გასტრიტის მკურნალობა სახლის პირობებში
30.04.2020, 15:56

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის არა ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება. ის შეიძლება უცებ გამოვლინდეს (მწვავე) ან თანდათანობით განვითარდეს (ქრონიკული).

  არსებობს გასტრიტის გამომწვევი შიდა და გარე მიზეზები. მწვავე ანთების დროს ხდება კუჭის ლორწოვანის მჟავებით, ტუტეებითა და სხვა ქიმიური ნივთიერებებით დაზიანება.

  გასტრიტს ახასითებს შემდეგი სიმპტომები: სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში, გულძმარვა, ღებინება, დიარეა ან ფაღარათი, შეშუპება, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, პირის ღრუში უსიამოვნო სუნი, სლოკინი. 

გარკვეულწილად დაავადების პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაა, თუმცა გასტრიტისგან გარანტირებული დაცვა ძნელია, რადგან ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების იმდენად ფართო სპექტრია, რომ წარმოუდგენელია ადამიანმა ყველაფერი გათვალოს და გაითვალისწინოს. თუმცა ფაქტია, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანი უფრო მეტად დაცულია ამ პათოლოგიისაგან და რომც დაემართოს ის, უფრო ეფექტურად უმკლავდება. პირველ რიგში მოერიდეთ ისეთ მავნე ფაქტორებს როგორიცაა ალკოჰოლი, თამბაქო, არაჯანსაღი საკვები პროდუქტები.

  დაავადების საწყის ეტაპზე ნელდება საკვების მონელება, რაც იწვევს ენერგიის დაკარგვასა და ზოგად სისუსტეს. ქრონიკული გასტირტის შემთხვევაში ვითარდება ატროფია. ჯანსაღი უჯრედების ადგილას წარმოიქმნება პათოლოგიური უჯრედები. ეს  კი კუჭის წყლულისა და სიმსივნური წარმონაქმნის მიზეზი ხდება. გასტრიტის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მათ შორისაა: ალკოჰოლიზმი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ნივთიერებების მიღება: აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), ანალგინი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი, იბოქსიკამი და ასე შემდეგ. არასწორი კვება, ჰელიკოპილორით ინფიცირება და სხვა უამრავი.

  გასტრიტის მკურნალობა სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი. პირველ რიგში, უნდა გამორიცხოთ ალკოჰოლისა და ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების მიღება. საჭიროა, დაიცვათ დიეტა.

 

საკვები პროდუქტები, რომლებიც არ უნდა მიირთვათ გასტრიტის დროს: კივი, ატამი, შოკოლადი, ნიორი, ნაყინი, კაკალი, ნუში, თხილი, მარცვლოვნები, ყურძენი, არაქისი, ხორცის შემცველი პროდუქტები, ღორის ხორცი, იხვისა და ბატის ხორცი, სალა, ხორცისა და თევზის კონსერვები, პელმენი, ღვიძლი.

 

საკვები პროდუქტები, რომლებიც, აუცილებლად უნდა მიირთვათ: ქათმის ხორცისა და თევზის ბულიონები, ხილი, კენკრა, რძის ნაცვლად მიირთვით რძის შემცველი პროდუქტები (კეფირი, მაწონი), ხილის წვენები, უგაზო მინერალური წყალი, წიწიბურა, შვრიის ფაფა, ბრინჯის ფაფა, მოხარშული კვერცხი, მსუბუქი ჩაი.

 

გასტრიტის მკურნალობის ხალხური მეთოდები:

  ზეითუნის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა გასტრიტის სამკურნალოდ. დილა დაიწყეთ ერთი ჭიქა უგაზო, მინერალური წყლით, 30 წუთის შემდეგ დალიეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და ისევ 30 წუთის შემდეგ მიირთვით საკვები. ზეითუნის ზეთის მიღება, ჭამამდე, დღეში 2-3 ჯერ შეგიძლიათ. თუმცა, არა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რადგან ზეითუნის ზეთს აქვს ნაღველმდენი ფუნქცია და მისი ხშირი გამოყენება დაუშვებელია.

  თაფლი გასტიტისგან თავის დაღწევის კიდევ ერთი საშუალებაა. 1 ჩაის კოვზი თაფლი გახსენით თბილ და არა ცხელ წყალში და მიირთვით ყოველ დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე და ყოველ საღამოს ანალოგიურად. უმჯობესი იქნება, თუ ყვავილების ან მთის თაფლს გამოიყენებთ, მკურნალობის კურსი ერთი თვეა.

  დილით ადრე, მიირთვით ერთი ჭიქა, ახალგამოწურული კარტოფილის წვენი. დაწექით ნახევარი საათით და შემდეგ შეგიძლიათ, მიირთვათ საკვები. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს. ასეთი სამი კურსის ჩატარებაა საჭირო. კურსებს შორის აუცილებლად დაიცავით 10-დღიანი შუალედები.

 

საჭირო დიეტისა და მკურნალობის კურსის გავლის შემთხვევაში, სიმპტომები ნელ-ნელა გაქრება და კუჭ-ნაწლავიც ნორმალურად იფუნქციონირებს.

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 6388 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 0
avatar