ხურმა, მისი დადებითი თვისებები
26.06.2020, 09:19

ხურმა ამოუწურავი წყაროა მთელი რიგი ნივთიერებებისა, რომლებიც შესანიშნავად აერთიანებს ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო ყველა ვიტამინს, მათ შორის: კალიუმის, მაგნიუმის, კალციუმის, რკინის, იოდის, A ვიტამინის (ბეტა კაროტინის), ც და P ვიტამინების დიდ რაოდენობას. ხურმა დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს, რითაც ასაზრდოებს გულის კუნთებს, ამცირებს არტერიული ჰიპერტენზიის რისკს და არეგულირებს არტერიულ წნევას. ადამიანი უძველესი დროიდან მიხვდა, რომ ხურმა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყო. უახლოესი მედიცინა კი მას კიბოს საწინააღმდეგო ხილად აღიარებს. მეცნიერების მტკიცებით, ხურმა დიდი რაოდენობით შეიცავს A ვიტამინს (ბეტა კაროტინს), რომელიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის მხედველობაზე. მათივე მტკიცებით, ხურმა საუკეთესოა ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად. განსაკუთრებით სასარგებლოა ეს ხილი მათთვის, ვისაც სტრესული გარემო და დაძაბული ცხოვრების რიტმი აქვს.

 ხურმა აუმჯობესებს მადას, ამაღლებს განწყობას, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხსნის დაღლილობას.

ხურმა შეიხავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, აქედან გამომდინარე თუ დიდი რაოდენობით მიირთმევთ გრიპი და გაციებისგან დაცული იქნებით. 

  ხურმა სასარგებლოა მხედველობისთვის, გულ-სისხლძაღვთა სისტემისთვის, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ორგანიზმიდან გამოდევნის ნატრიუმის მარილებს და ეწინააღმდეგება კენჭების გაჩენას.

ამცირებს სისხლის წნევას - თუ წნევა გაწუხებთ, მიირთვით ხურმა ხშირად. მკურნალობის შემთხვევაში დააბლენდერეთ კანგაცლილი ხურმა, შეურიეთ 1 ჭიქა რძე. სასმელი დალიეთ კვირაში 3-ჯერ.

  ხურმა დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი, საშუალოდ, 66 კილოკალორიას შეიცავს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ტკბილია, როგორც დაბალკალორიული ხილი, წონაში დაკლების მსურველთა დიეტური პროდუქტების ჩამონათვალშია შეტანილი.

 

ხურმაში შემავალი პროვიტამინები დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, სადაც ავთვისებიანი წარმონაქმნებია, ასევე, კარგია ლეიკემიის მკურნალობისას. დამტკიცებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მიირთმევენ ბეტაკაროტინის შემცველ ხილსა და ბოსტნეულს, ნაკლებად ემუქრებათ ფილტვის კიბოს განვითარების საფრთხე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწეველებისთვის.

 

ხურმის დიეტა -  მკაცრი დიეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ დღეში ორი ცალი ხურმა. გაგიქრობთ შიმშილის გრძნობას და დაგიცავთ თავბრუსხვევისგან.

 ხელს უწყობს პოტენციის ამაღლებას - დღეში ორ-სამ ხურმას თუ მიირთმევთ პოტენციაზე პრობლემა არ შეგექმნებათ.

იცავს კანს დანაოჭებისგან - შეურიეთ კანგაცლილ, დაჭყლეტილ ხურმაში ლიმონის რამდენიმე წვეთი და წაისვით სახეზე. იდეალური ნიღაბია. აახალგაზრდავებს და ანაზებს კანს.

  ხურმას საკმაოდ დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიღებისას სისხლში გლუკოზა არ რჩება და მისი დონე მაღლა არ იწევს. ათეროსკლეროზის დროს ის დადებით გავლენას ახდენს მკურნალობის პროცესზე. რეკომენდებულია, ამ დაავადების მქონე პაციენტებმა დღის განმავლობაში 100 გრამი ხურმა მიიღონ. ეს ხილი, მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით, ხელს უწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას, ასტიმულირებს ნერვული სისტემის ნორმალიზებულ ფუნქციონირებას და ეხმარება ორგანიზმს სისხლჩაქცევების გაწოვაში. ყელის ტკივილის დროს შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც წამალი. შეურიეთ ერთმანეთს მისი წვენი და თბილი წყალი და დალიეთ.

  უგემრიელესია ხურმის ჩირიც, ამასთან ერთად, მასში შენარჩუნებულია მისი დადებითი თვისებები.

ჩირის მოსამზადებლად არჩევენ მაგარ, დაუმწიფებელ ნაყოფს, რომელსაც თლიან და მზეზე აშრობენ.

კარგი ჩირი თეთრად უნდა იყოს დაფიფქული, ეს შრობისას გამოყოფილი შაქარია. თუმცა ზოგჯერ გამყიდველები იტყუებიან და ჩირს სახამებელს, ფქვილს ან პუდრას აყრიან. ამის შემოწმება ხელის დასმითაც შეიძლება – თეთრი ფენა არ უნდა მოშორდეს. თავად ჩირი უნდა იყოს დრეკადი, რეზინის მსგავსი, რბილი.

 

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3567 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar