ყურებში ხმაურის გამომწვევი მიზეზები და როგორ შევამციროთ ყურებში ხმაური
02.05.2020, 21:39

 ბევრ ადამიანში ყურებში ხმაურს იწვევს შემდეგი მდგომარეობები:
ასაკთან დაკავშირებული სმენის დაქვეითება. ბევრ ადამიანში სმენა უარესდება 60 წლის შემდეგ. სმენის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს ყურებში ხმაური.

ხმამაღალი ხმაური. ხმამაღალი ხმები, მაგალითად ბენზოხერხის და იარაღის ხმები იწვევენ ხმაურთან დაკავშირებულ სმენის დაქვეითებას. პორტატული მუსიკალური მოწყობილობების, მაგალითად iPod-ის ხანგრძლივი და ხმამაღალი გამოყენება აგრეთვე იწვევს სმენის დაქვეითებას. ხანმოკლე ზემოქმედებით გამოწვეული ყურებში ხმაური ხშირად თავისით ქრება, ხანგრძლივმა ზემოქმედებამ კი შეიძლება სამუდამო დაზიანება გამოიწვიოს.

გოგირდით დახშობა. გოგირდი იცავს ყურის არხს ჭუჭყის მიწებებით და ბაქტერიების ზრდის შენელებით. როდესაც ყურში ჭარბი გოგირდი გროვდება, მისი მოშორება ბუნებრივად ვერ ხდება. ჭარბი გოგირდი აღიზიანებს დაფის აპკს და იწვევს ყურებში ხმაურს.

ყურის ძვლების ცვლილებები. შუა ყურის ძვლების გახისტება (ოტოსკლეროზი) აზიანებს სმენას და იწვევს ყურებში ხმაურს.

ათეროსკლეროზი. ასაკთან და ქოლესტეროლის დაგროვებასთან ერთად ყურში არსებული სისხლძარღვები კარგავენ ელასტიურობას. ეს იწვევს სისხლის დინების გაუხეშებას, რაც უადვილებს ყურს გულის დარტყმის შეგრძნებას. ამ დროს ხმაური ორივე ყურში ისმის.

სისხლის მაღალი წნევა. ჰიპერტენზია და ფაქტორები, რომლებიც ზრდიან სისხლის წნევას, მაგალითად სტრესი, ალკოჰოლი და კოფეინი, უფრო შესამჩნევს ხდიან ყურებში ხმაურს.

 

ეფექტური მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის განწყობას. სამწუხაროდ, დაავადებულთა დიდი ნაწილისთვის ყურებში ხმაური მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემად იქცევა და ძლიერ ცვლის მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ დახმარებას, ირგვლივ მყოფთა თანადგომას. ამ გზით პაციენტის ყურადღება შესაძლოა სხვა საქმიანობაზე გადაერთოს და ხმაურის არასასიამოვნო შეგრძნებაც შესუსტდეს. ერთი სიტყვით, პაციენტმა ექიმისა და ფსიქოლოგის დახმარებით უნდა ისწავლოს, როგორ შეამციროს ყურებში ხმაურის შეგრძნება და ის ნაკლებად შემაწუხებელი გახადოს. რამდენიმე რჩევას მოგცემთ:

     ერიდეთ ხმაურიან გარემოს, ხმამაღალი ბგერების ზემოქმედებას.

     აკონტროლეთ არტერიული წნევა.

     შეამცირეთ მარილის მოხმარება – ჭარბი მარილი ორგანიზმში სითხის შეკავებას იწვევს, რაც სმენის ორგანოსაც ვნებს.

     ერიდეთ ნერვული სისტემის სტიმულატორების – კოფეინის შემცველი სასმელების (ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები) ჭარბ მიღებას, ალკოჰოლსა და თამბაქოს. ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს, კოფეინი და ალკოჰოლი კი ზრდის სისხლის მომოქცევის სიჩქარეს, რაც აძლიერებს ყურებში ხმაურს.

     ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით ასპირინს.

     ხმაურის შეგრძნებისას ეცადეთ, მოდუნდეთ და დამშვიდდეთ.

     ეცადეთ, არ იფიქროთ ხმაურზე – რაც მეტ ყურადღებას მიაქცევთ, მით მეტად შეგაწუხებთ.

     მოიწესრიგეთ შრომისა და დასვენების რეჟიმი – მნიშვნელოვანია სრულფასოვანი დასვენება, გამორიცხეთ ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლა.

      გახსოვდეთ, სტრესი და მღელვარება უსიამოვნო შეგრძნებას აძლიერებს, ამიტომ ეცადეთ, მართოთ საკუთარი ემოციები.

      რეგულარული, დოზირებული ფიზიკური ვარჯიში მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია.

      გახსოვდეთ, რომ ყურებში ხმაური განსაკუთრებით ძლიერდება სიჩუმეში და პირიქით, მას ეფექტურად ფარავს სხვა რიტმული ხმაური, მაგალითად, წყნარი მუსიკა, საათის წიკწიკი.

      ეცადეთ, გონება დაკავებული გქონდეთ პროფესიული საქმიანობით ან ჰობით, რათა ხმაური ნაკლებად შესამჩნევი გახდეს.

      გახსოვდეთ, გაციება, სურდო, ალერგია ყურებში ხმაურს აძლიერებს. 

       ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ადექით – ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა ძილის მოსაწესრიგებლად.

       რელაქსაცია, რეგულარული ვარჯიში აუცილებლად გაგიუმჯობესებთ ძილს. გაითვალისწინეთ, უშუალოდ ძილის წინ ვარჯიში სასურველი არ არის.

      ძილის წინ ნუ უყურებთ ტელევიზორს და ნუ იკითხავთ – ეს ყურებში ხმაურს გააძლიერებს.

     ეცადეთ, თავი მაღალ სასთუმალზე გედოთ. ეს შეამცირებს თავის სისხლძარღვთა სისხლსავსეობას და ხმაურიც ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

 

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1653 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar