24.01.2020, 12:32 | |
შემწვარი კარტოფილი, ფრი, ჩიფსი, კარტოფილის სალათი, უამრავი საშუალება არსებობს ამ ბოსტნეულის მოსამზადებლად. მაგრამ საინტერესოა გიცდიათ თუ არა მისი მიღება წვენის სახით. კარტოფილის წვენი ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან, აგვარებს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციებით გამოწვეულ მრავალ პრობლემას. ეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებას, არის ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გამწმენდი ყველაზე იაფი საშუალება. კარტოფილის წვენს გააჩნია ანტიანთებითი მოქმედება, ამსუბუქებს შეშუპებით, ანთებითა და სიწითლით გამოწვეულ ტკივილს. მისი გამოყენება შეიძლება ართრიტის, პოდაგრის, ზურგისა და სახსრების ტკივილისას. სამკურნალო თვისებების გასაძლიერებლად უმჯობესია მისი მიღება საუზმემდე. კარტოფილი შეიცავს ქიმიურ ნაერთებს, რომლებსაც ანტისიმსივნური თვისებები აქვს, აქედან გამომდინარე კარტოფილის წვენის რეგულარული მიღება ამცირებს კიბოს წარმოქმნის რისკს. დალიეთ კარტოფილის წვენი საშარდე გზებში კენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ყოველდღიურად ერთი ჭიქა კარტოფილის წვენის მიღება საუკეთესო საშუალებაა კუჭის წყლულის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. ის ასევე მოქმედებს, როგორც ანტიბაქტერიული და პრობიოტიკული საშუალება. ითვლება, რომ ეს ნატურალური წვენი ერთადერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა იშიაზის სამკურნალოდ. კარტოფილის წვენი ამცირებს ნერვულ დაძაბულობას, რაც ფეხების უმტკივნეულოდ მოძრაობის საშუალებას იძლევა. ასევე კარტოფილის წვენი ხელს უწყობს წყლის ცვლის რეგულირებას და გულის ნორმალურ მუშაობას. მას იყენებენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ. კარტოფილის წვენის სისტემატურად მიღებისას კუჭის მჟავიანობა ქვეითდება და გულძმარვა და ბოყინი ქრება. მიიღეთ ერთი ჭიქა ახალგამოწურული წვენი ერთ ჩაის კოვზ თაფლთან ერთად, დილით უზმოზე და საღამოს ვახშმობიდან ორი საათის შემდეგ. ართრიტის სახეობაა პოდაგრაც, რომელიც სახსრების სინობიალურ სითხეში შარდმჟავას კრისტალების დალექვითაა გამოწვეული. კარტოფილის წვენის ანტიანთებით მოქმედებას ამ დანალექის განეიტრალებაც შეუძლია. ანტიოქსიდანტური და ანტიანთებითი მოქმედების წყალობით ის იცავს არტერიებს ბლოკირებისგან და ხელს უწყობს გულის ჯანსაღ მუშაობას. კარტოფილის წვენის საკმაო რაოდენობის B კომპლექსის ვიტამინს შეიცავს, ის გვეხმარება ენერგეტიკული დონის ამაღლებაში და უზრუნველყოფს ჟანგბადისა და აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიტანას სხეულის სხვადასხვა ორგანომდე. კარტოფილი შეიცავს ისეთ აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა: უჯრედისი, ვიტამინები A, B კომპლექსი, C, PP ისინი აქვეითებენ ქოლესტერინის დონეს სისხლში. უჯრედისი ასევე სასარგებლოა კუჭის შეკრულობის სამკურნალოდ და საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაწმენდად. კარტოფილის წვენი შეიცავს ვიტამინ C-ს, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. არიზონასა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში ჩატარებულმა მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კარტოფილი წვავს ცხიმებს. კარტოფილის წვენის დალევა ჭამამდე ხელს უწყობს შიმშილის ჰორმონის გაზრდას, რაც ზედმეტი საკვების მიღებისგან გვიხსნის და წონის კლებამდე მივყავართ. კარტოფილის წვენის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ქეილითის მკურნალობაა. მისი ანტიანთებითი თვისებებიდან გამომდინარე პირის ღრუს ანთებითი მდგომარეობა უკან იხევს. დაიდეთ თუნდაც დღეში ერთხელ ახლადგამოწურული კარტოფილის წვენი აკნეთი გამოწვეულ დაზიანებულ კანზე და შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით. დაიმუშავეთ ცივი წვენით მზისგან დამწვარი კანი, ის გააგრილებს მას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ყოველდღიურად დაინამეთ კანი კარტოფილის წვენით, ამით ხელს შეუშლით ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნას. კარტოფილის წვენი კანის ნატურალური დამარბილებელია, მასში შერეული ლიმონის წვენი თქვენს კანს საუკეთესო ელფერს მიანიჭებს. ლიმონის წვენის ნაცვლად ასევე შეგიძლიათ კიტრის წვენი გამოიყენოთ. ალოე ვერასთან შერეული კარტოფილის წვენი თქვენს თმებს სიჯანსაღესა და ბზინვარებას დაუბრუნებს.
| |
| |
ნანახია: 1584 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |