მიწის თხილი იგივე არაქისი. დათესვა, მოვლა, მისი დადებითი თვისებები (Arachis)
09.05.2020, 21:43

 მიწის თხილი ანუ არაქისი პარკოსანთა ოჯახის, ბალახოვანი მცენარის გვარია. ცნობილია მიწის თხილის 15 სახეობა. ნაყოფი 1-6 სმ-ია, ერთკამერიანია, მარცლების რაოდენობა საშუალოდ 3-5, პარკი არის – მოწითალო, ყავისფერი, ჩალისფერი, იშვიათად თეთრი ან სხვა შეფერილობის.

განაყოფიერების შემდეგ ნასკვის ფეხი თანდათანობით გრძელდება და ქმნის ე.წ. გონოფორს, რომელიც ჯერ ზევით ადის, შემდეგ მოიხრება და მიემართება მიწის ზედაპირისკენ, ჩავა რა ტენიან ფენამდე (8-10 სმ-ზე) იქცევა ნაყოფად – პარკად. გონოფორი, რომელიც ვერ აღწევს ნიადაგამდე და ვერ ჩადის მასში იღუპება.

მიწის თხილის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა (არგენტინა, ბოლივია), საიდანაც ის მოხვდა ინდოეთში იაპონიაში, ფილიპინების კუნძულებზე და მადაგასკარში. ჩინეთში პორტუგალიელებმა 1560 წელს შეიტანეს.

აფრიკის კონტინეტზეც XVI საუკუნეში გაიცნეს ეს კულტურა. სენეგალი, ნიგერია და კონგო არაქისის მეორე გენეტიკურ ცენტრებად ითვლება, რადგან ამ ქვეყნებში ადგილობრივმა მოსახლეობამ მისი ნაყოფიდან ზეთის მიღება ისწავლეს და ამის გამო ნათესმა ფართობებმა სწრაფად დაიწყო ზრდა.

ინდოეთიდან და ჩინეთიდან არაქისი ევროპის ქვეყნებში (ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია) შეიტანეს, სადაც „ჩინური კაკლის“ დასახელება მიიღო.

არაქისი მცირე ფართობებზე გაშენებული იყო, სამხრეთ კავკასიაში (მათ შორის საქართველო), ჩრდილო კავკასიაში, კრასნოდარის მხარეში (რუსეთი), შუა აზიის ქვეყნებში და უკრაინის სამხრეთ რეგიონებში.

მიწის თხილი დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებსა და ცილებს, მისი კალორიულობაა 100 გრამზე 552 კკალორია, ხოლო არაქისის ზეთის – 884 კკალორიაა. მისი დიდი რაოდენობით მიღება სიმსუქნის მიზეზი შეიძლება გახდეს.

100 გრამი პროდუქტის კვებითი ღირებულებაა:

ცილები – 26,4 გ

ცხიმები – 45,3 გ

ნახშირწყლები – 9,8 გ

ნაცარი – 2,7 გ

წყალი – 8 გ

კალორიულობა – 500–800 კალორია

მიწის თხილი შეიცავს უნიკალურ ამინომჟავებს, ვიტამინებს – A, D, E, В1, В2, РР, Е, ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, მცენარეულ ზეთებსა და სხვა მიკროელემენტებს. ის შეიცავს 35%-ზე მეტ ცილებსა და დაახლოებით 50% ცხიმებს, ქოლესტერინი მასში საერთოდ არ არის.

 

მიწის თხილის სასარგებლო თვისებები:

არაქისი სასარგებლოა გულისთვის: მასში შემავალ ცხიმებს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნების უნარი აქვს. ასევე, მის შემცველობაში არსებული ოლეინმჟავა ამცირებს ცუდ ქოლესტერინს და ზრდის კარგ ქოლესტერინს.

არაქისი ზრდის ენერგიას: მიწის თხილი ფართოდაა ცნობილი, როგორც მცენარე, რომელიც ადამიანის ენერგიულობას ზრდის. ეს მასში არსებული უზარმაზარი რაოდენობის ვიტამინების, მინერალების, ანტიოქსიდანტებისა და საკვები ნივთიერებების წყალობითაა.

 არაქისის ზომიერი მიღება ხელს არ უშლის წონაში დაკლებას.

არაქისი ებრძვის კიბოს უჯრედებს: ის შეიცავს პოლიფენოლის ანტიოქსიდანს, რომელიც სასარგებლოა კუჭის კიბოს შესაჩერებლად. 

 არაქისის რეგულარულად მიღება ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნასა და არსებულის შემცირებას. კვლევებით დადასტურდა, რომ დღეში სულ 30 გრამი მიწის თხილი ქვების წარმოქმნას 25%-ით ამცირებს.

 არაქისი აუმჯობესებს მეხსიერებას: არაქისს ტვინის საკვებს უწოდებენ, რადგან მასში შედის ვიტამინი B3, რომელიც ტვინს მუშაობაში ეხმარება და ასევე კარგია მეხსიერების გაუმჯობესებისთვის.

 არაქისი ებრძვის დეპრესიას: სეროტონინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც მნიშვნელოვანია ტვინისთვის და რომელსაც განწყობის რეგულირებაში დახმარება შეუძლია. მიწის თხილში არსებული ტრიპტოფანის ამინომჟავა სეროტონინის გამომუშავებას ეხმარება.

 არაქისი ეხმარება ორსულობის შენარჩუნებაში და იცავს ნაყოფს: ორსულობის დროს მიწის თხილის მიღებას შეუძლია შეამციროს ზოგიერთი ალერგიული დაავადების (მაგალითად: ასთმა) შანსი ბავშვებში.

 არაქისი ხელს უშლის ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას: მრავალი კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ისეთი პროდუქტების გამოყენებას, რომლებიც ნიაცინის დიდ რაოდენობას შეიცავს, როგორიცაა არაქისი, შეუძლია ალცჰეიმერის დაავადების გავითარების ალბათობის, სულ ცოტა, 70%–მდე შემცირება.

 არაქისი კანს ჯანსაღ ელფერს აძლევს, დევნის ორგანიზმიდან ზედმეტ ტოქსინებს, რაც კანს ბევრად უფრო რბილსა და ლამაზს ხდის.

 არაქისი ებრძვის ნაოჭების გაჩენასა და დაბერებას: ის შეიცავს დიდი რაოდენობით С ვიტამინს, რაც მნიშვნელოვანია კოლაგენის წარმოებისთვის.

არაქისის მიღება არ შეიძლება: როდესაც ადამიანს აქვს ალერგია მასზე, განსაკუთრებით ალერგია ვითარდება არაქისის ზეთზე.

მისი მიღება არ არის რეკომენდებული პოდაგრის, ართროზისა და ართრიტის დროს.

ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს წონაში მატებას.

მიწის თხილის არასწორად შენახვისას (ნესტიან ადგილებში) მას უჩნდება სოკო, რომელიც ტოქსინებს გამოყოფს, რაც თავის მხრივ, ორგანიზმში მოხვედრისას დასუსტებულ ორგანოებს აზიანებს. ამიტომ არაქისის შეძენის დროს ყურადღებით იყავით.

არაქისის ჭამა 30 წლის ზემოთ აუცილებელიც კია, რათა ადამიანმა აკონტროლოს ქოლესტერინის, ლიპიდების, სისხლის შემადგენელი ნაწილაკების დონე; ასევე, არტერიული წნევა, გულის რიტმი და სისხლის მიმოქცევა არტერიებში. მისი მირთმევის შემდეგ ორგანიზმი ადვილად ებრძვის ანთების გამომწვევ მიზეზებს. ყოველდღიურ რაციონში მიწის თხილის შეტანა ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის, მავნე ცხიმების, სისხლში შაქრის შემცველობის, არტერიული წნევის მაჩვენებლების მკვეთრ დაქვეითებას. ასევე, ამცირებს ანთებით პროცესებს უჯრედის დონეზე.

 

არაქისის მოვლა:

არაქისი სითბოს მოყვარული მცენარეა. თესლი გაღივებას იწყებს 120C ტემპერატურაზე. 10C ყინვაზე აღმონაცენი იღუპება. 120C -ზე დაბალ ტემპერატურაზე თესლი არ წარმოიქმნება.

მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 25-280C სითბო. მცენარე ტენისადმი მომთხოვნია, განსაკუთრებით კი ყვავილობის დაწყებიდან ნაყოფის ჩამოყალიბებამდე. ტენის უკმარისობისას მცენარე აფერხებს ყვავილობას და ნაყოფწარმოქმნას, რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს პარკის მოსავლიანობას. პარკების მომწიფების პერიოდში ნაკლებ ტენს საჭიროებს. ზედმეტი ტენიანობაც აფერხებს პარკის მომწიფებას. ის სინათლის მოყვარული მცენარეა.

არაქისისათვის კარგია მსუბუქი სტრუქტურის შავი ნიადაგები. ვერ ეგუება ჭაობიან და მარილიან ნიადაგებს. მოჰყავთ სათოხნი კულტურების შემდეგ. თვითონ კარგი წინამორბედია სხვა კულტურებისათვის.

ნიადაგს ამუშავებენ 10სმ სიღრმეზე, განოყიერებისათვის შეაქვთ ნაკელი.

უნდა დაითესოს როცა ნიადაგი 10 სმ სიღრმეზე გათბება 14-150C -მდე.

ნათესის მოვლის სავალდებულო ღონისძიებებია აღმოცენებამდე დაფარცხვა, კარგ შედეგს იძლევა რიგებს შორის 3-4-ჯერ გაფხვიერება 6-8 სმ სიღრმეზე და გონოფორის გამოვლენისას 1-2 ჯერ მიწის შემოყრა. მიწის შემოყრა განსაკუთრებულ ეფექტს იძლევა სარწყავ პირობებში.

მოსავალი:

სავეგეტაციო პერიოდი ჯიშებისა და გარემო პირობების მიხედვით საშუალოდ 100-150 დღე გრძელდება.

არაქისის აღება იწყება, როცა პარკები კარგად არის მომწიფებული, მოსავალი ჯიშების და მოვლის პირობების მიხედვით.

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3662 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar