გოგრის თესლის სასარგებლო თვისებები
23.04.2020, 09:25

გოგრის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. გოგრის თესლი პირველად არქეოლოგებმა მექსიკის გამოქვაბულებში აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ მას ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 7000 წლის წინ იყენებდნენ. ამერიკელი ინდიელები გოგრის რბილობსა და თესლს უკვე იმ დროს იყენებდნენ დიეტური და სამკურნალო კერძების დასამზადებლად. დღესდღეობით გოგრა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მოჰყავთ და მთლიანობაში, მისი 900-მდე სახეობაა გავრცელებული.
გოგრის თესლი ძალზე სასარგებლო პროდუქტია, ის მრავალ დაავადებას შველის. გოგრის თესლი აძლიერებს იმუნურ სისტემას, მისი გამოყენების შემდეგ გაცილებით ნაკლებად შეგაწუხებთ გაციება და ვირუსული დაავადებები, აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცეტრაციის უნარს, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. კარგი საშუალებაა სტრესის წინააღმდეგ საბრძოლველად.

გოგრის თესლი ასევე მდიდარია ომეგა 3-ითა და E ვიტამინით. ეს ვიტამინები აუცილებელია თმის, ფრჩხილისა და კანისათვის.
ანთების საწინააღმდეგო მოქმედება: გოგრის თესლის ზეთს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და მოქმედებს, როგორც ინდომეტაცინი. შველის სახსრების ტკივილს და არ აქვს გვერდითი ეფექტები.
ის მაღალი ხარისხის ცილების წყაროა. 100 გრამი გოგრის თესლი  30 გრამ ცილებს შეიცავს, რაც დღიური საჭიროების  50 პროცენტია.  ეს მახასიათებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ცხოველურ ცილებს არ იღებს სხვადასხვა მიზეზით. 

იმისათვის, რომ გონებამ სხარტად და კარგად იმუშაოს, საჭიროა მიიღოთ ყოველდღიურად 70 გრ გოგრის თესლი, რომელიც აუცილებელია არა მარტო ტვინისთვის, არამედ ძვლებისთვისაც. 
სტრესისა და ასაკობრივი ცვლილებებისგან გამოწვეული სისუსტის აღმოსაფხვრელად: დაფქვით 100 გრამი გოგრის თესლი, დაამატეთ დაფქული ბრინჯის ფხვნილი, 150 გრამი კარაქი და 150 გრამი თაფლი. კარგად აურიეთ და მიიღეთ 2 ჩაის კოვზი საათში ერთხელ, მთელი დღის განმავლობაში.
მშვიდი ძილისთვის:  გოგრის თესლი შეიცავს ტრიფტოფანს, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება სეროტონინად და მელატონინად. ეს კი აუცილებელია ძილისთვის. თუთიის მაღალი შემცველობის გამო კი, ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით პროსტატის სამკურნალოდ. ასევე, ამცირებს  პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარებას.
თირკმელებისთვის სასარგებლოა გოგრის თესლის ჩაი: გამომშრალი თესლი დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჩაის კოვზ გოგრის თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და მიირთვით.
გოგრის თესლი B ვიტამინის კომპლექსის წყაროა: შეიცავს რიბოფლავინს, თიამინს, ნიაცინს, პირიდოქსინს, პანტეტონის მჟავას და ფოლიუმს. ეს ვიტამინები თითქმის ყველა სასიცოცხლო ფუნქციაშია ჩართული და ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის.
გოგრის თესლი შეიცავს ფიტოექსტროგენებს, რაც ძალიან სასარგებლოა ქალებისთვის პოსტმენოპაუზის პერიოდში.  ამ დროს ვითარდება ესტროგენების დეფიციტი, რაც უარყოფითად მოქმედებს ქოლესტერინზე, სისხლის წნევაზე, იწვევს ალებს, თავისა და სახსრების ტკივილს.

ასევე სასარგებლოა გოგრის თესლი თმის ცვენის დროს. თესლი აძლიერებს თმის ძირებს. ასევე, თესლში შემავალი თუთია ებრძვის ქერტლს, რომელიც სოკოვანი დაავადება და არა უბრალოდ კოსმეტიკური დეფექტი.

დამტკიცებულია, რომ მამაკაცები ქალებზე უფრო ადრე ავადდებიან ათეროსკლეროზით, რომელიც ინფარქტსა და ინსულტს იწვევს. გოგრის თესლის გამოყენება ამ პროცესის შეჩერებას უწყობს ხელს. ასევე ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

აუმჯობესებს მხედველობას: ვიტამინი A-ს დამსახურებით გოგრის თესლი საგრძნობლად აუმჯობესებს დაბინდულ მხედველობას.
აძლიერებს იმუნიტეტს: გოგრის თესლი შეიცავს თუთიას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმუნიტეტისთვის. შარდის ბუშტის პრობლემების დროს  მიიღეთ გასუფთავებული ნედლი გოგრის თესლი ყოველდღიურად. გოგრის თესლი აძლიერებს კუნთებს და არბილებს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს.
თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს კარგია გოგრის თესლისგან მომზადებული რძე. მის მოსამზადებლად: აიღეთ 1 ჩაის ჭიქა გარჩეული თესლი, ბლენდერით ათქვიფეთ და თანდათან დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გაწურეთ კარგად. მიიღეთ სამ ულუფად მთელი დღის განმავლობაში.
გოგრის თესლის საშუალებით კურნავენ ჭიებს და სხვა პარაზიტებს. ამისთვის მიიღეთ 300 გრამი გამხმარი და გარეცხილი თესლი, დაფქული სახით. დაამატეთ 50 მილილიტრი მდუღარე წყალი და 15 გრამი ტკბილი თაფლი. ბავშვებში მისი მიღების დოზაა 30-75 გრამი დღეში, ხოლო ზრდასრულებში – 150-300 გრამი.
გოგრის თესლი შეიცავს სხვადასხვა სახის ნუტრიენტებს: მაგნიუმს, მანგანუმს, სპილენძს, თუთიას, პროტეინებს, რაც ორგანიზმისთვის აუცილებელია.

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2114 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar