23.03.2019, 09:38 | |
როზმარინი მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისაა მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ მცენარის გამოყენება ორი კვირის მანძილზე ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას 76%-ით აფერხებს. მარადმწვანე დაბალ ბუჩქს მშრალი და ცხელი ადგილები უყვარს. მაგრამ თუ საჭირო გახდა, ის ძლიერ ყინვასაც უძლებს: ხმელთაშუაზღვისპირეთის ჯიშებს 20 გრადუსამდე ყინვაც ვერაფერს აკლებს. როზმარინს ძლიერი გამათბობელი თვისებები აქვს, ის სისხლის მიმოქცევას და ნერვულ სისტემას ააქტიურებს. მისი მიღება შეიძლება როგორც შინაგანად, მაგალითად, ჩაის სახით, ისე გარეგანად, ზეთის ან ესენციის სახით. როზმარინი შეუცვლელია მეხსიერების გაუმჯობესების საქმეშიც. ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში, ექიმები მას ტვინის მუშაობის დარღვევების მქონე პაციენტებს უნიშნავდნენ. დღეს მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მცენარის გამოყენება ადამიანს გონებრივ საქმიანობაში ეხმარება. ნიშანდობლივია, რომ როზმარინისგან სარგებლის მიღება მისი სურნელის შეყნოსვითაც შესაძლებელია: სანელებელში შემავალი ეთერზეთები მეხსიერებასა და განწყობას აუმჯობესებს, თავისა და სახსრების ტკივილს ხსნის. ანთებისა და ტკივილის შეგრძნების გამანეიტრალებელი ნივთიერება კარნოზოლის წყალობით, მცენარე ძვლებსა და სახსრებში მიმდინარე ანთებითი პროცესების დროსაც გამოიყენება. როზმარინი წარმატებით ებრძვის ნერვულ დაძაბულობასა და სტრესს. მისი ნაყენი ჩინებულ მატონიზებელ და ნაღველმდენ საშუალებად მიიჩნევა. მისი და ლავანდიანი ნაყენი დადებითად მოქმედებს ინსულტის შემდგომ პერიოდში მიღებისას, რადგან ტვინში სისხლის მიმოქცევას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. როზმარინში შემავალი მფრინავი ნივთიერებები შენობაში ჰაერს წმენდს და ავადმყოფობის გამომწვევ მიკრობებს ანადგურებს. როზმარინი სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, საფუარა სოკოსა და ნაწლავური ჩხირების დაუძინებელი მტერია. სასწაულმოქმედი მცენარე კუჭის წვენის გამოყოფას, საჭმლის მონელებასა და მძიმე პროდუქტების (ღორის, საქონლის ხორცი) მონელებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ის ადვილად უმკლავდება საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და კუჭის სპაზმებს. სანელებლის დანიშნულების გარდა, როზმარინს ექსტრაქტების, საკვები დანამატებისა და ზეთების სახით იყენებენ. ამგვარი ფორმით მცენარის მიღება ხსნის ნაღვლის ბუშტის ანთების სიმპტომებს, აწესრიგებს ნაღვლის გამოყოფას, შლის ნაღვლის ბუშტში წარმოქმნილ კენჭებს. მისი ტკივილგამაყუჩებელი თვისებები მისწრებაა თავისა და მენსტრუალური ტკივილებისას, სახსრების ან ხერხემლის პრობლემებისას. როზმარინის ზეთი უსწრაფესად ახორცებს ჭრილობებს, აჩერებს თმის ცვენას, წმენდს კანს. ნიკრისის ქარების (პოდაგრა) და ნევრიტის დროს საუკეთესოა როზმარინის მალამო. მცენარეს გაციების, გრიპის, ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროსაც წარმატებით იყენებენ. თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად როზმარინის თბილი ზეთი შეიზილეთ თმის ძირებში (4 წვეთი 10 მლ). როზმარინის ზეთით რეგულარული თავის კანის მასაჟი ხელს უშლის თმის ნაადრევად გაჭაღარავებას, ქერტლის წარმოქმნას. თავისა და კუნთების ტკივილის, რევმატიზმისა და ართრიტის დროს მტკივნეული ადგილები დაიზილეთ როზმარინის ზეთით. როზმარინი ძალიან უხდება კერძებს, კარგ გემოს აძლევს განსაკუთრებით ღუმელში მომზადებულ კერძებს. უხდება ბორტნეულს, ხორცს და თევზს. სცადეთ უნიკალური როზმარინის ჩაის დალევა. 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ გამხმარ როზმარინს მდუღარე წყალი დაასხით და გააჩერეთ 15 წუთი თავდახურულ ჭურჭელში. ნაყენი უკვე მზად არის. როზმარინის ჩაის დალევის საუკეთესო დროა საღამო, უმჯობესია ძილის წინ. ამ სასმელის 1 ჭიქა დღეში დიაბეტით დაავადების რისკს მინიმუმამდე დაიყვანს და სხვა სახიფათო დაავადების, როგორიცაა კიბო, გაჩენას ხელს შეუშლის.
| |
| |
ნანახია: 6163 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |