ნიმი (neem)
16.11.2018, 11:00 | |
მცენარე ნიმი გახლავთ ინდოელების სიამაყე. ის პირველ ადგილზეა აიურვერდას ცნობილ ტრაქტატში. რამოდენიმე წლის წინ ევროპულმა და ამერიკულმა საიტებმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შექმნეს საინფორმაციო ისტერიკა ნიმის გარშემო. შემდეგ რა თქმა უნდა, მიბაძა რუნეტმაც. მსოფლიოს პანაცეიაზე მონადირეები თვლიდნენ,რომ აუცილებლად უნდა გაუზიარონ მსოფლიოს კიდევ ერთი აიურვერდას საიდუმლო კომპონენტი, რომელსაც ის 4000 წლის განმავლობაში წარმატებით იყენებს.ევროპელმა ფარმაცევტებმა დაადგინეს რომ ნიმი არის უძლიერესი ანტიოქსიდანტი, მის შემადგრნლობაში შედის სალიცილის მჟავა სამჯერ დიდი რაოდენობით, ვიდრე სინთეტიკურ ანალოგში. აქვს ძლიერი ანტიპარაზიტარული და ანტიგელმინტური ეფექტი, წევს შაქარს, ებრძვის კიბოს უჯრედებს, კურნავს პაროდონტაზს, სოკოვან დაავადებებს, გამოიყენება ცხელების დროს, აძლიერებს იმუნურ სისტემას სოკოვანი დაავადებების წიწინააღმდეგ, ეფექტურია ჩირქოვანი პროცესების, კარიესის და ვენერიული დაავადებების სამკურნალოდ. გამოიყენება უვნებელ კონტრაცეპციისათვის.ნიმის გამოყენებით ამზადებენ უამრავ თანამედროვე ფარმაცევტულ პრეპარატს. მეურნეობაში ნიმს გამოიყენებენ ჭურჭლის დასამზადებლად (რომელშიც ხილი არ ლპება). მისი ზეთი სასწაულმოქმედი და უსაფრთხო სასუქია, რომელიც არ გამოყობს ამიაკს. ამის გარდა, ანადგურებს ნიადაგში როგორც მწერებს, ასევე მათ მიერ დადებულ კვერცხებს. ნიმის ფესვებს იყენებენ სათევზაო სატყუარასთვის. ნაყოფის ინფუზური ნაყენი გამოიყენება როგორც ანტიბაქტერიული საპონი და ტილის, რწყილის და ბაღლინჯოს საწინააღმდეგო პრეპარატი. წმინდავს პრობლემურ და ცხიმიან კანს, ხსნის პსორიაზის სიმპტომებს, აქრობს ქერტლს. 70-იან წლებში ნიმიდან იქნა მიღებული პრეპარატი " Azadirahten-ი", რომელიც დღემდე ითვლება ყველაზე საუკეთესო და სრულიად უვნებელ ინსეკტიციდათ. ის უვნებელია როგორც ადამიანისათვის, ასევე პირუტყვისათვის. ინდოელი იოგინები უვლიან კბილებს ნიმის ტოტისგან დამზადებული ფუნჯების მეშვეობით.ნიმი არაჩვეულებრივად წმენდს ჰაერს. მცენარე ღამით გამოყოფს ჟანგბადს(რაც ყველა მცენარეს არ შეუძლია), რაც უზრუნველყოფს მშვიდ ძილს. გარდა ამისა, ის მოქმედებს როგორც ნატურალური პესტიციდი და იცავს ოთახს კოღოსგან და მწერებისგან. ნიმის გაზრდა სახლის პირობებში არ არის რთული. მცენარეს უყვარს კაშკაშა გაბნეული სინათლე. ნიადაგი კი ნოყიერი.
| |
| |
ნანახია: 2850 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |