13.02.2019, 12:56 | |
ზეფირანტუსი პოპულარული მცენარეა ბაღების გასალამაზებლად. სიტყვა ზეფირანტესი შედგება
მოვლა: ზეფირანტუსი ასევე შეგიძლიათ სახლშიც იყოლიოთ, მაგრამ ზაფხულში უნდა გაიყვანოთ აივანზე. უყვარს ნათელი ადგილი, თუ სახლში აპირებთ მის ყოლას მოათავსეთ აღმოსავლეთ ან დასავლეთ მხარეს ფანჯრის რაფაზე. სასურველი ტემპერატურაა 20-25 გრადუსი, ხოლო ზამთარში გრილად უნდა გამოაზამთროთ. აქტიური ზრდის პერიოდში მცენარე ირწყვება უხვად, უნდა მორწყათ მაშინ, როცა მიწის ზედაპირი გაშრება, როცა შეატყობთ მცენარე დაზინებისთვის ემზადება მორწყვა უნდა შეუმციროთ, ზამთარში კი საერთოდ არ მორწყათ. დასვენების პერიოდის შემდეგ თებერვლის დასაწყისიდან უნდა დაიწყოთ მიწის დანამვა და შემდეგ ნელ-ნელა მოუმატოთ მორწყვას. გაზაფხულიდან უნდა მიაწოდოთ სასუქი 10 დღეში ერთხელ, მინერალური და მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქები მონაცვლეობით.
გადარგვა: ზეფირანტუსი თუ ქოთანში გყავთ, ყოველწელს უნდა გადარგოთ ახალ ქოთანში. ქოთანი უნდა იყოს დაბალი და განიერი, ერთ ქოთანში უნდა ჩარგათ მხოლოდ რამოდენიმე ბოლქვი. ქოთნის ძირში ჩაყარეთ დრენაჟი მოაყარეთ ცოტა მიწა და ჩარგეთ ბოლქვები.
გამრავლება: მცენარე მრავლდება ბოლქვებით. მცენარე როცა დაიძინებს უნდა ამოვიღოთ მიწიდან და ფრთხილად დავშალოთ ბოლქვები. პატარა ბოლქვები შეგიძლიათ ცალკე ჩარგოთ ფხვიერ მიწაში. კარგი მოვლის პირობებში მცენარე მომდევნო სეზონზე გაგახარებთ ყვავილებით.
| |
| |
ნანახია: 1599 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |