკა სასარგებლოა მოზრდილთათვის ხერხემლის დაავადებების, კბილის კარიესის და ოსტეოპოროზის დროს. 

კვერცხის ნაჭუჭი არაჩვეულებრივი საშუალებაა ორგანიზმიდან რადიონუკლეიდების გასადევნად. ის ხელს უშლის ძვლის ტვინში სტონსიუმ ოთხმოცდაათის დაგროვებას. ამიტომ მ ისი გამოყენება ეფექტურად შეიძლება რადიოაქტიური დაბინძურების კერებში.

ქათმის კვერცხის ნაჭუჭის მიღების მეთოდიკა ძალიან მარტივია: კვერცხი უნდა გაირეცხოს საპნით და თბილი წყლით. უმეტეს შემთხვევაში ნაჭუჭს არ სჭირდება სპეციალური სტერილიზაცია. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის აუცილებელია ნაჭუჭის მოთავსება მდუღარე წყალში ხუთი წუთის განმავლობაში, მაგრამ მოხარშული კვერცხის ნაჭუჭი შედარებით ნაკლებათ აქტიურია, სამაგიეროდ სრულად არის მზად გამოყენებისთვის, რადგან მან უკვე გაიარა სტერილიზაცია მოხარშვის დროს. რას იწვევს კალცის ნაკლებობა ორგანიზმში-ის სურათის შედეგი

ნაჭუჭის დანაყვა უმჯობესია როდინში, რადგან ყავის საფქვავში დაფქული ნაჭუჭი ნაკლებად ეფექტურია. კვერცხის ნაჭუჭის მიღება რეკომენდირებულია დილით ხაჭოსთან, ან ფაფებთან ერთად. 

ბევრი მშობლისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს შვილის ალერგიული დიათეზი, ასეთ დროს, როგორცა ძველ სამედიცინო რეცეპტებში წერია ახალი კვერცხი უნდა მოვხარშოთ მაგრად, გავაცალოთ ნაჭუჭი და ყურადღებით გავაცალოთ აპკისებრი აპკი. ნაჭუჭი გავაშროთ 2-3 საათის განმავლობაში, სიცხისა და მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით. შემდეგ დავნაყოთ ფაიფურის სანაყში მანამ, სანამ ნაჭუჭი ფხვნილად არ გადაიქცევა. ფხვნილს მიღებამდე დავაწვეთოთ რამდენიმე ლიმონი, რაც ნაჭუჭში შემავალი ნივთიერებების ორგანიზმში შეწოვას უწყობს ხელს. ეს მეთოდი აფსოლიტურად უვნებელია, რეზულტატი კი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვის ორგანიზმს აღარ ექნება ალერგიული რეაქცია იმ საკვებზე, რაც დიათეზს იწვევდა. 

მოყვითალო ფერამდე მოხალული დაფხვნილი ნაჭუჭი კურნავს მუცლის ტკივილს, ის უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ ჭამამდე ათი დღის განმავლობაში. 

როგორც ძველი სამკურნალო წიგნები ამტკიცებენ კვერცხის დაფხვნილი ნაჭუჭი ღვინოსთან ერთად აჩერებს დიარეას.

გამომშრალი და წმინდად დაფქული ნაჭუჭი შეგვიძლია გამოვიყენოთ საფენად, დაწყლულებული დამწვრობისას. 

შარდის ბუშტსა და თირკმელებში კენჭების დასაშლელად საჭიროა მოამზადოთ ფხვნილი იმ კვერცხის ნაჭუჭიდან, რომლიდანაც სულ ახლახანს გამოიჩეკა წიწილა და უნდა მიიღოთ ეს ფხვნილი ღვინოსთან ერთად. 

ორგანიზმში მჟავატუტოვანი ბალანსის მოსაწესრიგებლად ექიმები დაფხვნილ ნაჭუჭს აძლევენ რეკომენდაციას. ნაჭუჭი ერთი საათის განმავლობაში უნდა ირეცხებოდეს ცივი წყლით, შემდეგ კი ნელ ცეცხლზე გაშრეს და დაიფხვნას. 

ფხვნილი ინახება დახურულ მინის ჭურჭელში და არავითარ შემთხვევაში პოლიეთილენის პაკეტში. სანამ ასე მომზადებული ფხვნილის მიღებას დაიწყებთ უნდა გაარკვიოთ რომელი ნესტოდან უფრო თავისუფლად სუნთქავთ. თუ მარცხენათი- მაშინ ნაჭუჭის მიღება ნებადართულია, ხოლო თუ მარჯვენათი- მაშინ არ გირჩევთ. კვერცხის ნაჭუჭის მიღება ჯანმრთელ ადამიანსაც შეუძლია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა თავს ძალიან კარგად გრძნობს. 

 

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1881 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar