კვერცხის ნაჭუჭის გამოყენების სხვადასხვა მეთოდები
28.12.2019, 09:04

რამდენ სარგებელს მკარგავთ იმის გადაგდებით, რისი გამოყენებაც ყველას მარტივად შეუძლია. გვსურს ამ სტატიაში კვერცხის ნაჭუჭის სასარგებლო თვისებებზე გესაუბროთ, ამოტომ მისი გამოყენების რამდენიმე ხერხს გთავაზობთ. დაკავშირებული სურათი

კვერცხის ნაჭუჭი არაჩვეულებრივი სასუქია ოთახის მცენარეებისათვის. დანაყეთ კვერცხის ნაჭუჭი, დაასხით წყალი და გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ წყალი და მორწყეთ მცენარეები.

კვერცხის ნაჭუჭი გაათეთრებს თეთრეულსაც. ამისთვის მხოლოდ თეთრი კვერცხის ნაჭუჭი გამოდგება. დანაყეთ ნაჭუჭი, მოათავსეთ მცირე ზომის ტომარაში, მჭიდროდ მოუკარით თავი და ჩადეთ ტომარა სარეცხის მანქანის დოლურაში. 

კალცი საკმაოდ დიდ როლს ასრულებს ჩვენს ორგანიზმში. ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს მის ბალანსს. თუ სუსტი თმები და ფრჩხილები გაქვთ, კვერცხის ნაჭუჭი აუცილებლად დაგეხმარებათ. დაფხვენით კვერცხის ნაჭუჭი და მესამედ კვერცხის ნაჭუჭს დაამატეთ ორი კაფსულა თევზის ქონი და მიიღეთ ათი დღის განმავლობაში.

ადამიანის ორგანიზმი სწრაფად იგროვებს რადიოაქტირუ ნივთიერებებს-რადიონუკლიდებს, რომლებიც არსებობენ გარშემო და საზიანოა ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამ მოტივით, რომ ისინი გამოიდევნონ ორგანიზმიდან, გამოიყენეთ კვერცხის ნაჭუჭის პუდრი 1/4 ჩაის კოვზი ყოველ დღე, რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ჩაიდანს რომ ნადები მოაშოროთ: დანაყეთ კვერცხის ნაჭუჭი, დაასხით წყალი და ეს ნარევი ჩაასხით ჩაიდანში. გააჩერეთ თორმეტი საათის განმავლობაში. ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია ძველი თერმოსის გამოყენებაც. 

მეტალის ტაფის გასაწმენდად კვერცხის დანაყილი ნაჭუჭი დააყარეთ პრობლემურ ადგილებს და ღრუბლით გახეხეთ. 

იმისთვის, რომ დააქვეითოთ ნიადაგის მჟავიანობა და გაზარდოთ კარტოფილის, პომიდორის, კიტრისა და სხვა ბოსტნეულის მოსავალი, ბევრი კვერცხის ნაჭუჭი დაგჭირდებათ. ერთი კვადრატული მეტრისთვის საჭიროა დაახლოებით ასი კვერცხის ნაჭუჭი. მისი უბრალოდ მიწაზე მობნევაც კი დააფრთხობს მწერებს.

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 539 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar