29.11.2019, 09:17 | |
მსოფლიოში ყოველი მეათე ადამიანი თირკმლის ქრონიკული დაავადებით იტანჯება. ჯანმრთელი თირკმელების შესანარჩუნებლად რეგულარულად სამედიცინო შემოწმება და სწორი კვებაა საჭირო. თირკმლის დაავადების გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი: დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევაა. აღსანიშნავია, რომ ცხიმიანი საკვები, მავნე ჩვევები, ასაკი და გენეტიკა ზრდიან დაავადების რისკს. ექიმები ნატრიუმით, კალიუმით და ფოსფორით მდიდარი პროდუქტების შეზღუდვის რეკომენდაციას იძლევიან, რადგან ეს საკვები ნივთიერებები ზრდიან დატვირთვას თირკმელებზე. შეუძლიათ გავლენა მოახდინონ არტერიულ წნევაზე. გთავაზობთ მაქსიმალურად ყველასთვის ხელმისაწვდომ პროდუქტებს, რომლებიც სასარგებლოა თირკმელებისა და ზოგადად ჩვენი ორგანიზმის ჯამრთელობისათვის. ცნობილია, რომ კვერცხი ზრდის ქოლესტერინის დონეს, თუმცა მიჩიგანის სამედიცინო მკვლევარებმა გამოავლინეს, რომ კვერცხი ზრდის დადებითი ქოლესტერინის დონეს, მავნე ქოლესტერინის დონეს კი პირიქით- ამცირებს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კვერცხის ცილა სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც თირკმლის სხვადასხვა დაავადება აწუხებს. ნიორი-იმისთვის რომ კვება გავიმრავალფეროვნოთ ექიმები საკვებში ნივრის დამატებას გვირჩევენ. ნიორი არა მარტო გაამდიდრებს საკვების გემოს, არამედ ორგანიზმსაც მოუტანს სარგებელს. საქმე იმაშია, რომ ნიორი მდიდარია ისეთი მიკრო ელემენტებით, როგორებიცაა მანგანუმი, ვიტამინი C და ვიტამინი B, ისინი ამცირებენ გაციების და შინაგანი ანთების პროცესებს. ქათმის მკერდი: ქათმის ხორცი ძალიან სასარგებლო და დიეტური პროდუქტია, მაგრამ თირკმლის დაავადების დროს მისი ყველა ნაწილი არ არის სასარგებლო. ქათმის მკერდი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ცილას, ხოლო ფოსფორი და ნატრიუმი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ქათმის ხორცის კანში ან ფეხებში. სწორედ ამიტომ ქათმის მკერდი საუკეთესოა თირკმლის დაავადებების დროს. ყვავილოვანი კომბოსტო: ყვავილოვან კომბოსტოს და ბროკოლს ყველა სასარგებლო ბოსტნეულს უწოდებს, ეს იმიტომ, რომ ისისნი დიდი რაოდენობით სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს შეიცავენ და ვიტამინებით არიან მდიდრები. ყვავილოვან კომბოსტოში შედის ვიტამინები C, K, B, ისინი თირკმელებს მუშაობის გაუმჯობესებასა და სწრაფად გამოჯამრთელებაში ეხმარება. ბულგარული წიწაკა: დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში გვეხმარებიან. A და C ვიტამინების შემცველობის წყალობით ბულგარული წიწაკა ჯანსაღ იმუნურ სისტემას გვინარჩუნებს, ხოლო ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა ორგანიზმის გაწმენდასა და შრომისუნარიანობის გაუმჯობესებაში გვეხმარება. ამ ყველაფერთან ერთად ბულგარული წიწაკა თითქმის არ შეიცავს კალიუმს. ზეითუნის ზეთი: ზეითუნის ზეთი არამარტო კანის ნაადრევი დაბერების პროცესს აჩერებს, არამედ საუკეთესო საშუალებაა თირკმლის კენჭოვანი დაავადებების დროს. ის შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, რომელთაც აქვთ ანტიანთებითი თვისება და წონის კონტროლში გვეხმარებიან. რასაკვირველია სასარგებლო პროდუქტების სია ბევრად დიდია, მას შეიძლება დავუმატროთ ისპანახი, სოკო, მოცვი, ანანასი, ბოლოკი და სხვა. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია: ხშირად უნდა იაროთ ფეხით, ყურადღება მიაქციოთ კვებას და რეგულარულად მიმართოთ ექიმს.
| |
| |
ნანახია: 1183 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |