27.06.2020, 09:54 | |
ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯანმრთელობსი ერთ-ერთი უმმნიშვნელოვანესი პირობაა. ის რამდენიმე ელემენტს მოიცავს: შრომისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმს, სწორ კვებას, მოძრაობით აქტივობას, პირად ჰიგიენას, სხეულის გაკაჟებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ადამიანების სიყვარულს, ცხოვრების პოზიტიურ აღქმას.ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები ნამდვილად დაგეხმარებათ ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაში:კარგი დილა პოზიტიური დღის გარანტია. სწორი მოვლა კი ლამაზი კანის გარანტი. სწორედ, რომ C ვიტამინია თავის მოვლის აუცილებელი კომპონენტი. ის გახლავთ ანტიოქსიდანტი, რომელსაც ანტიპიგმენტური მოქმედება აქვს და ახდენს კოლაგენის გამომუშავების პროვოცირებას. დილაობით დაიტანეთ სახის კანზე C ვიტამინის შემცველი კრემი.
არასწორად გაკეთებული მაკიაჟიყველამ იცის, რომ მაკიაჟით დაძინება არ შეიძლება, თუმცა ზოგიერთი სიზარმაცის ან არცოდნის გამო სახეს არასწორად იბანს. არ დაგავიწყდეთ, რომ მიცერალური წყლით გაწმენდილ სახეს ჩამობანა აუცილებლად სჭირდება, მატონიზირებელი საშუალება კი რეგულარულად იხმაროთ.
ზოგიერთი SPF-ის შემცველ კრემს რეგულარულად ხმარობს, თუმცა ივიწყებს იმას, რომ ამ კრემსაც სჭირდება განახლება გარკვეული დროის შემდეგ. მზის გულზე დიდხანს ყოფნა თქვენი სახის კანს აბერებს. ჩვეულებრივი მოქმედების SPF-იანი კრემების მოქმედება 2 საათი გრძელდება საშუალოდ, ამიტომაც 2 საათის გასვლის შემდეგ აუცილებლად ჩამოიბანეთ სახე და კვლავ წაისვით დამცავი საშუალება.
სახის კანის არარეგულარული წმენდაასაკთან ერთად კანი უფროდაუფრო იშვიათად რეგენერირდება, შედეგად კი ნაოჭები ჩნდება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია სახის კანის ღრმა წმენდას დრო დაუთმოთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ეს პროცედურა მხოლოდ სპეციალისტთან უნდა გაიაროთ, სახლში ექსპერიმენტების ჩატარება, მით უმეტეს, პილინგის პროცედურის, არ ღირს. სპეციალისტი დაადგენს თქვენი კანის ტიპს და წმენდის შესაბამის პროცედურას შემოგთავაზებთ.
მოიწესრიგეთ ძილიკარგი ძილის მნიშვნელობაზე არაერთხელ გსმენიათ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თუკი მოუწესრიგებელი ძილი ახალგაზრდობაში არაფერია, მაგრამ 30 წლის შემდეგ ასე ნამდვილად აღარ უნდა მოიქცეთ. ასაკთან ერთად ორგანიზმს აღარ შესწევს ძალა ისევე სწრაფად აღიდგინოს ძალები, როგორც ადრე. ბუნებრივი კოლაგენი უფრო იშვიათად გამომუშავდება, კოლაგენის გაიშვიათება კი ნაოჭების გაჩენასთან პირდაპირ კავშირშია.
ტკბილეულზე დამოკიდებულება კოლაგენი და ელასტინი სწრაფად ირღვევა, თუკი გადაჭარბებულად იღებთ ტკბილეულს, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ის ფიგურასაც ვნებს. იმისთვის, რომ ახალგაზრდობა შეინარჩუნოთ, ეცადეთ გამორიცხოთ თქვენი რაციონიდან მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები.
რეჟიმის დაუცველობარეჟიმი ყველასთვის სასარგებლოა: რეგულარული სპორტული აქტივობები, კვება და ძილი. კარგად მომუშავე მეტაბოლიზმი და აქტიური ფიზიკური დატვირთვა მნიშვნელოვანია ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად.
ხშირად გამოცვალეთ ლოგინის თეთრეულიიცოდით რამდენი რამ იყრის თავს ნესტიან და დიდი ხნის გამოსაცვლელ თეთრეულში? ტკიპები და სხვა მიკროორგანიზმების მოსამრავლებლად შესანიშნავი სათბურია. თუმცა თუკი მათ გამრავლებას არ აპირებთ, თეთრეული კვირაში ერთხელ უნდა ცვალოთ, რაც შეეხება ბალიშს, იგი სამ თვეში ერთხელ აუცილებლად უნდა გაირეცხოს. თუკი რეგულარულად გაწუხებთ აკნე, ან თმა სწრაფად გიცხიმიანდებათ, ეს შეიძლება თეთრეულში გამრავლებული მიკროორგანიზმების ბრალი იყოს.
წყლის დალევაზე უარის თქმაბევრისგან გაგვიგია, რომ წყალი არ უყვარს, ან ყავას და ჩაის უფრო მეტს სვამს, ვიდრე - წყალს. ცხელი სასმელები ორგანიზმიდან კალცის გამოდევნას უწყობს ხელს, რასაც კანის გამოშრობისკენ მივყავართ. მიირთვით წყალი ყოველდღიურად.
არ თქვათ უარი სიყვარულზე ახალგაზრდობის შენარჩუნებაში სიყვარული და სინაზე დაგეხმარებათ. იპოვეთ ცხოვრების თანამგზავრი. იმუნურ სისტემას ისე არაფერი აძლიერებს, როგორც ბედნიერების ჰორმონი - ენდორფინი, შეყვარებული ადამიანის სისხლში კი ის ყოველთვის ბევრია.
ეცადეთ, მენიუ თქვენს ასაკს შეეფერებოდეს. საქონლის ღვიძლი და ნიგოზი 30 წლის ქალებს პირველი ნაოჭების გაჩენას ააცილებს თავიდან. რძის ნაწარმი დიდი რაოდენობით სელენის შემცველობის გამო 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებს მოუხდებათ, გარდა ამისა, ორივე სქესის წარმომადგენლებს სტრესის მავნე შედეგების სწრაფ ლიკვიდაციაში დაეხმარება. 50 წლის შემდეგ აუცილებელია მაგნიუმით და კალციუმით მდიდარი საკვები, ასევე - თევზი, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის საიმედო მცველია. | |
| |
ნანახია: 3292 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |