27.05.2019, 11:45 | |
წყალიკრეფია მრავალწლიანი ყინვაგამძლე მცენარეა. გვარში გავრცელებულია ასამდე სახეობა. უმეტესად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროებში. ჩრდილოეთ ამერიკაში გვხვდება ცისფერი ეყალიკრეფია, წვრილი გრძელი დეზებიანი მოცისფრო-მოიასამნისფრო ყვავილით. ასევე ძალიან ლამაზია ოლიმპიური წყალიკრეფია, რომელიც კავკასიაში ალპურ ზონაშია გავრცელებული. ამ სახეობას დიდი მოცისფრო-თეთრი ყვავილი აქვს. არსებობს ორფერა წყალიკრეფიაც. ის მინიატურული ზომისაა, სულ რაღაც თხუთმეტი სანტიმეტრის და გავრცელებულია პირინეის ნახევარკუნძულზე. აქვს ღია ცისფერი გვირგვინი და კრემისფერი ყვავილი, ყვავის მაისსა და ივნისში. მეყვავილეებს ძალიან მოსწონთ ეს ყვავილი და ხშირად იყენებენ დიზაინის გასალამაზებლად. ეს მცენარე ხშირად გვხვდება ლამაზ ბაღებსა და პარკებში. ძველად ამ ყვავილს თილისმად მიჩნევდნენ და ჯადოს წინააღმდეგ იყენებდნენ. წყალიკრეფიას უამრავი სახეობა არსებობს, ერთმანეთისგან განსხვავდება ფოთლების ფორმით და ყვავილის ფორმითაც. მცენარე სიმაღლის მიხედვით იყოფა დაბალ, საშუალო და მაღალ ჯიშად. კარგად ხარობს ხეების ჩრდილქვეშ და მდინარეების პირას. ფოთლები დეკორატიულობას შემოდგომის ბოლომდე ინარჩუნებს. დაბალი ჯიშის წყალიკრებიას ძირითადად იყენებენ ქოთანში გასაზრდელად, ხოლო დანარჩენ ორს კი ყვავილნარის გასალამაზებლად. ყვავილის ფორმის მიხედვით იყოფა: ხუჭუჭა, ნახევრადხუჭუჭა და მარტივი ყვავილების მქონე მცენარედ. მარტივ ყვავილიან აქვს ხუთ ფოთლიანი ჯამის ფორმის საინტერესო ყვავილი. თითოეული ყვავილი ერთი კვირის განმავლობაში ინარჩუნებს დეკორატიულობას. თვითონ მცენარე კი ერთი თვის განმავლობაში ყვავილობს. მოვლა: წყალიკრეფია კარგად ხარობს ნახევარჩრდილიან ადგილას, ფხვიერ ნიადაგში. უმეტესი სახეობა ვერ იტანს სიცხეს და ჰაერის სიმშრალეს, ასეთ დროს ყვავილობა ხანმოკლე აქვს. მელურად მზარდი მცენარე კარგად ეგუება სიცხეს და მზის სხივებსაც კი, მაგრამ თუ ჩრდილიან ადგილას ხარობს უფრო კარგად გამოიყურება. ყვავილობის მერე ტოტები უნდა დამოკლდეს ერთ მესამედზე. თუ ხელსაყრელ პირობებს შეუქმნით იგი განმეორებითაც იყვავილებს. ძველი ბუჩქი შედარებით ნაკლებად ყვავილობს, ამიტომ ყოველწლიურად სჭირდება განახლება. გაზაფხულობით კარგი იქნება თუ ნერგის გარშემო მოყიერ ნიადაგს შემოუყრით.
გამრავლება: წვრილ პარკში გროვდება შავი ფერის თესლი. მომწიფებული ნაყოფი თვითნებურად იხსნება და თესლი მიწაში ცვივდება. ცოტა ხნის შემდეგ მიწის ზედაპირზე პატარა წყალიკრეფიები გამოჩნდება. შეგიძლიათ თვითონაც დათესოთ თესლი, დასათესად კარგი პერიოდია აპრილი. დათესილი კონტეინერი უნდა დასათბურდეს და მოთავსდეს თბილ, ოც გრადუს ტემპერატურაზე. პერიოდულად უნდა განიავდეს და დაინამოს მიწის ზედაპირი. მცენარე ამოსვლას ორი კვირის შემდეგ დაიწყებს. ორი ჯანსაღი ფოთლის განვითარების შემდეგ უნდა მოხდეს პიკირება ცალ-ცალკე. თითოელ ნერგს შორის ადგილი უნდა იყოს 25-30 სანტიმეტრი. დათესილი მცენარე მომდევნო წელს იყვავილებს. ასევე მრავლდება ტოტით, რომელიც ფესვთან ახლოს ამოდის და ბუჩქის დაყოფით. მცენარეს სუსტი ფესვები აქვს, ადვილად ზიანდება და მისი გადარგვისას ეს უნდა გაითვალისწინოთ. გამრავლება ბუჩქის გაყოფით შემდეგნაირად უნდა მოხდეს, ადრე გაზაფხულზე ფრთხილად თხრიან 4-6 წლის ბუჩქს, აჭრიან ამონაყარს 5-7 სმ-ზე, მერე ჭრიან ფესვს ისე , რომ თითო მხარეს მოყვეს 3-4 ზრდის წერტილი, გადანაჭერს აყრიან დაფხვნილ ნახშირს და რგავენ, მერე გარკვეული დრო სჭირდება, რომ მოშუშდეს და ზდა დაიწყოს.
| |
| |
ნანახია: 1213 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |