16.09.2019, 11:26 | |
ბაღის გასალამაზებლად ძირითადად იყენებენ: ცელოსია არგენტიას და ცელოსია კრისტატას. ცელოსია გავრცელებულია მთელს მექსიკაში, სადაც ცნობილია როგორც ხავერდის ყვავილი. ზოგიერთ ქვეყანაში ცელოსიას საკვებად იყენებენ, მაგალითად ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში ერთ-ერთი ლიდერი ფოთლოვანი ბოსტნეულია ნიგერიასი, სადაც ცნობილია, როგორც
როგორი პირობები მოსწონს: ცელოზია უნდა დაირგად მზიან ადგილას, მას ყვავილობისთვის სჭირდება დღის განმავლობაში მზის სხივი მინიმუმ ექვსი საათი. სინათლის ნაკლებობისას მცენარე სიმაღლეში იზრდება უშნოდ და შეიძლება არც იყვავილოს. ახალ დარგულ მცენარეს სჭირდება რეგულარული მორწყვა, ხოლო როცა ფესვებს კარგად გაიდგავს, ის გვალვაგამძლეა. ხშირი მორწყვა და ტენი ხელს უწყობს მის კარგ ზრდას და უხვ ყვავილობას. არ უნდა იღელვოთ ცელოსიას გადაჭრაზე დაყვავილების შემდეგ, მაგრამ ზოგიერთ მებაღეს მოსწონს ძველი ყვავილების მოცილება, რათა მცენარე გამოიყურებოდეს მიმზიდველად. ყვავილობა გრძელდება პირველი ყინვის დაწყებამდე. ცელოსიას ყვავილები იზიდავს სხვადასხვა მწერებს. როცა ყვავილი გადახუნდება და მიიღებს ჩალისფერს მის შიგნით არის მოთავსებული შავი მბზინავი თესლი. როცა კარგად გამოშრება მოარიდეთ თესლი და შეინახეთ გრილ და ბნელ ოთახში. ზოგიერთი თესლი თვითონვე ცვივა მიწაში და მომავალ წელს თავისით ამოდის. ცელოსია დაავადებების მხრივ გამძლე მცენარეა, იშვიათად ემართება სოკოვანი დაავადება, მაგრამ სწორი მორწყვის პირობებში არაფერი ემუქრება ამ მცენარეს.
სასუქი: ცელოსიას დარგვისას გამოიყენეთ სასუქი, რაც ხელს შეუწყობს მის კარგ ზრდას. შემდეგ ყოველი მორწყვისას მიაწოდეთ წყალში ხსნადი სასუქები, ოღონდ დაიცავით დოზები.
როგორ მრავლდება: ცელოსია მრავლდება თესლით. თესლი ითესება ადრე გაზაფხულზე, ყინვის
| |
| |
ნანახია: 5076 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |