18.01.2020, 10:46 | |
ნუში ყველასათვის სასარგებლო თხილოულია, თუმცა მაინც ყველაზე მეტად ის ქალის ორგანიზმს უხდება. რა შეიცვლება ორგანიზმში, თუ კი ნუშს ყოველდღე მივირთმევთ და რამდენია მისი დღიური ნორმა. ნუშის სტაბილურად გამოყენების შემთხვევაში პირველ რიგში საჭმლის მონელება გაუმჯობესდება. ბევრი ნუში გვეხმარება დიდხანს დავრჩეთ დანაყრებულები. ზოგადად ყველა თხილეული კალორიულია, ისინი მალე გვანაყრებენ და შიმშილის გრძნობაც დიდი ხნით გვტოვებს. მაგრამ იმის გამო, რომ ნუში შეიცავს ცილებს უჯრედის, ნახევრადუჯერცხიმებს, ასევე ვიტამინებსა და მინერალებს. თხილეულის ეს სახეობა ფიგურას არვნებს. უჯრედის ის დიდი რაოდენობა საჭმლის მონელებას ეხმარება და ორგანიზმის ბუნებრივ გაწმენდას უწყობს ხელს. კლინიკური კვების ამერიკულმა კვლევითმა უნივერსიტეტმა აღმოაჩინა, რომ ნუშს ყველა თხილეულზე უკეთ ითვისებს ჩვენი ორგანიზმი. ნუში მდიდარია A, E ვიტამინებით. ეს ვიტამინები ეხმარება თქვენს კან შეინარჩუნოს ახალგაზრდობა. ამცირებს დაბერების ხილულ ნიშნებს, ხდიან კანს უფრო ელასტიურს, სტაბილურს და ნათელს. A და B ვიტამინები იცავენ კანს მზის დამღუპველი ზემოქმედებისგანაც, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პიგმენტური ლაქებისა და მელანომის წარმოქმნის რისკს. ვიტამინი E არამარტო კანის, არამედ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზეც ზრუნავს. ის ეხმარება იმუნურ სისტემას, ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს, ამაგრებს არტერიებს და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. ყოველდღიური გამოყენება ძვლებს სიძლიერესა და სიმტკიცეს მატებს. ნუში შეიცავს მაგნიუმს, კალციუმს და ფოსფორს, რომლებიც ძლოვანი ქსოვილის სიმკვრივის გაზრდას უწყობს ხელს. ეს ნივთიერებები ვიტამინ E-სთან ერთად სახსრების ჯანმრთელობაზეც ზრუნავენ. ნუში ძალიან სასარგებლოა სპორცმენებისთვის და მათთვის, ვისაც დამატებითი ენერგიის წყარო სჭირდებათ. მაგნიუმი და სასარგებლო საკვები ნივთიერებები ეხმარებიან ორგანიზმს ენერგია ცხიმებისა და ნახშირწყლების დახმარებით მეტაბოლიზმის გზით გამოიმუშაონ. სხვათაშორის მაგნიუმი ადამიანს დეპრესიასთან ბრძოლაშიც ეხმარება. ამცირებს დაძაბულობას და აპათიას. როგორც უკვე ავღნიშნეთ ნუში ძალიან სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვის. ის შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს და აქვა ანტიანთებითი თვისებები. ეს ყველაფერი კი მენოპაუზით გამოწვეულ სიმპტომებს ამცირებს. ასევე ამსუბუქებს ტკივილს ქალურ დელიკატურ დღეებში, ხოლო მაგნიუმის მაღალი შემცველობის წყალობით ასეთ დღეებში განწყობის დაქვეითებისა და დაძაბულობის დაძლევაში ეხმარება. როგორია ნუშის მიღების დღიური ნორმა: ექიმების რეკომენდაციით ის ოცდაათგრამს შეადგენს დღეში. ოცდაათი გრამი დაახლოებით ოცი ნუშის კაკალია. ასეთი ნორმა შეიცავს დაახლოებით 160 კალორიას, 5 გრამ ცილებს და 20 გრამ ნახევრად უჯერ ცხიმებს. 30 გრამი ნუში არ ავნებს ფიგურას და დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სილამაზე. როგორც ხედავთ ნუში ყველასთვის სასარგებლოა, მთავარია ბოროტად არ გამოვიყენოთ და დავიცვათ მისი დღიური ნორმა. ასევე აუცილებლად მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს და ალერგიის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებლად მიმართეთ ექიმს. | |
| |
ნანახია: 7883 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |