ტუხტი (Althaea)
23.07.2019, 21:31

ტუხტი ერთი ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, ბალბისებრთა ოჯახიდან. ახალგახრდა მცენარეს ერთი ტოტი აქვს, მოზრდილს კი ათამდე ტოტი უვითარდება. ფოთლები კვერცხის ფორმისა- ბუსუსიანი, ტოტებზე კი უამრავ ყვავილს იკეთებს. ყვავილები აქვს თეთრი, ვარდისფერი ან იასამნისფერი. ყვავილობის შემდეგ დისკისმაგვარი ნაყოფი წარმოიქმნება უამრავი თესლით.

ტუხტის თორმეტამდე სახეობაა გავრცელებული ევრაზიის ზომიერ სარტყელში. საქართველოში მხოლოდ ოთხი სახეობა გვხვდება, მნიშვნელოვანია სამკურნალო ტუხტი (Althaea officinalis), მისი სიმაღლე 15 მეტრს აღწევს. იზრდება ტენიან ადგილებში, მდელოზე, მდინარისპირა ბუჩქნარში. ტუხტი თაფლოვანი და სამკურნალო მცენარეა.

მისი ფესვებიდან დამზადებულ ფხვნილს, ნაყენს ან ნახარშს იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებების დროს დამარბილებელ და ამოსახველებელ საშუალებად, იხმარება საშარდე გზების ანთების დროსაც.

ტუხტის ყველა ნაწილი შეიცავს 10-დან 15 პროცენტამდე მაღალხარისხოვან ლორწოვან ნივთიერებას და ძირითადად გამოიყენება სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. მაგრამ მას არ გააჩნია ნახველის ამოღების ხელშემწყობი მოქმედება. ფოთოლსა და ყვავილში ლორწოს შემცველობა შეადგენს 6-9 პროცენტს. ჩაი მზადდება ოთახის ტემპერატურაზე, რათა არ შესქელდეს მასში უხვად არსებული სახამებელი და მის ქმედითუნარიანობაზე შემაფერხებელი გავლენა არ მოახდინოს.     

ფესვების ლორწო ლოკალიზებულია ქერქის ლორწოვან უჯრედებში. აქ საქმე გვაქვს პოლიგლიკონის ლორწოსთან, რომლის საქარიდულ კომპონენტებს სხვა დანარჩენთან ერთად წარმოადგენენ რამნოზა, გალაქტოზა და გალაქტურონის მჟავა.

 

როგორ მოვუაროთ ტუხტს:

სამკურნალო ტუხტის ფესვების წარმოების მიზნით, უმჯობესია მისი კვლებად თესვა. ეს შესაძლებელია ღია გრუნტში, აპრილის დასაწყისიდან. აღმოცენებამდე საჭიროა 2-3 კვირა. ივნისში, როცა ნაზარდი 8-10 სმ–ს მიაღწევს, შესაძლოა მისი საბოლოო ადგილზე გადარგვა. აღმოსავლეთ ავსტრიაში დამკვიდრდა კიდეც დარგვის ვადა. ესაა მომდევნო წლის მარტი–აპრილი. დარგვის ეს ვადა იძლევა ძლიერი ნერგების გარანტიას, რაც ხელსაყრელ გავლენას ახდენს ფესვების მოსავლიანობაზე. მუყაოს ქოთანში ან დაპრესილი მიწის კუბებში, თებერვლის ბოლო რიცხვებიდან კი მიწის ქვეშ წინა კულტურის გამოყვანის შემთხვევაში შესაძლებელია მისი აპრილის ბოლოსთვის გადარგვა და იმავე წელს მოსავლის აღება. ღია გრუნტში თესვა უპირველეს ყოვლისა ვარგისია ფოთლების ან ღეროების მოპოვების მიზნით. თესვის ნორმა შეადგენს 6 კგ. გარჩეულ თესლს ჰექტარზე. თესვის სიღრმეა 1 სმ. მწკრივებს შორის მანძილი — დაახლოებით 30 სმ. უნდა იყოს.  მრავალწლიანი სარგებლობისას შესაძლებელია თითო ჭრა წელიწადში. შესაძლებელია აგრეთვე გამრავლება ფესვის ნაწილებით. მათი მოპოვება ხდება მოსავლის აღების შემდეგ, ფესურას დაჭრის გზით. ფესვის ნაჭრებს საჭიროა გააჩნდეთ ერთი ან ორი კვირტი და თითო ნაჭერი ფესურას სიგრძე შეადგენდეს მინიმუმ 3 სმ–ს. სხვათაშორის, უნდა გაიზარდოს აგრეთვე დაკეპილი ფესურებიც, თუ მათი სიგრძე 5-10 სმ–ს შეადგენს და დაირგვება 10 სმ–ის სიღრმეზე, შემდეგ კი დაიტკეპნება. იმ კულტურებიდან, რომლებიც განსაზღვრულია ფესვის მისაღებად, შესაძლებელია ყვავილების ან თესლის მოპოვება, მაგრამ არ უნდა განხორციელდეს ფოთლის მოსავლის აღება, რადგან ეს გამოიწვევს ფესვის მოსავლიანობის შემცირებას. კულტურის ვერტიკალური ზრდა აიოლებს საწყის ეტაპზე მექანიკური სათოხნი იარაღების გამოყენებას. ნიადაგის შემოყრა, რაც ზოგჯერ რეკომენდებულია, აძლიერებს ფესვებს და ეს განაპირობებს გაფცქვნისას ნაკლები დროის ხარჯვას. სხვათაშორის, აღნიშნული კულტურის მოსავლიანობა თითოეულ ჰექტარზე მწკრივებს შორის მანძილის სიდიდის გამო უფრო დაბალია. 

ტუხტის ნერგებს რგავენ არა მძიმე ნიადაგში, დაუშვებელია ნესტიან ადგილას დარგვა. ტუხტი სიმაღლეში ძალიან იზრდება, ქარში რომ არ გადატყდეს კარგია თუ საყრდენს მიამაგრებთ. დაყვავილებულ ყვავილებს დროულად სჭირდება მოცილება, რათა ძალა არ დაკარგოს მცენარემ.

თუ ძალიან გაიზარდა სიმაღლეში და არ მოგწონთ, შეგიძლიათ გასხლათ სასურველ სიმაღლეზე, კალმები კი დააფესვიანოთ.

კალმები უნდა ააჭრათ ზაფხულში და ტორფიან კონტეინერში დააფესვიანოთ. 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1303 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar