კიტრის სასარგებლო თვისებები
08.11.2019, 18:15

კიტრი ყველაზე პოპულარული ბოსტნეულია, თუმცა ბევრმა არ იცის რა სარგებლობა მოაქვს მას ადამიანის ჯამრთელობაზე. კიტრი ასუფთავებს ორგანიზმს , სითხის მაღალი შემცველობისა და საკვები ბოჭკოების წყალობით ორგანიზმიდან გამოყავს ტოქსინები, შლაკები და მძიმე მეტალის მარილები. კიტრს შეუძლია ორგანიზმიდან გამოდევნოს რადიონუკლეიდები, ამიტომ ის აუცილებლად უნდა შედიოდეს იმ ადამიანის კვების რაციონში, რომლებიც რადიოაქტიური ზონების სიახლოვეს ცხოვრობენ, ან რადიაციული დასხივება გადაიტანეს. კიტრი ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. კალიუმი, რომელიც დიდი კონცეტრაციით არის ამ ბოსტნეულში ხელს უწყობს გულის კუნთების მუშაობას და იცავს ორგანიზმს ტახიკარდიისა და გულის სხვა დაავადებებისგან. კიტრში არსებული ფოლატები ამაგრებენ სისხლ-ძარღვებს, უნარჩუნებენ ელასტიურებასა და ხელს უშლიან ქოლესტერინის დალექვას მათ კედლებზე. შედეგად ადამიანს უნარჩუნდება ნორმალური არტერიული წნევა და შესაბამისად დაცულია ჰიპერტონიისგან. კიტრის მუდმივად გამოყენების შემთხვევაში ადამიანი ღრმა სიბერეშიც ვერაფერს გაიგებს ისეთ პრობლემაზე, როგორიც არის ათეროსკლეროზი. ბევრმა არ იცის, რომ კიტრი მონაწილეობას იღებს სისხლის წარმოქმნის პროცესში, ამ ბოსტნეულის წყალობით იზრდება სისხლის გამტარიანობა და მცირდება თრომბის წარმოქმნის რისკი. კიტრი სასარგებლოა მათთვის ვისაც ვენების ვარიკოზი, თრომბოზი და თრომბოლემიტი აწუხებთ. კიტრის რეგულარული გამოყენება დაგირეგულირებთ როგორც მჟავა-ტუტოვან, ასევე წყლისა და მარილების           ორგანიზმში, რითიც შემცირდება გულ-სისხლძარღვთა და ასევე ისეთი დაავადებების რისკი, როგორიცაა რევმატიზმი და ართრიტი. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ კიტრს გააჩნია ანტისიმსივნური და ანტიმიკრობული თვისებაც. კიტრი არაჩვეულებრივი შარდმდენი საშუალებაა, რომელსაც სწრაფად და cucumber-ის სურათის შედეგიეფექტურად გამოჰყავს ორგანიზმიდან ჭარბი სითხე. ეს თვისება მნიშვნელოვანია მათთვის ვისაც ჰიპერტონია აწუხებთ და ასევე სასარგებლოა ორსულებისთვის, რომლებსაც შეშუპება ნამდვილ პრობლემად აქვთ ქცეული. კიტრის მეშვეობით შესაძლებელია ორგანული მჟავების მოქმედების განეიტრალება, რაც შარდ-კენჭოვანი დაავადებისგან გვიხსნის. კიტრი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს ორგანიზმში. მას ვინც რეგულარულად იყენებს ახალ კიტრს არ აწუხებთ მეტეორიზმი, გამომდინარე იქიდან, რომ კიტრი ასუფთავებს ორგანიზმს, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ძალიან დაბალკალორიულია. ის საუკეთესო პროდუქტია წონის დასაკლებად, რასაც მრავალრიცხოვანი დიეტოლოგებიც ადასტურებენ.

კიტრი აძლიერებს იმუნიტეტს, მასში არსებული ასკორბინის მჟავა უმკლავდება თავისუფალი რადიკალების აგრესიას, რისი წყალობითაც ადამიანი იშვიათად ავადდება გრიპით. ნაკლებად ემართება ალერგია და თითქმის არ აწუხებს საგაზაფხულო ავიტამინოზი.

კიტრი შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს, რაც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამ ხრამუნა ბოსტნეულის საკვებ რაციონში ჩართვით, თქვენ მთელ ენდოკრინულ სისტემაზე ზრუნავთ. ყველაზე დიდი რაოდენობით იოდს, ახალი ქორფა კიტრი შეიცავს. ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლო სწორედ მისი გამოყენებაა. კიტრი აჯანსაღებს ნერვულ სისტემას, ამისთვის მასში ყველა საჭირო ელემენტია: მაგნიუმი, ფოსფორი და B ჯგუფის ვიტამინები. ამ ნივთიერებებს ნორმასი მოჰყავთ ნერვული პროცესები ქსოვილში, ხსნიან პანიკას და ნერვოზს. ხელს უწყობენ ყოველდღიური სტრესისა და დეპრესიული მდგომარეობისგან გათავისუფლებას. ამას გარდა კიტრში შემავალი სასარგებლო დაკავშირებული სურათინივთიერებები აგვარებენ ძილის პრობლემას და აუმჯობესებენ განწყობას. კიტრი ვიტამინ H-ის ნამდვილ საბადოთ ითვლება, რომელიც თმის, კანისა და ფრჩხილების სილამაზის შენარცუნებასი გვეხმარება. სწორედ მისი მაღალი შემცველობის წყალობით ჰპოვა კიტრმა ფართო გამოყენება ხალხურ კოსმეტოლოგიაში.

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1978 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 0
avatar