ჭარხალი მრავალ დაავადებას კურნავს
20.01.2020, 15:00

ალბათ ყველას გსმენიათ, რომ ჭარხალი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. ჩვენ ამ მოსაზრების დამადასტურებელ ათ მიზეზს გთავაზობთ. Beetroot-ის სურათის შედეგი

1) ჭარხალი დაბლა სწევს არტერიულ წნევას, ის აფართოებს სისხლძარღვებს და ამცირებს პულსს. სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ჭარხალი ჩვენი სისხლძარღვოვანი ფუნქციის სწორ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. 

2) ჭარხალი ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს და ხელს უშლის კბილებზე ნადების წარმოქმნას. ის შეიცავს ხსნად უჯრედისს, ფლავანოიდებს, ბეტაციანიდებს. დეტაციანიდები ჭარხლის ის კომპონენტია, რომელიც მას წითელ ფერსა და სპეციფიურ სუნს აძლევს. ასევე ის ეხმარება ქოლესტერინის დონის დაწევაში, არ აძლევს მას საშუალებას დაილექოს არტერიის კედელზე, რაც გულის შეტევისა და ინსულტისაგან გვიცავს. 

3) ჭარხალი ძალიან სასარგებლოა ორსულთათვის. ის მდიდარია ფოლიუმის მჟავით, ფოლიუმის მჟავა კი აუცილებელია ორსულობისას, რადგან ის ნაყოფს სხვადასხვა დაავადებებისგან იცავს. 

4) ჭარხალი აკონტროლებს შაქრის დონეს ორგანიზმში. ისინი, ვისაც დიაბეტი აწუხებთ გაცილებით ადვილად დაიკმაყოფილებენ შიმშილს თუ კი საჭმელში წითელ ჭარხალს დაამატებენ. წითელ ჭარხალს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს და აკონტროლებს გლუკოზის დონეს, რითიც მნიშვნელოვნად აქვეითებს მადას, ამასთან ერთად წითელი ჭარხალი ძალიან დაბალკალორიულია.

5) ჭარხალი კურნავს ანემიას. ის შეიცავს რკინის მნიშვნელოვან რაოდენობას, რკინა კი თავის მხრივ ეხმარება ანემიასთან ბრძოლაში. რკინა ხელს უწყობს ისეთი სეკრეტების გამომუშავებას, რომლებსაც ჟანგბადი სხეულის ყველა წერტილში მიაქვთ.

6) ჭარხალი აქრობს დაღლილობას. ის ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის მომარაგებას ჟანგბადით, რითიც სასიცოცხლო ენერგიის შენარჩუნებაში გვეხმარება. წითელი ჭარხალი ინფექციების წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობასაც ამაღლებს.

7) ჭარხალი აუმჯობესებს სექსუალურ აქტოვობას. მას ნატურალურ ვიაგრასაც უწოდებენ. ჭარხლის ნიტრიტები, რომლებიც აზოტის ოქსიდებად გარდაიქმნებიან სისხლის ნაკადს სასქესო ორგანოებისკენ მიმართავენ. ამასთან ერთად ჭარხალი შეიცავს ბორს, ქიმიურ ელემენტს, რომელიც აუცილებელია სქესობრივი ჰორმონის გამოსამუშავებლად. 

8) ჭარხალი გვიცავს კიბოსგან. მასში არსებული ბეტაციანიდი თორმეტი პროცენტით აქვეითებს სიმსივნის დონეს, სარძევე ჯირკვლებისა და პროსტატის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში.

9) ჭარხალი შველის კუჭის შეკრულობას. უჯრედისის მდიდარი შემცველობის წყალობით ის ასუფთავებს მსხვილ ნაწლავს და გამოაქვს კუჭიდან ტოქსინები. 

10) წითელი ჭარხლის წვენი 16 პროცენტით ამაღლებს გონებრი და ფიზიკურ შესაძლებლობებს.  

კატეგორია: ჯანმრთელობა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 586 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar