ნიორის სასარგებლო და უარყოფითი თვისებები
27.03.2020, 11:17

ნივრის სასარგებლო თვისებებზე ყველას გვსმენია. მისი სამკურნალოდ გამოყენების გარკვეული ხერხებიც ვიცით. თუმცა ვინაიდან ამ მცენარის შესაძლებლობები ძალიან ფართოა, კარგი იქნება ზუსტად ვიცოდეთ, რისთვის და როდის არის საჭირო ეს პროდუქტი. 
ყველაზე ხშირად ნიორი გამოიყენება ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ. ამის მიზეზი მასში შემავალი ალიცინია. ის ბლოკავს იმ მექანიზმებს, რომლებიც ვირუსის ორგანიზმში შეღწევას უწყობს ხელს.
ნიორი შეიცავს ცილებს, რომლებიც ორგანიზმს ზოგად გამძლეობას მატებენ მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. ამიტომაც ითვლება ეს მცენარე იმუნიტეტის გამაძლიერებლად. ნიორი ანტიბაქტერიული საშუალებაა და მიკრობების გავრცელებას უშლის ხელს. ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს. ეს კვლავ ზემოაღნიშნული ალიცინის დამსახურებაა.
ნიორს ხშირად იყენებენ გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისა და მისი პროფილაქტიკისთვის. ეს დაკავშირებულია მის უნართან, შეამციროს ქოლესტერინის დონე, გარდა ამისა, ნიორი სასარგებლოა მაღალი არტერიული წნევის დროს – ის აფართოებს სისხლძარღვებს, რაც წნევის რეგულირებაში გვეხმარება. ნიორი გამოიყენება, როგორც ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკის საშუალება. ნიორში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება აჯოენი თრომბის წარმოქმნის ალბათობას შესამჩნევად ამცირებს. ბოლო კვლევების უმრავლესობამ აჩვენა, რომ ნიორს შეუძლია შეაჩეროს ან შეაფერხოს სისხლძარღვებში თრომბის გაჩენა, ინფარქტისა და ინსულტების მიზეზი კი სწორედ თრომბია.

ნიორი არაჩვეულებრივი ანტიბიოტიკია. ის უამრავ სხვადასხვა სახის ბაქტერიას კლავს. ოღონდ, გახსოვდეთ, რომ ნივრით დამზადებული სამკურნალო საშუალებების დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად მიღება არ შეიძლება, რადგან ის ნაწლავების მიკროფლორას თრგუნავს და გაღიზიანებას იწვევს.

ნიორის შემადგენლობაში შედის გოგირდწყალბადი. გოგირდ წყალბადი - უფერო აირი, ლაყე სურნელით, გამოიყენება სხვადასხვა მრეწველობაში, საწამლავი, რომელიც მოქმედებს ადამიანისა და ცხოველების ნერვულ სისტემაზე, დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრა იწვევს სიკვდილს. ამიტომ ნიორის მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად, რომ მისი დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება.

დადებით თვისებებთან ერთად ნიორს მრავალი უარყოფითი თვისებაც გააჩნია:

ნიორი ნეგატიურად მოქმედებს თავის ტვინის უჯრედებზე და სამჯერ ამცირებს რეაქციის დროს. ამიტომ პილოტებს და ავიაკომპანიის დისპეჩერებს სამუშაოს შესრულების წინ უნდა აეკრძალოთ ნივრის და ნივრის შემცველი საკვების მიღება. ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მკვლევარები ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს. მათი კვლევების მიღედვით ნიორი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ძუძუმწოვრების ტვინზე უარყოფითად მოქმედებს. ამავე მიზეზით არ ურჩევენ მეცნიერები ნივრის მიღებას ხანდაზმულ ადამიანებს. 

გრიპის ეპიდემიისას პირველ რიგში ნიორი გვახსენდება. ის ნამდვილად გვეხმარება ვირუსებთან ბრძოლაში. თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება. ვირუსებთან ერთად ნიორი კუჭის ლორწოვან გარსს აზიანებს. შედეგად კი შესაძლოა წყლული განვითარდეს. 

ექიმების რეკომენდაციით ნივრის მიღების შემდეგ კუჭში დისკომფორტის გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, რადგან ნიორი ლაკმუსის ქაღალდივითაა, ის მაშინთვე მიუთითებს პრობლემის არსებობაზე.

ნიორს ანტიტრომბოციდული მოქმედება ახასიათებს. ის ნამდვილად ათხელებს სისხლს და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, მაგრამ თუ ადამიანს კუჭის, ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აქვს, ნიორი შესაძლოა შინაგანი სისხლდენის მიზეზი გახდეს და ადამიანის სიკვდილიც გამოიწვიოს. ეს თვისება შეიძლება ნეგატიურად აისახოს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მითუმეტეს ადამიანს ამ ორგანოების პრობლემა თუ უკვე აქვს. ნივრის დიდმა ულუფამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, არითმია და ტაქიკარდია. სამედიცინო ლიტერატუტრაში აღწერილია ასთმური შეტევაც. 

ადამიანები ხშირად ინახავენ სასარგებლო პროდუქტებს, მათ შორის ნიორსაც. ზოგი ნიორს მცენარეულ ზეთს ასხამს და იმედოვნებს, რომ ასე ნიორი კიდევ შეინახება და კუჭისთვისაც უფრო უსაფრთხო გახდება. სინამდვილეში ზეთი უფრო გააძლიერებს ნივრის უარყოფით გავლენას კუჭზე. თუ ის მაცივარში ინახება მაშინ ეს ნახევარი უბედურებაა, მაგრამ თუ მისი შენახვა ოთახის ტემპერატურაზე ხდება ის შესაძლოა ბოტულიზმის მიზეზი გახდეს. რაც იწვევს კვებით ინტოკსიკაციას, აზიანებს ნერვულ სისტემას და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც მთავრდება. 

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2784 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 0
avatar