დილის პროცედურები ორგანიზმის გასაჯანსაღებლად
20.02.2020, 12:37

ორგანიზმზე მუდმივი ზრუნვა გვეხმარება გავექცეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას. ამ ზრუნვისთვის სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებული სამკურნალო მანიპულაციები. ამისთვის სწრაფი და იოლი ყოველდღიური დილის პროცედურებიც კი კმარა. ამ პროცედურებისთვის დაგჭირდებათ შემდეგი: თაფლი, ლიმონი, წყალბადის ზეჟანგი. რა თქმა უნდა ყველაფრის ერთმანეთში არევა და ისე მიღება სულაც არ არის საჭირო. თითოეული მათგანი სხვადასდხვა პროცედურისთვის გამოგადგებათ. 

დილა დაიწყეთ ყველაზე აუცილებრელით, საქმე ეხება ენის ჰიგიენას. დილით კბილების გახეხვის შემდეგ აუცილებელია ენის საგულდაგულო გაწმენდა. რას გვაძლევს ენის გასუფთავება? პირველ რიგში აშორებს ბაქტერიებს, რომლებიც ღამის განმავლობაში დაგროვდა. ეს ბაქტერიები არის მიზეზი პირის ღრუდან მომავალი უსიამოვნო სუნის. მათ ასევე პირის ღრუსა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასდხვა დაავადების გამოწვევაც შეუძლიათ. საკვების მიღების შემდეგ სასურველია წყალბადის ზეჟანგით tongue cleaning-ის სურათის შედეგიდამზადებული ხსნარის გამოვლება პირის ღრუში. ხსნარის მისაღებად სამპროცენტიანი პერეკისის 5-7 წვეთი გახსენით 50 მლ წყალში და გამოივლეთ. ეს ხსნარი ათეთრებს კბილებს, აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში და სტომატოლოგიურ საპროფილაქტიკო საშუალებად ითვლება. 

დილის კიდევ ერთი პროცედურაა წყლის დალევა ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ჭიქა წყალი არამხოლოდ აღადგენს წყლის ბალანსს ორგანიზმში, არამედ გააღვიძებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს და მოამზადებს მათ ნორმალურად მუშაობისთვის. წყალი უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურაზე უფრო თბილი, მაგრამ არა ცხელი. პროცედურის ეფექტი უფრო გაიზრდება თუ წყალს ცოტა ლიმონის წვენს დაამატებთ. ეს პროცედურა ხელს შეუწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესის გაუმჯობესებას, ღვიძლის გაწმენდას და ორგანიზმის გამდიდრებას სასარგებლო ელემენტებით და ვიტამინებით. 

სანამ ისაუზმებთ, უმჯობესია მიიღოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და დააყოლოთ წყალი. ყურადღება უნდა მიაქციოთ თაფლის ხარისხს, ის აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და ახალი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიტანს პროცედურა სასურველ შედეგს. თაფლის ყოველდღიური მიღება საუზმემდე 10 წუთით ადრე, მოიყვანს ორგანიზმს ტონუსში, გაამდიდრებს მას სასარგებლო ელემენტებით, გააუმჯობესებს შრომისუნარიანობას და გააძლიერებს იმუნიტეტს. პროცედურების ყოველდღიური შესრულება მოკლე ხანში აისახება დადებითად ჯანმრთელობაზე, მაგრამ მათი ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ გამოსაყენებელ ინგრედიენტებზე ალერგია არ გაქვთ. 

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1773 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar