17.11.2019, 11:23 | |
ყველამ ვიცით რომ ლიმონი პირველი დახმარებაა გრიპისა და გაციების დროს, მაგრამ ბევრს არ ეცოდინება ლიმონის იმ სასარგებლო თვისებებზე, რაც ამ პროდუქტს გააჩნია. მას ფართოდ იყენებენ კულინარიაში, ფარმაკოლოგიაში, კოსმეტოლოგიასა და ხალხურ მედიცინაში. ამ სტატიაში გესაუბრებით ლიმონის დადებით თვისებებზე: ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, სწორედ ამ ვიტამინის შემცველობის გამო ამაღლებს ადამიანის იმუნურ სისტემას. ლიმონი სასარგებლო ციტრუსია, რომლის სასარგებლო თვისებები ყველასათვის ცნობილია. მაგრამ ბევრმა არ იცის რომ არსებობს კიდევ ერთი ეფექტური საშუალება გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა ლიმონის დახმარებით. ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ არსებობდა ლიმონის გამოყენების მანამდე უცნობი საშუალება, რომლითაც ძილში გამოჯამრთელებაა შესაძლებელი. ამისთვის მარტივი მოქმედებების შესრულებაა საჭირო: დაჭერით ლიმონი ნაწილებათ, დაალაგეთ რაიმე ჭურჭელზე და დაიდგით საწოლის სიახლოვეს ყოველ ღამით. შედეგად გაიწმინდება ჰაერი და სუნთქვაც უფრო თავისუფალი გახდება. საწოლთან დადებული ლიმონი დაგეხმარებათ მოდუნებაში, რაც ძალიან აქტუალურია იმ რთულ დროში, რომელშიც ვცხოვრობთ. ყოველდღიური დაძაბულობიდა და ნერვიული სტრესის ფონზე ჰაერივით აუცილებელია სრულფასოვანი ძილი. ლიმონის არომატი ხსნის სტრესს და საშუალებას გვაძლევს კარგად გამოვიძინოთ. ბევრისთვის გადაუჭრელი პრობლემაა მომატებული არტერიული წნევა, ლიმონს ამ შემთხვევაშიც შეუძლია შეუფასებელი დახმარების გაწევა. ლიმონი აქტიური და ბუნებრივი რეპელენტია, ის აფრთხობს მწერებს და აღარ შევლენ იმ ოთახში სადაც ეს ციტრუსი დგას. ცნობილია, რომ ლიმონი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა, შესაბამისად ის სასარგებლოა სურდოსა და ალერგიული რეაქციებისას. ამასთან ლიმონი ხელს უწყობს ჰაერის გასუფთავებას და მას უფრო სასიამოვნოს ხდის. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ციტრუსის არომატი უყვარს. ლიმონი დადებითად მოქმედებს ნერვულ და სასუნთქ სისტემებზე, რაც საშუალებას გვაძლევს კარგად გამოვიძინოთ. სტიმულს აძლებს სტერატონინის გამომუშავებას, რის შედეგადაც უფრო ბედნიერები და ცხოვრებით კმაყოფილები ვხდებით. ვისაც დილით გამოფხიზლება უჭირს, უნდა დალიოს ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალი. ვიტამინი Р, რომელსაც შეიცავს ლიმონი თრომბოზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია. ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს, რომელიც სასარგებლოა მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირებისთვის და ამასთანავე ეს ნივთიერება არის ანტიბაქტერიული ძალის მატარებელიც. ლიმონი ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მონელებაში, ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტის ნორმალურ ფუნქციონირებას. ლიმონი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, კალციუმს და მაგნიუმს, რომელიც კვებავს ტვინს და ნერვულ უჯრედებს. ლიმონი ამცირებს სახსრების ტკივილს და ებრძვის სხვადასხვა ანთბით პროცესებს. ლიმონი აუმჯობესებს მხედველობას. ლიმონი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ლიმონის წვენი ებრძვის კანის დაბერების პროცესს და აკნეს. პიგმენტური ლაქების და ცხიმიანი კანის შემთხვევაში წაისვით ლიმონის წვენი ყოველ საღამოს, 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. შედეგს რამოდენიმე დღეში შეამჩნევთ. ლიმონი ათეთრებს და ამაგრებს ფრჩხილებს. წაისვით ლიმონი ყოველ საღამოს ფრჩხილებზე ერთი კვირის განმავლობაში. ლიმონის წვენის აბაზანები სასარგებლოა ფეხებისათვის. ხსნის დაღლილობას და არბილებს ფეხის კანს. ტუჩების გაუხეშების ან დასკდომის შემთხვევაში ლიმონი იდეალურია, ვიტამინების ნაკლებობა და სიცივე კანს აშრობს, ლიმონი კი ამ პრობლემას მარტივად უმკლავდება. გირჩევთ ძილის წინ ტუჩებზე ლიმონის წვენი წაისვათ. დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმაზე ლიმონიანი წყალი. განსაკუთრებით უხდება ქერა თმას. რეგულარული გამოყენებისას აღიავებს თმას. | |
| |
ნანახია: 1319 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |