ფინიკის სასარგებლო თვისებები, თუ რატომ უნდა მივიღოთ ფინიკი ( ინდური ხურმა)
06.01.2020, 20:14

ფინიკი ათასწლეულების მანზილზე რჩებოდა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ხალხთა ძირითად საკვებად. თუმცა ის უბრალოდ საჭმელი არ იყო, ფინიკი უხსოვარი დროიდან ითვლებოდა უებარ სამკურნალო საშუალებად. ფინიკის პალმის ნაყოფი იძლევა ძალას, გამძლეობას , ახალგრძლივებს სიცოცხლეს, აძლიერებს მამაკაცის სექსუალურ პოტენციალს, ამაგრებს გულს, ღვიძლს და თირკმელებს. ფინიკი ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას, ნორმაში მოჰყავს მჟავების ბალანსი. კვებავს სისხლს, ხელს უწყობს ტვინის ღეროვანი დაბოლოვებების განვითარებას. აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლას სხვადასხვა ინფექციებთან, მათ შორის ვირუსებთან. ფინიკი სასარგებლოა აგრეთვე ანემიისა და ჰიპერტონიის დროს, შველის ფილტვებს, ამშვიდებს ხველას.

ძალიან სასარგებლოა გონებრივი მუშაობისას. ფინიკში შემავალი საკვები ბოჭკოები ამცირებენ სიმსივნური დაავადებების რისკს. დიეტოლოგები ამტკიცებენ: საკმარისია ერთი ფინიკი და ფინჯანი რძე, რათა ადამიანმა საკვები ნივთიერებების აუცილებელი მინიმალური დოზა მიიღოს. 

ფინიკში არის ამინომჟავების ოცდასამი სახეობა, რომელთა უმეტესობა არცერთ სხვა ხილში არ მოიპოვება. ფინიკის ჩირი შეიცავს 65% შაქარს, ყველაზე მეზს სხვა ჩირებთან შედარებით. ამასთან ეს ძირითადად ფრუქტოზა და გლუკოზაა, რომელთა მიღებაც საქაროზისგან განსხვავებით საზიანო არ არის, თუმცა მაინც არ არის სასურველი მათთვის, ვინც ჭარბწონიანობით და შაქრიანი დიაბეტით იტანჯება. 

ფინიკის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას სისხლში, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ძირითადად კი ათეროსკლეროზის განვითარებას ადამიანის ორგანიზმში. ამასთან ფინიკის მოხმარება ამცირებს PH დონეს სისხლში, რაც დაბერების პროცესს ანელებს. 

მეცნიერები ფიქრობენ, რომ დღეში ათი ცალი ფინიკი საკმარისია, რათა ადამიანმა მაგნიუმის სრული, რკინის ნახევარი, ხოლო კალცის მეოთხედი დღიური დოზა მიიღოს. 

პროფესორების კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბროწეულის წვენთან ერთად ფინიკის მირთმევით, გავუმკლავდებით ათეროსკლეროზის პრობლემას.

ფინიკი შეიცავს წყალს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, არაცხიმოვანჟავებს, სახარიდებს, საკვებ ბოჭკოებს, ორგანულ მჟავებს, სხვადასხვა ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. ასი გრამი ფინიკის ენერგეტიკული ღირებულება 274 კილოკალორიაა.

ფინიკი რეკომენდირებულია ორსული და მეძუძური დედებისთვისაც. მეცნიერული კვლევებით დადგინდა, რომ ფინიკში არის განსაკუთრებული სტიმულატორები, რომლებიც ამაგრებენ საშვილოსნოს კუნთებს ორსულობის ბოლო თვეებში, რის გამოც მშობიარობა უფრო იოლი ხდება. ყველაფერთან ერთად ფინიკი ამდიდრებს დედის რძეს ვიტამინებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვილისთვის. 

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა მიიღოს ორსულმა ფინიკი: ის შეიცავს განსაკუთრებულ ვიტამინებს, რომლებიც ქალს ორსულობისა და პოსტ მშობიარობის დროინდელი დეპრეციული მდგომარეოდის დაძლევაში ეხმარება. 

ფინიკისგან სხვადასხვა პროდუქტებიც იწარმოება, ესენია: ფინიკის თაფლი, ფინიკის შაქარი, ფინიკის წვენი და ფინიკის პალმის ფქვილი, რომელიც ხის გულიდან მზადდება. ფინიკისგან ამზადებენ სამკურნალო სეროფს, რომელიც აჩერებს იმუნიტეტის დაქვეითებას და ზრდის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას დაავადებების მიმართ.

გაითვალისწინეთ: მიღების წინ ფინიკი გარეცხეთ, რადგან ტრანსპორტირების დროს მას სპეციალური ნივთიერებებით ფარავენ, რათა დიდი ხნით შეინახოს პროდუქტი.

 

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 9316 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.2/5
სულ კომენტარები: 0
avatar