გაიგეთ სტაფილოს სასარგებლო თვისებების შესახებ
11.12.2019, 12:08

სტაფილო სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება. ის სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, წმენდს თირკმლებს. 2-3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო საკმარისია ორგანიზმის განწმენდისთვის. ზოგიერთს დაბადებიდან არ უყვარს სტაფილოს გემო, მაგრამ უნდა იცოდეთ რომ ეს ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. სტაფილოს გამოყენება სასარგებლოა თვალებისთვის, კბილებისთვის და საჭმლის მომნელებელი ორგანოებისთვის. თუ თქვენთვის ზემოთ ჩამოთვლილი საკმარისი არ არის, მაშინ მეცნიერები კიდევ 10 მიზეზს გთავაზობენ თუ რატომ უნდა მიირთვათ სტაფილო:

1) სტაფილო არის ბეტაკაროტინისა და ძლიერი ანტიოქსიდანტების მდიდარი საბადო, რომლებიც ორგანიზმში A ვიტამინის დახმარებით კონვერტირდებიან და კანს სილამაზისა და სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეხმარება. 

სტაფილო უფრო მეტ სასარგებლო თვისებებს შეიძენს, თუ მას ზეთსა და არაჟანს მოასხავთ, რადგან კაროტინს ორგანიზმი ცხიმთან ერთად უფრო კარგად ითვისებს.

2) სტაფილო ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას, შეჰყავს ორგანიზმში ვიტამინები, აუცილებელი მინერალები და მთავარი ძირითადი ფერმენტები, რომლებიც კუჭს საკვების მონელებაში ეხმარება. სტაფილოს რეგულარული გამოყენება აჩერებს კუჭის წყლულისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დარღვევების წარმოქმნას.

3) სტაფილო მდიდარია ტუტოვანი ელემენტებით, რომლებიც იდეალურად ასუფთავებენ და აჯანსაღებენ სისხლს. 

4) თუ კალიუმით ყველაზე მდიდარი ხილი ბანანია, ბოსტნეულში ასეთი პროდუქტი სტაფილოა. კალიუმი ეფექტურად ეხმარება სისხლში ნატრიუმის აუცილებელი დონის შენარჩუნებას, რის შედეგადაც სტაბილურდება სისხლის მომატებული წნევა. დაკავშირებული სურათი

5) სტომატოლოგებს ძალიან უყვართ ეს ნარინჯისფერი ბოსტნეულიდა ხშირად ურჩევენ მას თავიანთ პაციენტებს. საქმე იმაშია, რომ სტაფილოს პირის ღრუდან მავნე ბაქტერიების მოცილება შეუძლია, რითიც აქტიურად აჩერებს კარიესის წარმოქმნას. თუ გსურთ, ჯანმრთელი ღრძილები და კბილები გქონდეთ, ხშირად ჭამეთ სტაფილო. ის ასუფთავებს კბილის მინანქარს საკვები ნარჩენებისგან, ებრძვის კარიესისა და ღრძილების ანთების გამომწვევ მიკრობებს. სტომატიტის დროს პირის ღრუში გამოივლეთ სტაფილოს წვენი. 

6) გახეხილ სტაფილოს იდეალურად გამოჰყავს მიკრობები, ამიტომ მისი დახმარებით ანთებისა და ჭრილობის მკურნალობაა შესაძლებელი.

7) სტაფილო სხვადასხვა სასარგებლო ფიტოქიმიურ ინგრედიენტებთან ერთად ძალიან საჭირო ფიტონუტრიენებსაც შეიცავს, რომლებიც მსხვილი ნაწლავის სიმსივნის წარმოქმნის რისკს ამცირებენდა მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ადამიანის ჯამრთელობის მდგომარეობას. 

8) სტაფილო ტყუილად არ არის ბაგსბადის საყვარელი საჭმელი, ის მდიდარია ძალიან სასარგებლო კაროტეოიდებით, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებენ.

9) სტაფილოში შემავალი კვებითი კომპონენტები თვალების, თმების და კანის გამოჯამრთელებას უწყობენ ხელს.ეს ნარინჯისფერი ბოსტნეული გვევლინება, როგორც დეტოქსიკატორიდა ეხმარება ახალი, ჯანსაღი უჯრედების წარმოქმნას.

10) სტაფილოში არის ხსნადი ბოჭკოების მაღალი შემცველობა, რომლებიც სისხლში მაღალი ქოლესტერინის დონეს ამცირებენ, რის შედეგადაც ქვეითდება გულის დაავადებების რისკი.

11) სტაფილო აუცილებელია ორსულებისთვის, რომელთაც ძლიერი და ჯამრთელი ბავშვის გაჩენა სურთ. სტაფილო კარგია მათთვის ვისაც კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევა და თმის ცვენა აწუხებს. აუცილებლად მიირთვით სტაფილო, ვისაც კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა გიწევთ. 

12) სტაფილოსა და ლიმონის წვენის ნარევის მიღება ამაღლებს მამაკაცის პოტენციას. 

13) სტაფილოს წვენი კარგია უმადობისა და საერთო სისუსტისათვის. მიიღეთ თითო სადილის კოვზი სტაფილოს წვენი დღეში სამჯერ ჭამამდე. 

სასურველია შევიძინოთ საშუალო ზომის სტაფილო, რადგან დიდი ზომის სტაფილო ნიტრატების წყაროა. კარგია თუ სტაფილოს ცოტა ხნით წყალში მოათავსებთ, ასე მავნე ნივთიერებები გამოვა. 

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1036 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar