გაციების პირველივე ნიშნებისას ჩაიტარეთ შემდეგი პროცედურები...
20.02.2020, 13:42

გაციებისგან არავინაა დაზღვეული. მისი სამკურნალო მედიკამენტები კი საკმაოდ ძვირია და ზოგჯერ ზიანის მომტანიც. ამიტომ გაციების პირველივე სიმპტომის გამოვლენისას უკვე ნაცად, ხალხურ მეთოდებს მიმართეთ. თუ სურდო გაქვთ და ცხვირით სუნთქვაც გიჭირთ, არსებობს განკურნების ეფექტური მეთოდები: ill-ის სურათის შედეგი

 ინჰალაცია - მოხარშეთ კანიანად ორი მოზრდილი კარტოფილი. დაჭერით ოთხ ნაწილად და დააბრუნეთ ქვაბში. დაამატეთ რამოდენიმე წვეთი იოდი და ევკალიფტის ეთერზეთი. გადაიფარეთ პირსახოცი და ღრმად ისუნთქეთ. არ უნდა მიხვიდეთ ქვაბთან ძალიან ახლოს, რათა ცხელმა ორთქლმა სასუნთქი გზები არ დაგიზიანოთ. 

 ცხელი მარილის ტომრები კარგი საშუალებაა ცხვირის გაჭედვის მოსახსნელად - გააცხელეთ 4-5 კოვზი მარილი, ჩაყარეთ პატარა ტომრებში და დაიდეთ ჰაიმორის ღრუებზე და სინუსებზე. იგივეს გაკეთება ქათმის კვერცხითაც არის შესაძლებელი. 

ჩაიწვეთეთ ხახვის წვენი ცხვირში. თუ ძალიან მგრძნობიარე არხები გაქვთ, შეგიძლიათ ფიზიოლოგიურ ხსნარში გააზავოთ. 

ზემოთ მოცემული ინჰალაცია ყელის ძლიერ ტკივილსაც გაუმკლავდება. ყელის ტკივილის უებარი საშუალებაა თბილი წყლით, სოდით, მარილით და იოდით დამზადებული სავლები. შეურიეთ ერთმანეთს ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა, ერთი ჭიქა გადადუღებული წყალი და ორი წვეთი იოდი. გამოივლეთ ყელში რაც შეიძლება ხშირად. 

მაღალი სიცხის დროს თაფლისა და ჟოლოს ნაყენი დაგეხმარებათ. ასევე ეფექტურია მოცხარიც. ეს კენკროვნები ხელს უწყობენ სხეულის გაცხელებას და ოფლის გამოყოფას. ოფლთან ერთად კი სხეულიდან სიცხეც გამოვა. 

კომბოსტოს ფურცლის კომპრესი არამხოლოდ ტემპერატურას დაგიწევთ, არამედ თავის ტკივილსაც Cabbage leaf-ის სურათის შედეგიგაგიყუჩებთ. სანამ კომპრესს დაიდებთ აუცილებლად დაჩხვლიტეთ კომბოსტოს ფურცელი, რომ წვენი გამოვიდეს. გაცხელების შემდეგ ფურცელი უნდა შეიცვალოს. 

დაავადების საწყის ეტაპზე განსაკუთრებით ეფექტურია ქათმის ბულიონი. მწვანე ხახვის დამატების შემთხვევაში ის უფრო სწრაფად იმოქმედებს. 

თუ დაავადების მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ გაქვთ, მაგრამ გრძნობთ, რომ გაცივდით, ძილის წინ ჩააწყვეთ ფეხები ცხელ წყალში 20 წუთის განმავლობაში. ეს პროცედურა გაათბობს ორგანიზმს და დაეხმარება გაუმკლავდეს ავადმყოფობას საწყის სტადიაში. 

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2114 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar