18.03.2020, 19:59 | |
სხვადასხვა საკვები პროდუქტის წარმომადგენლები ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქიმიურ დანამატს იყენებენ, იქნება ეს გემოს გამაძლიერებლები, საღებავები თუ კონსერვანტები. ეს ნივთიერებები ტოქსინებით და შლაკებით აბინძურებენ ორგანიზმს და უარყოფითად მოქმედებენ მასზე. არანატურალური პროდუქტების შეთვისება გაცილებით რთულია, ამიტომ გამწმენდი დიეტები ხდება საჭირო. დეტოქსიკაციისთვის სხვადასხვა კვებით დანამატებს იყენებენ, თუმცა ხშირად მათ უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი. ორგანიზმის გაწმენდა სწორი და ნატურალური დიეტითაც არის შესაძლებელი. ამისათვის მხოლოდ იმის ცოდნაა საკმარისი, რომელი პროდუქტები უნდა ჩართოთ რაციონში. კომბოსტო თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება. ის არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. კომბოსტო შეიძლება მიირთვა უმი, მოხარშული, დამწნილებული და წვენის სახითაც კი. კომბოსტო ტოქსინებს ორგანიზმიდან თავისი შემადგენლობის დახმარებით გამოდევნის, რომელშიც შედის ბოჭკოები, ორგანული მჟავები და ვიტამინი U, რომელიც ძალიან იშვიათად გვხვდება. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც მას შეიცავენ. ჭარხალს შეუძლია არამხოლოდ გაწმინდოს ორგანიზმი, არამედ გააახალგაზრდავოს კიდეც იგი. ამ ბოსტნეულის შემადგენლობაში შედის ისეთი სასარგებლო ელემენტები, როგორებიცაა: უჯრედისი, ფოსფორი, სპილენძი, მჟავები ( მათ შორის ფოლიუმის მჟავა), ვიტამინი C და კვარცი. დიდი რაოდენობის მაკრო და მიკრო ელემენტების შემცველობის წყალობით ჭარხალს შეუძლია სწრაფად გაწმინდოს ღვიძლი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. შეაჩეროს ნაწლავებში ლპობის პროცესი და გაათავისუფლოს ის ბაქტერიებისგან. ხახვი დადებითად მოქმედებს მთლიანად საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ნიორი ოთხასზე მეტ სასარგებლო მაკრო და მიკრო ელემენტს შეიცავს. ეს ნატურალური ანტიბიოტიკი კუჭში ჰელიკო ბაქტერიას ანადგურებს, რომელსაც გასტრიტისა და წყლულის გამოწვევა შეუძლია. გარდა ამისა ნიორი ასუფთავებს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აშორებს ჭიებს და ეხმარება თუბერკულოზის განკურნებაში. ავოკადო - ძალიან სასარგებლო ხილია. გლუტოათონის ვაშლი - გემრიელი და სასარგებლო ხილი, რომელიც უჯრედისის მდიდარი შემცველობით გამოირჩევა. მოცვი ანტისეპტიკური მოქმედების ნატურალურ სასუალებად ითვლება. ნიორივით მასაც შეიძლება ეწოდოს ბუნებრივი ანტიბიოტიკი. მოცვი ახდენს თირკმელებისა და შარდის ბუშტის დეტოქსიკაციას. ასევე ხელს უშლის ბაქტერიების წარმოქმნას შარდ-სასქესო სისტემაში. ყველა ამ პროდუქტს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა. გაათავისუფლოს ტოქსინებისგან ნაწლავები და სხვა ორგანოები. და შესაბამისად ტონუსში მოიყვანოს მთელი ორგანიზმი. | |
| |
ნანახია: 1750 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |